x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ფულის გამო ამორალურ მომსახურებას ეწეოდნენ - ძველი რომის კურტიზანთა ცხოვრება

image


ნებისმიერ სახელმწიფოში საზოგადოება ყოველთვის იყოფოდა ღარიბებად და მდიდრებად. ერთნი კარგ პირობებში ცხოვრობდნენ და თავს ყველაფრის უფლებას აძლევდნენ, მეორენი კი თვიდან თვემდე თავის გატანას ძლივს ახერხებდნენ, თუმცა ანტიკურ ხანაში ეს განსხვავება კიდევ უფრო საგრძნობი იყო. კერძოდ, ძველ რომში გოგონასთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ღირსეული სამსახურის შოვნა.


image


რა თქმა უნდა, ძველ რომშიც არსებობდა სამსახურები თუმცა ის ხელფასზე ცხოვრების საშუალებას უბრალოდ არ იძლეოდა. იმისთვის რომ გოგონებს არ ეშიმშილათ და ღობის მიღმა არ დაეძინათ, მათ საკუთარი თავის გაყიდვა უწევდათ, თან ასეთი "სამუშაო" არც ისეთი დამღლელი იყო და თან მათგან არც განსაკუთრებულ ძალისხმევას ითხოვდა. ისინი უბრალოდ დროს მიმზიდველ მამაკაცებთან ერთად ატარებდნენ, რომლებიც მათ დელიკატესებით უმასპინძლდებონენ და თან ამორალური მომსახურებისთვის კარგ ანაზრაურებასაც სთავაზობდნენ. კარგი პირობები ყველა ბორდელში არ იყო. არსებობდა ელიტარული საროსკიპოები, სადაც დამწყები და ძალიან მიმზიდველი გოგონები "ირჯებოდნენ". ზოგჯერ მათ თვით იმპერატორიც კი სტუმრობდა, რადგან გოგონები იქ ნამდვილი პრინცესებივით ცხოვრობდნენ.


image



მაგრამ უფრო ხშირად მათ "შრომა" ნაკლებად მიმზიდველ პირობებში უწევდათ. საშუალო კლასის კაცები ქალების არჩევას პაბებში ამჯობინებდნენ, სადაც უკვე გამოცდილი, საეჭვო რეპუტაციის მქონე ასაკოვანი ქალბატონები "იღვწოდნენ". ყველაზე ბინძურ დაწესებულებებში დასაქმებული მოუვლელი მეძავები ჯარისკაცებისა და ღარიბებისთვის საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ.


image


იქ კლიენტებს 2 კვადრატული მეტრის უფანჯრო ოთახებს სთავაზობდნენ, სადაც მათ 30 წუთის განმავლობაში სიამოვნების მიღება და ოთახის შემდეგი კლიენტისთვის გათავისუფლებაც უნდა მოესწროთ. საშუალო დონის დაწესებულებებში ქალბატონებს პატარა ფანჯრიანი საკუთარი ოთახები ჰქონდათ, რაც მათთვის ერთგვარი ნუგეში იყო. როგორც უკვე თავადაც მიხვდით, პრესტიჟულ ბორდელებში მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისთვის მდიდრული აპარტამენტები იყო მოწყობილი, რათა იქ იმპერატორს, ისევე როგორც მის კეთილშობილ მეგობრებს შეძლებოდათ თავი ისე ეგრძნოთ როგორც საკუთარ სახლში.


image


დაწესებულების დონის მიუხედავად, ასეთ გოგონებს ძველ რომში პატივს არ სცემდნენ. მათ რომაელ მამაკაცზე გათხოვების იმედი არ უნდა ჰქონოდათ და არც მემკვიდრეობის მიღებაზე ან ანდერძის დატოვებაზე უნდა ეოცნებათ. ისინი საზოგადოებაში გარიყულად ითვლებოდნენ, პატივცემული ქალბატონები მათ დაუფარავი ზიზღით უყურებდნენ და მათთვის არც საჯარო შეურაცხყოფის მიყენებისგან იკავებდნენ თავს.


image


ასეთ ცხოვრებას მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო ცოტა თუ ირჩევდა, არსებული გზა შიმშილს და ყოველგვარ გაჭირვებას სჯობდა, ამიტომ ძველ რომში გოგონებს თავის რჩენის სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ჰქონდათ.











0
342
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
342