x
image
ინტერ-გოგონა
დაკარგული ცხოვრება 7
image
ორივე მიხვდა რომ არც ბრაზი და არც სიყვარული ოდნავაც არ განელებიათ ერთმანეთის მიმართ...


გეგა სალოს საწოლს წამითაც არ მოშორებია წამლებმა და გადასხმამ შედეგი გამოიღო ცოტახანში სალოს მშვიდად ჩაეძინა, გულმა აღარ მოუთმინა თვალებში ჩამხედავ და ისე მეტყვი რატომ მიმატოვე.. გეგა კაბინეტიდან გამოვიდა პირველივე კარებზე წაიკითხა ლილეს სახელი და გვარი...კარზე დაკაკუნაება არც უფიქრია ისე შეაღო ლილე სავარძლიდან წამოდგა გეგა თვალის დახამხმებაში მის წინ გაჩნდა ერთმანეთთან იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთის გულის ცემის ხმაც კი ესმოდათ ...


ისევ იგივე თვალები სევდით და სიყვარულით სავსე, სწორედ ისე უმზედა გეგას როგორც ხუთი წლის წინ, გეგას სიმამაცე უკვალოდ გაქრა, რამდენი ცუდი რამის თქმა უნდოდა მაგრამ ხმა ვერ ამოიღო... თითქოს სისხლი გაეყინა სხეულში, იდგა და ხმას ვერ იღებდა, სათქმელი ყელში ბურთივით გაჩხეროდა და ცოტაც და დაიხრჩობოდა..ძლივს იკავებდა თავს რომ ლილე გულში მაგრად არ ჩაეკრა..არა გეგა აქ მის არც დროა და არც ადგილი სალოს ამბავი გაიგე და წადი.. ამხევებდა გეგა საკუთარ თავს..


სიჩუმე ლილემ დაარღვია...




-გავეცანი პაციენტის ისტორიას, მგომარეობა მძიმეა, იყო რისკი მშობიარობის დროზე ადრე დაწყების მაგრამ ამ ეტაპზე საფრთხემ ჩაიარა...მთავარია არ ინერვიულოს არანაირი ფიზიკური დატვირთვა..ათი დღე აქ დარჩება დანარჩენს დრო გვიჩვენებს..


-ანუ საფრთხემ ჩაიარა?მადლობა ღმერთს..შენ მე ცხოვრება გადამირჩინე, მადლობა ..

-არ ინერვიულო, შენი ბიჭიც და მისი დედიკოც კარგად იქნებიან...ყველაფერი კარგად იქნება.. ძლივს ამოილუღლუღა ლილემ და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია...


-მადლობა..მაშინ მე წავალ


-თუ რამე დაგჭირდებათ, მე აქ ვარ..

გეგა კარებთან წამით შეჩერდა და ლილესკენ შემობრუნდა



-როდის ჩამოხვედი?

-ოთხი თვის წინ ჩამოვედი, მამაჩემი ძალიან ცუდად იყო და მინდოდა უკანასკნელი დღეები მის გვერდით გამეტარებინა...ლილემ ამჯერად თავი ვერ შეიკავა და ლოყაზე ცრემლის ორი წვეთი ჩამოუგორდა..


-ვწუხვარ....


გეგას მეტი არაფერი უთქვამს ოთახიდან ჩუმად გავიდა...რადგან თუ დარჩებოდა ლილეს გულში მაგრად ჩაიკრავდა და ყვლაფერს აპატიებდა...არ გაბედო გეგა არ გაბედო, ნუთუ ასეთი სუსტი ხარ? მიგატოვა, სხვაზე გათხოვდა არადა თავად მოგცა უფლება მისი სიყვარულის...


ლილე სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა, მაგიდაზე ხელების ცეცებით ტელეფონი იპოვა და ანიკას დაურეკა....


-მშვიდობაა ღამის ორი საათია...


-კიდევ ერთი ბიჭი ეყოლება?


-ვის?


-გეგას..


-დამშვიდდი ნუ ტირი და ნორმალურად ამიხსენი რა ხდება..შენ საიდან გაიგე?


-ჩემი თვალით ვნახე როგორ ზრუნავს და ნერვიულობს მათზე...


