x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ბოშა რადა ფილმიდან "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება" - ნახეთ, როგორ გამოიყურება დღეს მსახიობი

image


1975 წელს საბჭოთა ეკრანებზე მოლდაველი კინორეჟისორის ემილ ლოტიანუს ერთ-ერთი საუკეთესო მელოდრამა გამოვიდა. "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება"-ასე ჰქვია ფილმს, რომელიც მაქსიმ გორკის მოთხრობების - "მაკარ-ჩუდრასა" და "მოხუცი იზერგილის" მოტივების მიხედვით იქნა გადაღებული. 1976 წელს სურათი სსრკ-ს სალაროების ლიდერი გახდა, ის მთლიანობაში 64 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.


image


მუსიკალურმა დრამამ, გამოსვლიდან მომდევნო წელს, ესპანეთის ქალაქ სან - სებასტიანში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი "ოქროს ნიჟარა" მოიპოვა. 1977 წელს კი ქალაქ ბელგრადში გამართულ კინოფესტივალზე "Fest -77"-ზე ნამუშევარმა საუკეთესო რეჟისორისთვის ლოტიანუსს დიპლომი მოუტანა, გარდა ამისა ფილმმა დიპლომი ასევე პრაღის კინოფესტივალზეც დაიმსახურა.


image


სუფთა ჰაერზე "ველური" რომანის ატმოსფერო ეკრანზე იდეალურად არის ნაჩვენები, ხოლო კოლორიტული, რეალური პერსონაჟები მაყურებელს ამ შედევრის თავიდან ბოლომდე ყურების განწყობას პირველივე შეხედვისთანავე უქმნიან. მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში ბოშათა ბანაკის გარშემო ვითარდება. ახალგაზრდა ბოშებს ერთმანეთი უყვარდებათ, მაგრამ თვლიან, რომ ქორწინება მათ თავისუფალ ცხოვრებას მხოლოდ ხელს შეუშლის. თანდათან ეჭვიანობა კონტროლს აღარ ექვემდებარება და გამოუსწორებელ შედეგებამდეც მიდის.

image


მთავარი, ბოშა რადას როლი შესანიშნავად შეასრულა მოლდაველმა მსახიობმა - სვეტლანა ანდრეევნა ტომამ. ფილმის გამოსვლის წელს გოგონას 28 წელი შეუსრულდა. სვეტლანა 1947 წელს ქალაქ კიშინიოვში, კოლმეურნეობის თავმჯდომარისა და მდივნის ოჯახში დაიბადა. სვეტლანა ტომამ სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა.

image


ჩვენმა დღევანდელმა გმირმა მთელი თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში 50-ზე მეტ ფილმსა თუ სატელევიზიო სერიაში ითამაშა, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია - "ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება", "ცოცხალი გვამი", "პიოუს მართა", "ხალხი ოკეანეში", "შვიდი შეძახილი ოკეანეში", "საოჯახო ბიზნესი გაიუროვიჰი", "სოლო ბარიტონისა და ორკესტრისათვის" და სხვა.



image


დღესდღეობით, სვეტლანა მონაწილეობს სპექტაკლში "სიყვარულის მძევლები". მსახიობს ხანგრძლივი და რთული პირადი ურთიერთობა აკავშირებდა ემილ ლოტიანიუსთან, რომელზე დაქორწინებასაც კი აპირებდა. მისი პირველი მეუღლე მისივე თანაკლასელი, მსახიობი ოლეგ ლაჩინი (რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევაში, 1973 წლის აპრილში, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა) იყო. მათ ერთი ქალიშვილი, 1972 წელს დაბადებული ირინა ლაჩინა ჰყავთ. სვეტლანას ქალიშვილი, ირინა მსახიობია, მისი შვილიშვილი, მარია ბუდრინა კი კინორეჟისორი. ტომას მეორე მეუღლე დრამატურგი ანდრეი ვიშნევსკია. სვეტლანა ანდრეის ასული ფომიჩიოვა ვეგეტარიანელი გახლავთ.


image











0
381
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
381