x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ქობულეთში მოკლული 20 წლის ბიჭი დედოფლისწყაროში ჩამოასვენეს - მკვლელმა ქვეყანა დატოვა
image


ქობულეთში მოკლული 20 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი დედოფლისწყაროს სოფელ ზემო მაჩხაანში გადაასვენეს. ახლობლების განმარტებით, გვამის ამოცნობა შეუძლებელი იყო და დედამ შვილი ჯვრითა და ნივთებით ამოიცნო. ბიჭის ცხედარი ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავის ტერიტორიაზე ტყესთან, სტადიონის გვერდით 8 დღის განმავლობაში დამარხული იყო, მკვლელმა კი საზღვარგარეთ წასვლა მოასწრო. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულს ახლა წითელი ცირკულარით ეძებენ.


ბიჭი სასიკვდილოდ მისივე თანაკლასელმა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა გაიმეტა. მოკლული დაბალ კლასებში ერთად სწავლობდნენ, შემდეგ კი გიორგი ალხანიშვილი დედოფლისწყაროს ზემო მაჩხაანის სკოლაში გადავიდა. ოფიციალური ვერსიით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 17 მაისს სიტყვიერ დაპირისპირებას სისხლიანი გარჩევა მოჰყვა, რა დროსაც, 20 წლის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა საკუთარ სახლში სტუმრად მყოფი თანატოლი, გიორგი ალხანიშვილი დანის რამდენიმე დარტყმით ადგილზე მოკლა.


დანაშაულს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. კონფლიქტის დროს ოთახში 4 სხვა პირიც იმყოფებოდა. მათ შორის, მკვლელობაში ბრალდებულის საცოლეც. სასტიკი დანაშაული არცერთ მათგანს გაუმხელია. მეტიც, მათ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მეგობრის ცხედარი ავტომობილით სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას ავტომობილით მიიტანეს და იქვე დამარხეს.



სამი დაკავებული მოსამართლე კოტე ჭილაიას შეკითხვაზე დანაშაულს აღიარებს და განმარტავს, რომ დანაშაული მკვლელის მხრიდან მუქარისა და შიშის მიზეზით დამალეს. პროკურორ თორნიკე გოგიშვილის განმარტებით, ბრალდებულს, რომელმაც ქვეყნის დატოვება მოასწრო, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მისი ადგილსამყოფელი გამოძიებისთვის უცნობია.


imageშემთხვევის ადგილი, სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა. ქობულეთის სოფელი ლეღვა

.

პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო 3 პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მასთან სტუმრად მყოფ პირს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა გვამი სოფელ აჭყვისთავის ტერიტორიაზე წაიღო და დაუსახლებელ ადგილას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებული პირის დახმარებით დამარხა, ხოლო თვითონ საქართველოს ტერიტორია დატოვა და მიიმალა.

.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორი ბრალდებული განზრახ მკვლელობის ფაქტის თვითმხილველი გახდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

.

განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორია მკვლელობის დღესვე დატოვა და მიიმალა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

.

სამართალდამცველებმა სამი პირი 26 მაისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის და დანაშაულის დაფარვის მუხლით დააკავეს. აქედან ორ პირს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.

ხოლო ერთ პირს ბრალდება 375 -ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

.

image

.

2003 წელს დაბადებულ გიორგი ალხანიშვილს პოლიცია 22 მაისიდან ეძებდა. დღეს კი მის ცხედარს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხული იპოვეს. მკვლელმა საქართველოს საზღვრები უკვე დატოვა. მოკლული დედოფლისწყაროს სოფელ ზემო მაჩხაანიდანაა. მან ზემო მაჩხაანის სკოლა რამდენიმე წლის წინ დაამთავრა.


გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, ალხანიშვილი მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ცივი იარაღით, მას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

.

დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

.

დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, მოკლულის მშობლები ზემო მაჩხაანიდან არიან, თუმცა დედა, მარინა მაძღარაშვილი ბოლო ხანს ბათუმში ცხოვრობდა, რის გამოც ბიჭი პერიოდულად აჭარაში იმყოფებოდა.

.

„დაწყებით საფეხურზე სწავლობდა ბათუმის სკოლაში და ეს ბიჭები მისი კლასელები იყვნენ. დედა ბათუმში მუშაობს და ახლაც ამიტომ იყო ბათუმში. როცა მოიზარდა ზემო მაჩხაანის სკოლაში გადმოიყვანეს, რადგან ბიჭია და მამა უკეთ მიხედავსო. მაჩხაანში დაამთავრა სკოლა. ბოლო დროსაც ხან ბათუმში იყო დედასთან, ხან კახეთში ჩამოდიოდა, “ - აცხადებენ ზემო მაჩხაანში.

.

ბაბუა, ვის სახლშიც 4 ახალგაზრდა დასასვენებლად იმყოფებოდა, ჰყვება, რომ მისი შვილიშვილი ლონდონში სწავლობდა და საქართველოში თავის მეგობარ გოგონასთან და 4 სხვა მეგობართან ერთად, დასასვენებლად 5 დღით ჩამოვიდა. როგორც ბაბუა გურამ ბეჟუნაიშვილი ამბობს, მან ახალგაზრდებს სუფრა გაუშალა და საღამოს მარტო დატოვა. დილით კი შეამჩნია, რომ ახალგაზრდებს 1 ადამიანი აკლდათ. ჩამოსვლიდან 3 დღის შემდეგ კი, მისმა შვილიშვილმა საქართველო დატოვა და კვლავ ლონდონში დაბრუნდა.

.

როდესაც ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარების შესახებ მისმა მშობლებმა შეიტყვეს, პოლიციაში განაცხადეს. ბიჭებმა, რომლებიც ბათუმიდან იყვნენ პოლიციას უთხრეს, რომ მათმა დაკარგულმა მეგობარმა წასვლა მოისურვა და ის წითელი ტაქსით გააცილეს. სწორედ ამის შემდეგ, ბიჭის კვალი ქრება, შემდეგ კი დაკარგულ ბიჭს გარდაცვლილს და დამარხულს პოულობენ. როგორც ბაბუა ჰყვება, გარდაცვლილი და მისი შვილიშვილი მეგობრები და კლასელები იყვნენ. ასევე, ბაბუის განცხადებით, სახლში კონფლიქტი არ ყოფილა და პირიქით, ახალგაზრდები კარგად ერთობოდნენ.

.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ალექსანდრე ბეჟუნაიშვილმა, 19 მაისს, ბიჭის გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.

image

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

.


2
129
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
129
  
2023, 30 მაისი, 23:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 28 მაისი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2