-სად ნახე? სად ხარ ლილე მითხარი? მოვალ ეხლავე შენთან..


-სავადმყოფოში ვარ, დღეს ქუჩაში ორსული გოგო ცუდად გახდა, ძალიან ცუდად იყო მანქანაში ჩავსვი და სავადმყოფოში წავიყვანე..ყველაფერი გავაკეთე მის დასახმარებლად, საბედნიეროდ შევძელი მისი დახმარება..ეს გოგო კი გეგას ცოლი აღმოჩნდა...ნეტა გენახა როგორი ეშინდა არაფერი მოსვლოდა...


-ლილე, შენ იცოდი რომ გეგა ოდესმე ოჯახს შექმნიდა ისვე როგორც შენ...


-ვიცი ანიკა განა არ ვიცი, მაგრამ მაინც მტკივა, იმ დღეს რომ არ მივეტოვებინე ერთად რომ გავქცეულიყავით ჩემი შვილი მამასთან გაიზრდებოდა...


-ლილე მე ადრეც და ახლაც ვფიქრობ რომ შენი შვილი მამასთან უნდა იზრდებოდეს, და გვიან არ არის ამის სათქმელად, არც არასდროს იქნება...გამოასწორე შენი შეცდომა


-გვიანია, ჩემი შვილი როგორ შეეგუება ამ ყველაფერს? გეგაც სამუდამოდ შემიძულბს..


-გეგა შენთვის ახლაც დაკარგულია, გავიგე გტკივა და შენი ძალიან კარგად მესმის ჩემზე უკეთ ვინ მიხვდება რა ცუდია როცა სიყვარულზე სიყვარულითვე არ გპასუხობენ, დასაჯე გეგა როგორც გინდა მაგრამ შვილით არა...


-ყველაზე მეტად მე ვისჯები, უკვე ვეღარ ვუძლებ...


-როგორ შეგხვდა?


-ცივად, თითქოს აქეთ ბრაზობს ჩემზე, ბოდიშის მოხდაც არ უცდია იმის გამო რომ ჯერ ცაში ამიყვანა და მერე მიწაზე დამანარცხა..ყველაზე ბედნერ დღეს ქუჩაში დამტოვა შეშინებული და მარტოსული..


-ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ თქვენზე და მოსვენებას არ მაძლევს ის ფაქტი რომ ლექსო თქვენი ქორწილის ღამეს ჩემთან მოვიდა..მე კი უბრალოდ არ მოუსმინე


-ეს მე რატომ არ ვიცი?


-რა აზრი ქონდა ლილე, ზუსტად აეროპორტიდან დაბრუნებულს დამხვდა ლექსო სადარბაზოსთან შენ ისედაც ცუდად იყავი კიდევ ვერ დაგიმატებდი..


-არ შემიძლია ანიკა, დღეს რომ დავინახე, ისე მომინდა ჩამხუტებოდა, სუნთქვა მეკვრის რადგან ვიცი რომ ეხლა გვერდით პალატაშია სკამზე ზის და საყვარელი ქალის ყველა ამოსუნთქვას შეშინებული უსმენს, მისი ტკივილი ტკივა და ეშინია მას არაფერი დაემართოს...


-ხვალ ხომ არასამუშაო დღე გაქვს?ხოდა ორშაბათს შვებულება დაწერე სამსახურში და ბორჯომში გავიქცეთ კლიენტმა მაჩუქა სრული პაკეტი ორ პერსონაზე..სასტუმრო, კვება, სპა, მასაჟი, აუზი ნუ სრული რელაქსი..


-გეგას დანახვა არ შემიძლია, გეგაც დედაჩემთან მყავს გუშინ ბიძამისსე გაეკიდა.


-ანუ?


- წავიდეთ, დილით ვნახავ პაციენტს ნაწილი ანალიზების პასუხები არ მიმიღია იმასაც ვნახავ დილით ექთანს დანიშნულებას მივცემ, სახლში გავივლი ნივთებს ავიღებ და თერთმეტისთვის შენთან ვიქნები...


-მშვენიერი, ისე როგორც ადრე, როგორ მომნატრებიხარ..


მეგობარს მიაშურა გეგამაც საშველად..


ლექსომ თვალების ფშვნეტით გაუღო კარები


-მარტო ხარ?


