x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ინდოეთში დააკავეს რუსი ნარკოდილერი ქალი, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ცურვაში

image
ყოფილი სპორცმენები ხშირად ეხვევიან სკანდალებში, მეტიც ასევე ხშირად ხდებიან სამართლებრივი დევნის ობიექტები მათ მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო.


იოლი გზით ფულის შოვნის ცდუნება ძალიან მაღალია, მაგრამ ასევე ძალიან მაღალია რისკი იმისა, რომ დანაშაულებრივი გზით ფულის შოვნა გახდეს ციხეში დიდი ხნით მოხვედრის საფუძველი.

როგორც "The Indian Express"-ი იუწყება, ინდოეთის ნარკოტიკების მიმოქცევის კონტროლის ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ იქნა არაერთი ნარკოდილერი, მათ შორის აღმოჩნდა ცნობილი რუსი, ყოფილი სპორცმენი ქალი სვეტლანა ვარგანოვა, მასთან ერთად დააკავეს რუსი მამაკაცი რომელიც ყოფილი პოლიციელი აღმოჩნდა.


გოაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში დაკავებულ ვარგანოვას თან აღმოაჩნდა სარეალიზაციოდ გამზადებული ამფეტამინი, კოკაინი და რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ნარკოტიკული საშუალება, რომელთა საერთო მოცულობა მის მფლობელს საკმაოდ დიდი ხნით შეუზღუდავს თავისუფლებას, არაა გამორიცხული 1980 წელს ოლიმპიადაზე ცურვაში ვერცხლის პრიზიორ და 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონს სურვაში, სვეტლანა ვარგანოვას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. ვარგანოვა დიდი ხანია რაც ინდოეთში ცხოვრობს, ვარგანოვამ მალევე მიიქცია ნარკოტიკების გავრცელებასთან მებრძოლი ბიუროს ყურადღება, მაგრამ სანამ მთლიანად არ გამოავლინეს ქსელი არ მოხდა მისი დაკავება.
58 წლის რუს ნარკოდილერ ქალს ინდოეთის ციხეში მოუწევს სიცოცხლის დასრულება თუ არა, ძალიან დიდი ხნით ყოფნა.

0
174
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
174