x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მონტაჟისა და დუბლიორების გარეშე: თამამი სცენები, რომლებიც დადგმული არ ყოფილა

image


თამამი სცენების გადაღება - იოლი საქმე როდია. ყოველი ფილმის გადაღების წინ რეჟისორების წინაშე საპასუხისმგებლო ამოცანა დგას გადაიღონ სცენა ისე რომ მაყურებელმა მისი ბოლომდე ირწმუნოს. ინტიმური სცენების გადასაღებად ხშირად გადასაღებ მოედანზე დუბლიორებს იწვევენ, თუმცა არის შემთხვევები როდესაც მსახიობები პიკანტური სცენების გადაღებაში მონაწილეობას თავადვე თანხმებიან. დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ ფილმების შესახებ ვისაუბრებთ, სადაც თამამი სცენები დადგმული არ ყოფილა.





"სახიფათო მეთოდი"


image


რეჟისორ დევიდ კრონენბერგის 2011 წელს გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარი როლი მშვენიერ კირა ნაიტლის ერგო. მსახიობი ეკრანზე გონებადაბინდული გოგონას როლს ასრულებს. ფილმში ბევრი ისეთი სცენაა, სადაც კირას გაშიშვლება მოუწია, თუმცა მსახიობის თქმით, მას მსგავსს სცენებში თამაშზე უარი რომ ეთქვა, პიკანტური ეპიზოდები ფილმში ან საერთოდ არ იქნებოდა ან მის ნაცვლად თამამ სცენებში დუბლიორები ითამაშებდნენ.

image



პიკანტური სცენები მალე რომ გადაეღოთ, ნაიტლი და მისი პარტნიორი მაიკლ ფასბინდერი გადასაღებ მოედანზე ბევრს სვამდნენ. ყველაფერი პირველივე ჯერზე გადაიღეს. ფილმის გადაღების შემდეგ მსახიობები ერთმანეთს იმდენად დაუახლოვდნენ, რომ დღეს ისინი საუკეთესო მეგობრები არიან.


"მეოცნებენი", (2003) ჟანრი: დრამა, მელოდრამა


image

წარმოუდგენლად ატმოსფერული ფილმი, რომელმაც სამყაროს ევა გრინი აღმოუჩინა. ისტორია მოგვითხრობს სამ ახალგაზრდაზე, რომლებიც აქამდე გამოუცდელ სიხარულსა და სიამოვნებას ეზიარებიან, და სანამ მსოფლიო არეულობითა და რევოლუციური იდეებით არის შეპყრობილი, მთავარი გმირები ერთ მოკრძალებულ ბინაში ჩაკეტილები დროს სასიამოვნოდ ატარებენ. საწოლის ყველა სცენა დუბლიორების გარეშე იქნა გადაღებული.





"ნიმფომანი" (2013), ჟანრი: დრამა

image

რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის ფილმი "ნიმფომანი" კინოს ისტორიაში ყველაზე გახმაურებულ ფილმად ითვლება. ისტორია მოგვითხრობს ქალზე, რომელიც კაცებზე საკუთარ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას აღიარებს. ფილმში საკმაოდ ბევრი თამამი სცენაა, რომელთაგან არცერთი დადგმული არ ყოფილა, მეტიც, ზოგიერთ სცენაში მთავარი როლის შემსრულებელმა შარლოტა გინსბურგმა დუბლიორის გარეშე ითამაშა.





"ადელის ცხოვრება" (2013), ჟანრი: დრამა, მელოდრამა


image


გრაფიკული რომანის "ლურჯი ყველაზე თბილი ფერია" ეკრანული ვერსია ორ ერთსქესიანთა გმირის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. ფრანგი რეჟისორის აბდელატიფ კეშიშის ნამუშევარში ადელ ეგზარქოპულოსისა და ლეა სეიდუს შორის ორი უკიდურესად თამამი და ხანგრძლივი სასიყვარულო სცენაა, რომლის გადაღების შემდეგაც ლეამ აღიარა რომ მას გადაღებების დროს საკმაოდ გაუჭირდა.




"ეშვი" (2009) ჟანრი: თრილერი, დრამა


image


ცნობილი ბერძენი რეჟისორის იორგოს ლანთიმოსის დრამა ცოლ-ქმრის თანაცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომლებიც თავიანთ მოზრდილ შვილებს გარესამყაროსგან იზოლირებულად ამყოფებენ. არაერთი კინოფესტივალის პრიზიორი ფილმი მრავალ ღირსებასთან ერთად თამამი სცენების სიუხვითაც გამოირჩევა.



"ყავისფერი კურდღელი" (2003), ჟანრი: დრამა



image

ვინსენტ გალოს ნამუშევარი საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, უცხოურ სკანდალურ ფილმად იქცა. სიუჟეტის მიხედვით მთავარი გმირი მოტომრბოლელი ბად კლეია, რომელიც ცხოვრებისეულ გზაზე განსხვავებულ ქალებს ხვდება. ფილმი თამამი სცენების სიუხვით გამოირჩევა, მაგალითად, მსახიობ ქლოი სევინს გადასაღებ მოედანზე ვინსენტ გალოსთან ინტიმური კავშირი მართლაც ჰქონდა, თუმცა ყველაფერი იმით დასრულდა, რომ რეჟისორს "კანის" კინოფესტივალზე საკუთარი პროექტის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია.





"იდიოტები" (1998), ჟანრი: დრამა

image


ჩვენი დროის ერთ-ერთმა მთავარმა პროვოკატორმა, ლარს ფონ ტრიერმა ფილმ "იდიოტების" გადაღების პროცესში პერსონაჟები გააშიშვლა, რათა კადრში თავი რაც შეიძლება თავისუფლად ეგრძნოთ და კამერების არსებობაც არ შეეჩნიათ. იმის შესახებ თუ როგორ იღებდნენ ფილმს ცალკე დოკუმენტური ფილმი არსებობს, რომელიც ინტერნეტქსელში ყველასთვის თავისუფლად ხელმისაწვდომია.








0
375
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
375