x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ბატონი ავად გამხდარა" ანუ ბელორუსის პრეზიდენტი ავადაა
image
9 მაისის აღლუმზე ბელოსურის პრეზიდენტის შეუფერებელმა ჩაცმამ და შეხვეულმა ხელმა, ასევე მისმა ადრე წასვლამ მოსკოვიდან მინსკში უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.



მინსკში ჩატარდა 25 წლიანი ტრადიციის მქონე ცერემონიალი რომელიც ბელორუსის ეროვნულ სიმბოლიკებს-გერბს, დროშას და ჰიმნს ეძღვნება.




ცერემონიაზე ყოველთვის იღებდა მონაწილეობას ბელორუსის პრეზიდენტი, თუმცა ამჯერად ბელორუსის პრეზიდენტი არ დასწრებია ცერემონიალს. მეტიც, მოსკოვიდან მინსკში ბელორუსული წყაროების ცნობით, ჩაფრინდა სპეციალური რეისით ექიმების ბრიგადა რომელმაც გამოკვლევები ჩაუტარა ბელორუსის პრეზიდენტს, რომელსაც ენდოკრინული დაავადების გართულების ფონზე გულის პრობლემები და ფსიქოლოგიური "ჩავარდნები" აქვს იმავე წყაროების ცნობით.



ლუკაშენკოს აქტიური პოლიტიკიდან ჩამოშორება საშუალებას მისცემს ბელორუსის ოპოზიციას გააქტიურდეს და პრობლემები შეუქმნას ბელორუსის დიქტატორის ხელისუფლებას.




"ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ლუკაშენკო მოწამლულია რუსული სპეცსამსახურების მიერ, რადგან ხმამაღალი სიტყვების რახარუხის მიუხედავად ის არ ჩაერთო უკრაინაში რუსული აგრესიის მხარდასაჭერად, ბელორუსის შეიარაღებული ძალებით, რაც რუსებს გაუიოლებდა წინსვლას, ხოლო ორ ფრონტზე მებრძოლ უკრაინის არმიას ცუდ დღეში ჩააგდებდა.
image


0
245
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
245