x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ტულუზას" ოთხმა ფეხბურთელმა ლგბტ აქციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს - ვინ არიან ისინი?
image

"ტულუზას" ოთხი ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში "ნანტთან" მატჩს ლგბტ მხარდამჭერ აქციის გამო გამოტოვებს. ამის შესახებ La Depeche იტყობინება.



აქციის ფარგლებში, მოთამაშეებმა უნდა ითამაშონ ცისარტყელას სიმბოლოებიანი მაისურებით. ამ პირობების შესრულებაზე "ტულუზას" ოთხმა ფეხბურთელმა იუარა.ესენი არიან მაროკოელი თავდამსხმელი ზაქარია აბუხლალი, მალელი მცველი მუსა დიარა, ალჟირელი ნახევარმცველი ფარეს შაიბი და ასევე ბოსნიური წარმოშობის ჰოლანდიელი თავდამსხმელი საიდ ჰამულიჩი.



13 მაისს Le Telegramme-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ''გენგამის'' ფეხბურთელი დონატიენ გომისი საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის 35-ე ტურის მატჩის წინ ლგბტ ღონისძიებებში არ მონაწილეობდა და თამაში გამოტოვა.




„მთელი გუნდი იქნება ამ კამპანიის ფერებში. დონასიენ გომისმა თქვა, რომ არ სურდა ასეთი მაისურის ჩაცმა. ჩვენ ეს მხედველობაში მივიღეთ“, - თქვა გენგამის პრეზიდენტმა ფრედ ლე გრანმა.



მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჰოკეის ეროვნულმა ლიგა (NHL) ჩაფიქრდა და დიდი ალბათობით ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერი აქციების გამართვას გააუქმებს მას შემდეგ, რაც კლუბებმა მათში მონაწილეობაზე უარი თქვეს.


0
50
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0