x
image
ინტერ-გოგონა
დაკარგული ცხოვრება 6
image
ლილე ცდილობდა ცხოვრების ახალ სტილს შეგუებოდა. განსაკუთრებული მის ცხოვრებაში ნამდვილად არაფერი იყო, ცხოვრობდა ერთფეროვანი ცხოვრებით...სამსახური სახლი, იშვიათად გადიოდა ლილე ხალხმრავალ ადგილებში მიუხედავად იმისა რომ გულის სიღრმეში სურდა გეგას თუნდაც წამით ნახვა მაგრამ ეშინოდ..რადგან არსებობდა სიმართლე და ამ სიმართლის არც თქმა და არც დამალვა შეეძლო...

კაბინეტის კარი გაიღო და ოთახში უზარმაზარი თაიგული შემოვიდა, ნამდვილად თაიგული შემოვიდა რადგანაც გეგა ყვავილებზე დიდი ოდნავ თუ იყო..

-დედიკო, დედიკო გოგოების დღეს გილოცავ ..ნახე მე და მამამ ყვავილები გიყიდეთ... კაბინეტში ლევანი შემოვიდა ყვავილებით ხელდამშვენებული...

-გილოცავ ძვირფასო“ეს შენთვის ესენი კი შენი გოგოებისთვის..


-მადლობა, გაუხარდებათ გოგონებს ტკბილეულის მოსატანად გაიპარენ..

-მე მინდა რომ შენ გახარებდე...

-მიხარია ლევან, ბედნიერი ვარ..ნახე ჩემი პატარა ბიჭი როგორ გაიზარდა უკვე ყვავილები მოაქვს დედასთვის..დედიკოს ბიჭი..

-მეც მინდა მამიკოს გოგო მყავდეს შენ კი ჯიუტობ...

-ლევან...

საუბარი ოთახში შემოსულმა ელენემ შეაწყვეტია ლილეს (ელენე ლილეს ექთანია)

ლევანს მადლობა გადაუხადა ყვავილებისთვის და მისი ყავით გამასპინძლება გადაწყვიტა..

ყავა მიირთვეს და ის იყო ბიჭები უნდა წასულიყვნენ რომ ლევანს დაურეკეს და ცუდი ამბავი შეატყობინეს

-ლევან რა მოხდა?

-დათოს დედა იყო, დათო ავარაში მოხდაო, მძიმედ არისო მარტოა უნდა გავიდე..

-რათქმაუნდა მაგრამ მე რომ ვერ მოვდივარ..

-არაუშავს, მაგრამ გეგა? დედა ორ საათში იქნება თავისუფალი ეთოც არა ხომ სახლში...

-ჩემთან დავიტოვებ გოგონები დამეხმარებიან ელენესთან იქნება მარიც აქვეა დამეხმარებიან წადი შენ არ იჯავროოო...

-კარგი ლილე დედას დაურეკავ გზიდან მოვა და გეგას სახლში წაიყვანს.

-გამაგებინე ამბავი, ხვალ დილით მორიგეობას როგორც კი მოვრჩები სავადმყოფოში მოვალ..

ლევანს მეტი არაფერი უთქვამს სასწრაფოდ გავარდა კაბინეტიდან...

გეგა მშვენივრად გრძნობდა დედას სამსახურში თავს გოგონები ყველანაირად ცდილობდნენ მის გართობას...

მიმღებში პაციენტი შემოიყვანეს ლილე და ელენე მიმღებში გავარდნენ გეგა კი მარისთან ერთად კაფეტერიას ესტუმრა გემრელი ბლინების საჭმელად......

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით კაფეტერია ყვავილებით და წითელი ბუშტებით იყო მორთული რამაც გეგას ყურადღება მიიპყრო სულ გადავიწყდა ბლინები მხიარულად დასდევდა ბუშტებს...იქ მყოფების ყურადღებაც მალე მიიპყრო ამ დროს კაფეში ქალბატონი ია შემოვიდა რადგანაც თავად სურდა გადაეხადა მადლობა კაფის კონდიტერისთვის დილით მის კაბინეტში დახვედრებული ყავისა და უგემრიელესი კრუასანებისთვის..ახალი უფროსის დანახვაზე ყველა ფეხზე წამოდგა..იქ მყოფებს მიესალმა, მილოცვებიც მიიღო ის იყო გასვალს აპირებდა რომ მის ფეხებთან წითლი ბუშტი დაეცა და მასთან პატარა კულულა თმიანმა პატარა ბიჭმაც მიირბინა...ბუშტი აიღო და პატარას გაუწოდა მანაც ბუუშტი გამოართვა მადლობა გადაუხადა და მადლობის ნიშნად გაუღიმა...