-კი, მშვიდობა გაქ ბიჭო?


-შემომიშვებ თუ აქ მოგიყვე...


-რას იღრინები შემოეთრიე, ცნობისთვის სამი საათია, ღამის სხვათაშორის და არა დღის..


გეგას არაფერი უთქვამს მეგობარი გვერდზე მიწია და პირდაპირ სამზარეულოს მიაშურა ყავა გაამზადა ლექსოსაც მიაწოდა რომელიც იქვე სამზარეულოს მაგიდათან ჩამომჯდარიყო და თვალს ადევნებდა მეგობრის უცნაურ ქცევას...


-იტყვი რა გჭირს თუ ჯერ სახლს მიალაგებ?

-დალია, იქნებ მოფხიზლდე...

-არადა ძილი მირჩევნია, მიდი გისმენ..


-ლილე ვნახე


-სად? ლექსოს ყავა გადაცდა და ხველება აუტყდა..


-დაიხჩვითქო არ მითქვამს მე რომ ვიხრჩობი ეგეც საკმარისია..


-სად ნახე?რა გითხრააა?


-ექიმი გამხდარა, გითხრა სად მუშაობს თუ გამოიცნობ?


-რა ქარაგმებით მელაპარაკები?


-დედაჩემის კლინიკაში ლექსო, ის სადაც შენ მთავარი იურისტი ხარ..


-კაი, ღადაობ?.


-ზუსტად მაგიტომ მოვედი ღამის სამ საათზე რომ გეღადავო?დღეს სალომე ქუჩაში ცუდად გამხდარა, ლილე შემთხვევით შეესწო სავადმყოფოში წაიყვანა მიხედა, მისი წყალობით ამწუთას სალომეს და ბავშვს არაფერი ემუქრებათ, გოგომ რომელმაც ცხოვრება დამინგრიაა დღეს სიცოცხლე თავიდან მაჩუქა.


-სალომე როგორ არის რატომ არ დამირეკე...


-ჯანდაბა თელეფონი დამჯდარი მქონდა თურმ მირეკავდა მე კიდევ გვიან ვნახე, მარტო დავტოვე გოგო...ეხლა კარგად, სავადმყოფოშია ლილეც იქ დარჩა, მე ვეღარ გავჩერდი არ შემეძლო იმაზე ფიქრი რომ ჩემთან ასე ახლოსაა, ხუთი წელია მასთან შეხვედრას ვგეგმავ და დღეს ხმა ვერ ამოვიღე, მინდოდა მეყვირა, ბევრი ცუდი რამ მეთქვა მაგრამ ხმის ამოღება ვერ შევძელი...


-გეგა, ლილეს აყვანის შესახებ არაფერი ვიცოდი, ხომ იცი ამას არ დაუშვებდი, სამი თვის წინ ოცდაშვიდი თანამშრომელი ავიყვანეთ მე დაკავებული ვიყავი ხელშეკრულებები გოგოებმა შეადგინეს...


-ვიცი..


-რამე გითხრა?


-არაფერი, მისი თვალები ზუსტად ისე მიმზერდნენ როგორც ხუთი წლის წინ, წამით იქ წარსულში დავბრუნდი თითქოს ეს ხუთი წელი საერთოდა არ ყოფილა..


-გეგა იგივე შეცდომა აღარ დაუშვა, ამჯერად უკვე გათხოვილი ქალია, სხვისი შვილის ან შვილების დედა...საკუთარმა სიტყვებმა ანიკასთან შეხვედრა გაახსენა, იქნებ ის ბავშვი მართლაც ლილეს და გეგასია, თან როგორ გავდა...გეყოფა ლექსო სისულელებს ფიქრობ ორსულად რომ ყოფილიყო გეგას ხო არ მიატოვებდა და სხვას ცოლად ხომ არ გაყვებოდა...

-ნეტავ, ისევ ერთად არიან?

-გეგა, გეყოფა...

-არ მინდა მისი ნახვა, ისევ გამეხსნა ძველი იარები...


-ხოდა დატოვე წარსული იქ სადაც არის, ნუღარ დაბრუნდები იქ სადაც ერთხელ უკვე დაეცი..


-შევძლებ კი, როც ვიცი სად მუშაობს...


