x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსული სოფლის მცხოვრებმა მამაკაცმა ადამიანის თავის ქალა და ძვლები აღმოაჩინა, რომელიც მისი ცოლის წინა ქმრის ნარჩენები აღმოჩნდა
image ომსკის ოლქის, მოსკალენსკოეს რაიონის სოფელ ლუზინოში მცხოვრებმა მამაკაცმა საკუთარ ეზოში კარტოფილის დასათესად მიწის დამუშავებისას ჯერ ძვლები იპოვა, შემდეგ ადამიანის ქვედა ყბა და ბოლოს ადამიანის თავის ქალა.
შეშინებული მამაკაცი სახლში შევარდა და ცოლს მოუთხრო ნანახზე.


მისმა ცოლმა კი ყოველგვარი შესავალის გარეშე მოკლედ უამბო, რომ აღნიშნული ძვლები და თავის ქალა ეკუთვნოდა მის წინა ქმარს, რომელიც 20 წლის წინ მოკლა და იქვე ეზოს ბოლოში დამარხა.


ცოლის ხვეწნა-მუდარის მიუხედავად ქმარმა პოლიციას მიმართა და მისი ცოლი დააკავეს. ეზოში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ნარჩენები კი ექსპერტიზაზე წაიღეს.

60 წლის ქალმა გამოძიებას უამბო, რომ ზუსტად 20 წლის წინ მოკლა საკუთარი ქმარი, არც ის დაუმალავს რომ ახლანდელ მეუღლეს სთხოვა ყოფილი ქმრის ნარჩენები დაემარხა და ეს ამბავიც დაევიწყებინა.


როგორც აღმოჩნდა ქალის ქმარს ხშირად უწევდა მივლინებებში ყოფნა, დაბრუნებული კი რატომღაც ცოლს ბრალს დებდა, რომ სხვებივით მდიდრულად არ ცხოვრობდნენ, შეურაცხყოფას აყენებდა ცოლს და არც მის ცემას ერიდებოდა.
ერთხელაც როცა მივლინებიდან დაბრუნებულმა ქმარმა ჩვეული მეთოდით სცადა ცოლზე ეყარა ჯავრი, გამწარებულმა ქალმა ქმარს თავში ნაჯახის ყუა დაარტყა მოსაგერიებლად, დარტყმა მეტისმეტად მძიმე და სიცოცხლისათვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და აშარი ქმარი ადგილზევე გარდაიცვალა.



ქალნა გამოძიებას განუცხადა, რომ მომხდარმა აფექტის მდგომარეობაში ჩააგდო, ქმრის სხეული დაანაწევრა და ეზოში გვიან ღამით ნაწილ-ნაწილ გაიტანა და დამარხა.


მეზობლებს კი განუცხადა, რომ ქმარმა მიატოვა და სახლიდან წავიდა. ვინაიდან მამაკაცს უახლოესი ნათესავები არ აღმოაჩნდა მისი ძებნისათვის თავი არავის შეუწუხებია, ქალი მეორედ გათხოვდა და მშვიდად ცხოვრობდა მანამ, სანამ მისმა ქმარმა კარტოფილის დასათესად მიწის დამუშავების დროს ადამიანის ნარჩენები არ აღმოაჩინა.


მართალია საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა, მაგრამ ვინაიდან ქალი თავს იცავდა და ნაჯახი ბასრი მხრიდან არ გამოუყენებია, თან ხანდაზმულობის ვადაც მოქმედებდა ქალი პირობითი სასჯელით გაუშვეს სასამართლო დარბაზიდან.

კიდევ ერთი ისტორია მკვლელობაზე.

პეტერბურგში ქალმა, რომელსაც იჯარით ჰქონდა ბინა აღებული, ბინის "გენერალური წმენდის" დროს შემთხვევით სათავსოში დაინახა ადამიანის მუმია, რომელსაც უამრავი ხარახურა ჰქონდა წაყრილი და ისე იყო გამომშრალი, არანაირი უსიამოვნო სუნი არ ჰქონდა.


მუმიას სამონტაჟო ქაფი ჰქონდა გადასხმული, გვამს მხოლოდ ფეხის ნაწილი უჩანდა, ქალმა მამაკაცის ფეხსაცმელების დანახვაზე იფიქრა რომ მიცვალებული სავარაუდოდ მამაკაცი იყო და პოლიციას შეატყობინა მომხდარ ფაქტზე,

როგორც აღმოჩნდა და ექსპერტიზამაც დაადასტურა, მდგმურის მიერ ნაპოვნი მამაკაცი აღმოჩნდა აღნიშნული ბინის მეპატრონე, რომელიც მეზობლების თქმით 10 წლის წინ უგზოუკვლოდ დაიკარგა.


მეზობლებისათვის ცნობილი იყო, რომ იმ პერიოდში მამაკაცთან ცხოვრობდა ქალი რომელიც მათი თქმით ადრე ქურდობისთვის იყო ნასამართლევი.


სავარაუდოდ ახალგაზრდა ქალმა მოკლა ასაკოვანი ბინის პატრონი, იქვე სათავსოში სამონტაჟო ქაფი გადაასხა უსიამოვნო სუნს მეზობლები და თავად ის რომ არ შეეწუხებინა, ზედ მიაყარა ბინაში არსებული ყველა ძველმანი, ბინა გაურკვეველი ხერხით გადაიფორმა და მდგმურს მიაქირავა ბინა.

ბინის ნამდვილი მეპატრონე მამაკაცის მკვლელის პოვნას დიდი დრო არ დასჭირვებია, ის დააკავეს, ქალმა დანაშაული აღიარა და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.



.
0
188
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
188