x
დედოფლისწყაროელი ილია ხატიაშვილი ტაილანდურ კრივში პროფესიონალური ქამრის მფლობელი გახდა
image
კიდევ ერთი დიდი გამარჯვება დედოფლისწყაროს კიკბოქსინგისა და ტაილანდური კრივის გუნდი „ჩემპიონი“-ს ანგარიშზე
ქალაქ თბილისში გაიმართა პროფესიონალური ორთაბრძოლები ტაილანდურ კრივში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპორტსმენები.

ქალაქ დედოფლისწყაროს წარმოადგენდა ილია ხატიაშვილი და მწვრთნელი თამაზ ყარაგვეზაშვილი. ილიამ რთულ და დაძაბულ ორთაბრძოლაში, ქულათა აშკარა უპირატესობით დაამარცხა გამოცდილი მებრძოლი და გამარჯვება მოიპოვა. მას პროფესიონალურ ქამართან ერთად გადაეცა ფულადი ჯილდო.
ილია საკმაოდ პერსპექტიული და დახვეწილი ტექნიკის მქონე სპორტსმენია რომელსაც რინგზე დიდი წარმატებები ელოდება - აღნიშნეს მოწვეულმა მსაჯებმა.
გუნდი "ჩემპიონი"-ს მწვრთნელი თამაზ ყარაგვეზაშვილი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ილია საერთაშორისო ასპარეზზე თავის სიტყვას იტყვის და ქვეყანას მრავალჯერ ასახელებს.
image
1
25
2-ს მოსწონს
ავტორი:ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
25
  
2023, 2 აპრილი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1