-ვფიქრობ ლილემ არ იცის ვის კლინიკაში მუშაობს..


-ან სტრატეგიულად იქ დაიმალა სადაც არავინ დაუწყებდა ძებნას..ხუთი წელი ვეძებდი მის კვალს, ერთი წელი მისი მშობლების სახლთან ვათენებდი იმ იმედით რომ დედას მაინც მოაკითხავდა.არანაირი სოცქსელი არსად არ იძებნებოდა და დღეს ვიგებ რომ ცხვირწინ მყავდა...


-რატომ დაბრუნდა?


-მამა გარდაცვლია..ნეტავ არ დაბრუნებულიყო, ეხლა როგორ უნდა მოვიქცე..


-არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ ვიცი რომ ერთმანეთი აღარ უნდა ნახოთ...დაივიწყე დღევანდელი დღე ნუ გაიგებს იმასაც თუ სად მუშაობს..


-მინდა გავიგო რატომ მიმატოვა, მე არ დამიძალებია ჩემი სიყვარული თუ არ ვუყვარდი რატომ შემომთავაზა გაქცევა ან მერე რატომ მიმატოვა?

-უკვე რა აზრი აქვს მიღებულ პასუხებს რა შეიცვლება გეგა?

-პასუხი უნდა აგოს რაც გააკეთა..

-შენ ისევ გიყვარს?

- ნუ სულელობ..


-გეგა, შენ თქვი რომ სალომე ეხლა კარგადაა, იაჩკა არაფერს მოაკლებს მას დიმამ დამირეკა ხვალ ბარს ხსნის ჩამოდითო, მოდი წავიდეთ?შენთვისაც კარგი იქნება...დიმასაც გავახარებთ


-გაქცევას მთავაზობ?


-ვფიქრობ რომ ყველასთვის ასე აჯობებს, დალაგდი დამშვიდდი და მერე დასვი ის კითხები რაც გაწუხებს და გტანჯავს...


-სალოს რომ დავჭირდე?


-ჩამოვალთ რა პრობლემა ბორჯომიდან თბილისში ჩასვლაა?


-კარგი..


-წამო დაგაძინებ, გათენდება სადაცა...


-არ მინდა სალოსთან დავბრუნდები..


-ნუ ნახავ ლილეს დღეს მაინც..


-არ მივდივარ მის გამო, იასთვის არ მითქვამს არ მინდოდა ენერვიულა ხვალ სამსახური რომ მოვა ვნახავ სალოს ჩავაბარებ და მერე წავიდეთ გახსნა ხომ საღამოსაა მაინც ...


-კარგი, გინდა წამოვიდე...


-არა დარჩი, გამოიძინე მე გზაში გამოვიძინებ ხვალ...


-ანუ საჭე მე გადმომაბარე..


-კი უგონოდ მთვრალი უნდა ვიყო ეს ორი დღე...


-აბა შენ იცი...


გეგა ისევ სავადმყოფოშ დაბრუნდა პალატაში ფეხაკრებით შევიდა სალოს მშვიდად ეძინა, იქვე სავარძელში მოკალათდა მაგრამ დაძინება ვერ შეძლო, მოსაწევად სავადმყოფოს ეზოში გამოვიდა კარგახანს იბოდიალა ეზოში და ისევ შენობაში დაბრუნდა, ოთახში შესვლა არ უფიქრია შეეშინდა სალო არ გაეღვიძებინა დერეფანში სკამზე ჩამოჯდა და მზერა ლილეს კაბინეტის კარებისკენ გაექცა...ნეტავ აქ არის თუ წავიდა? ნეტავ რა იგრძნო როცა დამინახა?რატომ მიყურებდა ასე ნაწყენი თვალებით?


კადრებად თვალწინ გაურბინა ლილესთან გატარებულმა დღეებმა ფიქრებში წასულს სკამზე დამჯდარს ჩაეძია..ის ღამე ლილემაც სავარძლში გაათენა იმის შიშით რომ გეგას არსად გადაყროდა, დილით ოთახში შემოჭრილმა სინათლემ გამოაღვიძა საათს დახედა ცხრა სრულდებოდა კაფეტერიაში ჩავიდა ყავა აიღო და ლაბორატორიას მიაშურა ანალიზების პასუხები აიღო და ის იყო ოთახიდან უნდა გამოსულიყო რომ წონასწორობა დაკარგა ლაბორანტმა ხელი მიაშველა და იქვე სკამზე დასვა..


