x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსი გოგონას ნაპოვნი ფული პოლიციის სამმართველოში პოლიციის ოფიცერმა სათამაშო კუპიურებით ჩაანაცვლა და "ციხესაც გამოჰკრა ხელი"

image მოსკოვში გოგონამ იპოვა ქურთუკუ რომელშიც 225 000 რუბლი აღმოჩნდა, გოგონა არ კი დაფიქრებულა ისე გაემართა პოლიციის უახლოეს განყოფილებაში და პოლიციის სამორიგეოში ქურთუკიც და ფულიც მორიგე ოფიცერს ჩააბარა.


გოგონას მადლობა გამოუცხადა პოლიციის კაპიტანმა "კეთილშობილების და მისაბაძი საქციელის გამო". გოგონას წასვლისთანავე კი გული სამსახურეობრივ სეიფში ჩაკეტა, თავად კი სავაჭრო ცენტრში წავიდა და 220 ერთეული ათას რუბლიანი სათამაშო კუპიურები იყიდა, რომელიც სამსახურში დაბრუნებისთანავე გოგონას მიტანილ ნაღდ კუპიურებში გაცვალა, მხოლოდ 5 000 რუბლი დატოვა ნამდვილი და მომხდარზე თანამშრომლებისათვის გაცხადება მეორე დღისთვის გადადო, თან 220 000 რუბლით "ხელდამშვენებული" სახლში გაემართა.

კაპიტანს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა წინ რა ელოდა, როგორც აღმოჩნდა რამდენიმე დღით ადრე გენერალური ინსპექციის მოთხოვნით თითოეულ ოთახში თუ კაბინეთში 24 საათიან რეჟიმზე მომუშავე კამერები ჩართეს, ასე გაება მახეში მუქთ ფულს დახარბებული ოფიცერი, რომელიც ახლა დროებითი დაკავების საკანში ზის და სასამართლოში წაყვანას ელოდება.


პოლიციის კაპიტანს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, სხვისი კუთვნილი ქონების მისაკუთრებისათვის, სამსახურის ბოროტად გამოყენებისათვის და თაღლითობისათვის.

0
106
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
106