x
image
ილია მარტყოფლიშვილი
საგანგებო მდგომარეობა დედოფლისწყაროში ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად
image


ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები კახეთის რეგიონის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებიც.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და მოხალისეთა ერთობლივი ჯგუფი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდის. გახმოვანების აპარატით სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისაკენ, სახლში დარჩენისკენ და გარეთ გამოსვლის შემთხვევაში, ერთმანეთისგან დისტანცირებისკენ მოუწოდებენ. მიმდინარეობს სხვადასხვა ობიექტების დეზინფიცირების სამუშაოები.


„დეზინფიცირება უტარდება სავაჭრო ობიექტებს, ბანკებს, აგრარულ ბაზარს და საჯარო დაწესებულებებს. საინფორმაციო კამპანია მერიის და მოხალისეების ჯგუფმა სოფელ გამარჯვებიდან დაიწყეს, ამის შემდეგ არბოშიკს, ოზაანს, მირზაანს, მაჩხაანს მოივლიან და დღის ბოლომდე ყველა სოფელში შევლენ“, - განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.



როგორც დედოფლისწყაროს მერიაში განმარტავენ, დედოფლისწყაროსა და მის სოფლებში მცხოვრები 1350 ოჯახი მერიისგან საჩუქრად სასურსათო კალათას მიიღებს, სადაც 1 თვის მარაგი საკვები პროდუქტი იქნება.


„რისკ ჯგუფების სავაჭრო ობიექტებში გადაადგილების შესამცირებლად გადავწყვიტეთ მოწყვლად ჯგუფებს პროდუქტები ბინაზე მივუტანოთ. გამოცემულია ბრძანება, უკვე დადებულია ხელშეკრულება და მომწოდებელი კომპანიები ვალდებულნი არიან 1 აპრილამდე მოგვაწოდონ სასურსათო კალათა. და უახლოეს დღეებში მერიის სამსახურები განაწილებას დაიწყებენ. საჩუქარს მიიღებენ შემდეგი კატეგორიის ოჯახები: მარტოხელა პენსიონერები, მრავალშვილიანი და მარჩენალდაკარგული ოჯახები, მარტოხელა მშობლები, პირველი ჯგუფის ინვალიდები, 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები, აუტიზმისა და დაუნის სინდრომით დაავადებული პირები, დევნილი ოჯახები, აგრეთვე პენსიონერები, რომელთაც დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ. კალათი საკმაოდ მოცულობითია და მასში იქნება პირველადი აუცილებელი პროდუქტები - კარტოფილი, შაქარი, ზეთი, კვერცხი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ორცხობილა, “ - განუცხადა დედოფლისწყაროს ტელევიზიას ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.



5
388
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
388
  
შენსაიდანიცისად ვცხოვრობთ
სუ საქათმეში არა ცხოვრობთ!
30 მარტი, 13:39
სურათზე– იყიდება თეთრი ფერის ტოიოტა ჰაილუქსი,სულ ახალი.
გამარჯობა მე გეთანხმებით მე ვცხოვრობ საგარეჯოში და აქ არიან ღარიბები და უმუშევარი ხალხი ვისაც უჭირს გუშინ დაურიგეს 5 5უთი ცოცხალი ქათმები
0 1 5