x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
როგორ აბრალდებდნენ აკაკი ხორავას სანდრო ახმეტელის დახვრეტას და როგორ ეხმარებოდა ხელმოკლე სტუდენტებს
image

დღეს 17(29) აპრილს დაიბადა ქართული თეატრის და კინოს დიდი ვარსკვლავი აკაკი ხორავა, მასზე ამბობდნენ და წერდნენ, სულ რომ არაფერი ეთამაშა თეატრში მარტო "ოტელოს"ბრწყინვალედ შესრულებული როლით სამუდამოდ შევიდოდა ისტორიაშიო, კინოში ითამაშა გიორგი სააკაძე, ალბათ სრულიად წარმოუდგენელია, სხვა მსახიობი გვეხილა მის ადგილზე, კინოში კიდევ ერთ-ერთი შთამბეჭდავი როლი შექმნა ფილმში "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"(გიჟუა).


აკაკი ხორავა გარდაიცვალა 1972 წლის 23 ივნიის 77 წლის ასაკში, ღვაწლმოსილი მსახიობი მთაწმინდაზეა დაკრძალული.



image


ქვემოთ გთავაზობთ საინტერესო ფრაგმენტს მისი ცხოვრებიდან.



აკაკი ხორავა იყო, ფაქტობრივად სანდრო ახმეტელის აღმოჩენა, მათ თეატრში ერთად იმუშავეს 12 წლის მანძილზე (1923-1935), ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ და ახმეტელი ხორავას მეჯვარე იყო, თუმცა მათ შორის კონფლიქტი 1935 წელს ბაქოში გასტროლების დროს მოხდა, დისციპლინის მოყვარულმა ახმეტელმა სპეექტაკლის წინ მეგობარს ალკოჰოლის მიღება არ აპატია, რის გამოც თბილისში დაბრუნებისთანავე რუსთაველის თეატრიდან დაითხოვა, მსახიობსა და რეჟისორს შორის კონფლიქტი ახმეტელის წინააღმდეგ გამოიყენეს, ბერიამ ხორავას გარიცხვის გამო ახმეტელი თეატრიდან დაითხოვა, ხორავა კი თეატრში დააბრუნეს.

ამის გამო აკაკი ხორავას ბევრი ადანaშაულებდა, ბრალდება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც ცოტა ხანში სანდრო ახმეტელი დააკავეს და დახვრიტეს.

ამ ამბავს მსახიობი ძალზე განიცდიდა, თითქოსდა ბრალის გამოსყიდვა სურდაო. აქტიურად ზრუნავდა და ფინანსურად ეხმარებოდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახებს და თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებს.მათ შორის დოდო აბაშიძეს, გიული ჭოხონელიძეს და სხვას.


ერთხელ სტუდენტი გიული ჭოხონელიძე აკაკი ხორავას კაბინეტში შეიყვანეს ფულის გადაუხდელობის გამო. როცა გენიალურმა მსახიობმა გაიგო, რომ გიულის მამა გადასახლებული იყო, ჯიბიდან 240 მანეთი ამოიღო და გაუწოდა – „ახლავე შეიტანეო!“ ამ ამბის შემდეგ, როცა სწავლის ფულის გადახდის დრო დგებოდა და აკაკი ხორავას სიას წარუდგენდნენ, გიული ჭოხონელიძის გვარის ამოკითხვისას ამბობდა – „გადახდილია!“


როცა მსახიობმა ელენე საყვარელიძემ აკაკი ხორავას უამბო, რომ 1937 წლიდან მშობლები აღარ ჰყავდა, თეატრალური ინსტიტუტის დეკანმა უთხრა – „სწავლის ქირას აღარ გადაიხდიო“. მხოლოდ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიგო ელენე საყვარელიძემ, რომ მას სწავლის საფასურს აკაკი ხორავა საკუთარი ჯიბიდან უხდიდა.


რეჟისორი რეზო ჩხეიზე იხსენებდა, რომ რესტორანში, სუფრასთან, სადაც აკაკი ხორავა იჯდა, გამორიცხული იყო ფული სხვას გადაეხადა – ამის უფლებას არავის მისცემდა.



აკაკი ხორავამ მხოლოდ 1958 წელს, როდესაც 1937 წელს დახვრეტილი ხელოვანების რეაბილიტაცია მოხდა, ამოიღო სანდრო ახმეტელის გადამალული ფოტო და კედელზე დაკიდა.


imageფოტოზე: თამარ ჭავჭავაძე, სანდრო ახმეტელი, აკაკი ხორავა(ეროვნული არქივი)

0
258
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0