-ლილე ექიმო ფერი დაკარგეთ?დაჯექით ეხლავე მოგიტანთ წყალს


-არ მინდა გამივლის გუშინ ცუდად მეძინა..აი უკვე უკეთ ვარ...


-მე კიდევ სულ ფერმკრთალი მეჩვენებით, მოდი აქვე ხართ სისხლის საერთო გავაკეთოთ..


-სერიოზული არაფერია, არ ღირს ...მაგრამ ლია დეიდა აბა რა ლია დეიდა იყო ბოლოს მაინც დათანხმდა ანალიზის ჩაბარებას...


-კარგი ერთი პირობით თუ თქვენობით არ მომმართავ და და ეს ლილე ექიმოც არ გვინდა უბრალოდ ლილე..


-კარგი ლილე შვილო, როგორც მეტყვი, გენაცვალოს შენ ლია დეიდა...



ლილემ თბილად გაუღიმა ქალბატონ ლიას რომელსაც ზუსტად ლილეს ასაკის სტაჟი აქვს ამ კლინიკაში მუშაობის, ლილეს ვერა და ვერ შეეჩვია მისგან თქვენობით ფორმას მეტიც თავს უხერხულად გრძნობდა, ლაბორატორიიდან გამოსულმა სალომეს პალატას მიაშურა..პაციენტს ეღვიძა და მხირულადაც გამოიყურებოდა...


-აბა როგორ ხარ?დღეს ბევრად კარგად გამოიყურები


-თქვენი დამსახურებით ძალიან კარგად, მადლობა...


-მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეტე...


-მხოლოდ ის დამრჩა, ჩემთვის ყველაფერია, მადლობა უფალს რომ გუშინ თქვენი თავი გამომიგზავნა...დღემდე მადლობას უფალს გეგას არსებობისთვის ვუხდიდი ახლა კი თქვენს გამოც...


-თქვენი მეუღლე ძალიან ნერვიულობდა თქვენზე, ძალიან უყვარხართ აშკარა...ლილემ გოგონას მზერა მოარიდა სცხვენოდა საკუთარი საქციელი რადგანაც ამ გოგოზე ეჭვანობდა, გულის სიღრმეში ისევ უყვარდა გეგა და გული სტკიოდა რომ მას სხვა ქალი უყვარდა...


-კი ძალიან ვუყვარდით ჩემს მეუღლეს..გეგასაც ძალიან ვუყვარვართ...მაგრამ გეგა არ არის ჩემი მეუღლე..


-ბოდიში, მე არასწორად გავიგე..


-ხუთი წლის წინ სიგიჟემდე შემიყვარდა გეგას მამიდაშვილი, ლაშას არც თუ ისე კარგი წარსული ქონდა, მაგრამ მე იგი მიყვარდა მისი ნაკლით ღირსებით და შეცდომებით, ჩემი ოჯახი საშინლად წინაღმდეგები იყვნენ მაგრამ ჩვენ არ დავიშალეთ ჩუმად დავიწერეთ ჯვარი, ჩემმა ოჯახმა სამუდამოდ თქვა უარი ჩემზე, ლაშა როცა დაიღუპა მისმა ოჯახმა მე ჩამთვალა ყველაფერში დამნაშავედ რადგან ლაშა ავღანეთში წასვლას მხოლოდ ერთი მიზეზით დათანხმდა სახლი ეყიდა ჩვენთვის.. თავის მოკვლა ვცადე მაშინ გეგამ გადამარჩინა, მერე გავიგე რომ ორსულად ვიყავი და იმ დღის მერე მე და ჩემი შვილი ერთად ვიბრძვით სიცოცხლისთვის, გეგა წამითაც არ მოგვშორებია, მხოლოდ გეგამ და მისმა ოჯახმა მიგვიღო მე და ჩემი შვილი, დედაჩემისთვის კი არც ლაშას სიკვდილი არც ჩვენი პატარა არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი რომ სიყვარულის გამო გადადგმული ნაბიჯი ეპატიებია ჩემთვის...


