x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამდენი წელი გავიდა და ბიზნესმენებად ქცეული "საძმოების" პარპაში ვერ მოისპო
image
აფაზეთის ომში დამარცხების და იქიდან ჯარის გამოყვანის მერე უამრავი ფორმალური თუ არაფორმალური გაერთიანების ხელში აღმოჩნდა აღურიცხავი ცეცხლსასროლი იარაღი, დაიწყო უბნების მიხედვით ეგრეთ წოდებული "საძმოების" შექმნა, რომელთა დანიშნულება სხვა არა იყო რა, გარდა საზოგადოების ძარცვა, მკვლელობები, ადამიანების გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით და ასე შემდეგ.

ასე შეიქმნა "ვერელთა საძმო", "კულინარიელთა საძმო" და ასე შემდეგ. მოკრიმინალო ტიპები ისე გაათამამა ძალაუფლებამ, არც ძალოვან სტრუქტურებს ერიდებოდნენ და არც დღისით-მზისით ვინმეს ჩაცხრილვა შუა ქალაქში, თავად "საძმოებს" შორის კი ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული, ასეთ გარჩევებს შეეწირა თბილისში თორაძეების ოჯახი, დასჯით კი დღემდე არავინ დასჯილა, მართალია თორაძეების გადარჩენილი და, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, რამდენიმე ცნობილ "მხედრიონელსაც" ადებდა ხელს, მაგრამ არავინ დაუკავებიათ.

მე უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვის გამო არცერთს არ დავასახელებ, ვისზეც იყო საუბარი, რადგან მე არც პროკურორი ვარ და არც მოსამართლე.


სწორედ ამ ომებმა შეიწირა უამრავი ცნობილი თუ უცნობი თბილისელი, თან სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, სწორედ ერთერთი "საძმოს" მიერ შემთხვევითობის და შეცდომის გამო მოკლულ იქნა საქართველოში ძალიან ცნობილი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

გავიდა დრო და როცა ძალოვანმა სტრუქტურებმა შესძლეს ასე თუ ისე ძალაუფლება წაერთვათ თავზეხელაღებული "საძმოებისათვის", რამდენიმე მათგანი დააკავეს კიდეც, მაგრამ მალევე გამოუშვეს ციხეებიდან.

გავიდა წლები და თბილისელების ძარცვით ნაშოვნი ფულით გამდიდრებული თავზეხელაღებული ნაძირლები უკვე ბიზნესმენებად მოგვევლინნენ.


სატირალი რომ არ იყოს სასაცილო იქნებოდა, თუ რა გზით გახდნენ უზარმაზარი ბიზნესის სათავეში გაუნათლებელი და უწიგნური ტიპები, რომლებსაც ერთადერთი ტყვიის სროლა შეეძლოთ ყოველგვარი ადამიანური დისკუსიის გარეშე.

მოკლედ არ დამთავრდა ამ ყოფილ "საძმოებს" შორის ომი, რასაც მსხვერპლი მოსდევს მუდამ.


მართალია შსს-ს მინისტრი იძახის მკვლელობების სტატისტიკამ იკლოო, მაგრამ გადახედეთ "ნიუსებს" და ნახავთ იკლო თუ იმატა მკვლელობებმა.



კახეთში რამდენი მკვლელობა მოხდა ბოლო პერიოდში, ქართლში, იმერეთში ან სამეგრელოში!


ჩაცხრილავენ ვინმეს და მერე იგებს საზოგადოება, რომ მოკლული ან მკვლელი ყოფილი "საძმოელი ავტორიტეტია".


აგერ რამდენიმე დღის წინ დაჭრილზე და დამჭრელზეც მედია აცხადებს, რომ ორივე "ავტორიტეტი" გახლდათ.

"კრიმინალური ავტორიტეტი" ოფიციალურად ვერ იქნება ბიზნესმენი, ვერ იქნება თანამდებობაზე და ვერ იქნება კომპანიის ხელმძღვანელი.


ერთი სიტყვით სრული დომხალია და შესაბამისად კანონია აუცილებლად მისაღები, რომელიც იარაღის უკანონო ტარება-შენახვაზე კანონდამრღვევს დიდი ხნით შეუზღუდავს თავისუფლებას. ვიღაც "ავარდნილების" ქიშპობა რატომ უნდა უქმნიდეს ქუჩაში მოქალაქეებს საფრთხეს?

ახლახან მოკლული მამაკაცის მკვლელი დაცვის პოლიციის ოფიცერი აღმოჩნდა, რომელიც პარალელურად ვიღაცის პირად მცველობასაც ითავსებდა, ცეცხლსასროლ იარაღს კი უკანონოდ ატარებდა.

ნახეთ ალბათ როგორ დააცალა რამდენიმე მეტრიდან მოკლულს ტიპმა მთელი მჭიდი, რაც მის დილეტანტობაზე მიუთითებს, თავად სროლისას მისი დგომა, სროლის მანერა მიუთითებს, რომ სრულიად მოუმზადებელია პირადი დაცვის სამსახურისათვის. გარდა ამისა არანაირ საჭიროებას არ მოითხოვდა შუა ქუჩაში "ომის" გაჩაღება, უმცირესი მანძილით დაშორებული პირისთვის მინიმუმ ქვედა კიდურში დაჭრა არ უნდა გაჭირვებოდა, ახლა კი აუცილებლად მოუწევს რამდენიმე წლით ციხეში ყოფნა ორმაგი კანონდარღვევის გამო.


1. უკანონოდ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება.
2. აუცილებელი მოგერიების ფარგლების დარღვევა და ძალის გადამეტება.
ჯამში 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა კანონით.


მე არ ვიცი და არც ჩემი განსახილველია რამდენს მიუსჯიან, მაგრამ აუცილებლად რომ უნდა დაისაჯოს ფაქტია, რათა სხვამ მომხდარიდან სწორი დასკვნა გამოიტანოს და ქუჩაში ქამარში გარჭობილი იარაღით არ იაროს კანონდარღვევით.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას სასამართლოში.

ცენზურას ვადებ კადრის გამო და არა სტატიის შინაარსის გამო.

+16

0
166
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
166