-ბოდიში, გაიძულე ეს ყველაფერი გაგეხსენებია...ეხლა მხოლოდ შენს შვილზე იფიქრე როცა ის დაიბადება, ლაშა იქ იგრძნობს და ბედნიერი იქნება, ყველა შეიყვარებს შენს პატარას და ოჯახს ისევ დაიბრუნებ...


-ჩემი ოჯახი ჩემი შვილი, გეგა და მისი ოჯახია ..


-ექთანს დანიშნულება მივეცი, ორშაბათს შენი ექიმიც მოვა და ისიც გნახავს, თუ რამე დაგჭირდება დამირეკე აუცილებლად, ეს ორი დღე არ ვიქნები...


-არ შეიძლება შენ რომ იყო ჩემი ექიმი?


-არ იქნება კოლეგასთან ლამაზი, თუმცა გპირდები ყოველ დღე გნახავ და შენი პატარას ამქვეყნად მოვლენასაც პირადად მოგილოცავ როცა დრო მოვა...


-თქვენ გყავთ შვილები?


-შვილი, პატარა საყვარელი კულულებიანი ბიჭი...


-რა ქვია...


ლილე დაიბნა არ იცოდა რა ეპასუხა სწორედ ამ დროს ოთახში ქალბატონი ია შემოვიდა, სალომე გულში თბილად ჩაიკრა და კარგახანს ასე იყვნენ ჩახუტებულები...ლილე ეხლა ყველაფერს მიხვდა თვალწინ ბებიას და შვილიშვილის თამაშის სცენა დაუდგა...მიხვდა რომ ეს ქალი გეგას დედა და მისი შვილიშვილის ბებია იყო..


-მოვკლავ გეგას, არაფერი მითხრა ახლა მოვედი სამსახურში გული გამისკდა ჩემს კაბინეტში რომ დავხვდა ჩაძინებული...


-ნახე, მე მომატყუა რომ წავიდოდა და დაისვენებდა, მოვკლავ..


-რასქვია წავიდოდა და მარტო დაგოვებდა? იმასაც ვჯავრობ მე და ბიძაშენს მშვიდად რომ გვეძინა სახლში..


-მე ვთხოვე გეგას არ ეთქვა თქვენთვის არ მინდოდა გენერვიულად, ისედაც რამდენ რამეს აკეთებთ ჩვენთვის...


-ეხლა სისულელეების საუბარს შეეშვი...აქედან როგორც კი გამოხვალ ჩვენთან წამოხვალ, და სანამ ჩემი პატარა არ დაიბადება ჩვენ ვიზრუებთ შენზე..


-რით დაგიმსახურეთ...


-ძალიან ძალიან კარგი გოგო ხარ შენ, შენ იყავი ლაშას ანგელოზი, და რაღამც ღმერთმა ასე ისურვა და მას არ დასცალდა თქვენზე ზრუნვა მის გასაკეთებელს მე, ბიძაშენი, გეგა და მაშო გავაკეთებთ..


-ძალიან, ძალიან მიყვარხართ..


-ჩვენც ჩემო ძლიერო გოგო...



როცა დარწმუნდა რომ სალომე კარგად იყო ლილეს მადლობა გადაუხადა და არც პატარა მეგობრის მოკითხვა დავიწყებია...


-გეგა როგორ არის?


-მადლობა კარგად, ცელქობს და არის..


-გეგა?


-ლილეს შვილია, უსაყვარლესი პატარა ცოტა ხნის წინ გავიცანი და დავმეგობრდით კიდეც...


სალოს არაფერი უთქვამს, ესეიგი მასაც ძალიან უყვარდა გეგა რადგან შვილს საყვარელი მამაკაცის სახელი დაარქვა...რა მოხდა მათ შორის რატომ დაშორდნენ ერთმანეთს, რატომ არ არიან კარგი ადამიანები ბედნიერები უფალო, გეგა თუ არა ვინ იმსახურებს ბედნიერებას?


სიყვარულთ ინტერ-გოგონა

3
85
1-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
85
  
2023, 10 აპრილი, 22:57
https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/158808-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-8/106/
2023, 10 აპრილი, 19:58
დღეს ქალბატონო ფატი
2023, 10 აპრილი, 12:11
გაგრძEლება როდის იქნება?
0 1 3