ია გაოგნებული უყურებდა მომღიმარ პატარას ეს ღიმილი ეს თვალები ძალიან ნაცნობი და ახლო იყო მისთვის მაგრამ ვერ იხსნებდა სად ენახა ეს ღიმილი და ეს თვალები...

-რა გქვა პატარა?

-გეგა

-რა კარგი სახელი გქვია, იცი ჩემს ბიჭსაც გეგა ქვია...ახლა მიხვდა რატომ იყო ეს ღიმლი მისთვის ნაცნობი მას თვალწინ გეგას პატარაობა დაუდგა...

-მართლა, სად არის მეთამაშება?

-ძალიან მოეწონებოდა შენთან თამაში მაგრამ სამწუხაროდ ახლა სამსახურშია..

-არ მომწონს სამსახურები დიდებს არასდროს არ სცალიათ სათამაშოდ...

-რატომ, დიდებმაც ვიცით თამაში, არ გინდა მე და შენ ვითამაშოთ?

-მინდა, რა თამაში გიყვარს ყველაზე მეტად?

-აი დედაც მოდის ვკითხოთ აბა თუ დაგვრთავს თამაშის ნებას...

-ეს მარია დედას სამსახურის მეგობარი...

-კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონო ია ალბათ დაგღალათ ჩვენმა მოუსვენარმა ბიჭმა..

-არა რას ამბობ ჩვენ თქვენგან ვაპირებდით თამაშის ნებართვის აღებას..

-თუ თქვენ ასე გსურთ და არ შეგაწუხებთ, .. მიმღებში პაციენტი შემოიყვანეს და ლილე იქ წავიდა..

-ა, ხო ის ორსული გოგონა.. აბა რას ამბობ სიამოვნებით ვითამაშებ პატარა პრინცთან ერთად..

გეგას ხელი ჩასჭიდა და კაფე დატოვეს მარიც საკუთარ ადგილს დაუბრუნდა..ცოტახანში ლილეც გამოჩნდა...

-გეგა სად არის?

-ახალი უფროსი დაიმეგობრა და ეხლა მასთან ერთად თამაშობს

-სად ნახა აქ იყო? ნეტა ხომ არაფერს იტყვის...

-რა უნდა თქვას?

-რავი მაგალითად ბავშვს რა უნდა სამსახურში..

-არაამგონია, ძალიან თბილი ქალი ჩანს...

-ბებოც მოაკითხავს ათ წუთში და გავუშვებ სახლში..

-მოვიყვან ეხლავე..

-არა, მე წავალ მადლობასაც ვეტყვი და ავუხსნი რატომ მყავს აქ

-კარგი...

კარებზე მორიდებით დააკაკუნა და ისე შევიდა ლილეკაბინეტში, გეგა ქალბატონი იას სავარძელში მოკალათებულიყო, ქალბატონი ია მის წინ სავარძელში იჯდა და ერთად აფერადებდნენ ზღაპრის გმირების ფოტოებს..

-შემოდი ლილე, მე და შენი ბიჭი მშვენივრად გავერთე..

-ხომ არ შეგაწუხეთ? მოსალოცად მომაკითხა დღეს მამასთან ერთად შემდეგ ჩემს მეუღლეს დაურეკეს რომ ჩვენი მეგობარი ავარაში მოხვდა და იქ გაიქცა..

-უი რას ამბობ, როგორ არის თქვენი მეგობარი..

-ოპერაციაზე ჰყავთ, იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება...

-მშვიდობა მოგცეთ..თუ გინდა იყოს გეგა ჩემთან..

-არა მადლობა, ბებო მოაკითხავს და წაიყვანს...უკვე გზაშია..

-კარგი პატარა პრინცო, როცა დედასთან მოხვალ მეც მინახულე და ისევ ვითამაშოთ...

-კარგი ია ბებო...

გეგა იას გადაეხვია და დედასთან ერთად კაბინეტიდან გავიდა...

იას რაღაც ამოუცნოი გრძნობა დაეუფლა პატარა ბიჭის მიმართ, შეუყვარდა ეს პატარა კულულებიანი ბიჭი მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა რომ ის პატარა ბიჭი მისი სისხლი და ხორცი მისი შვილიშვილი იყო...

-დედა, იცი ია ბებოსაც ყავს გეგა და მე მასთან უნდა ვითამაშო...

-რა კარგია ანუ მის შვილიშვილსაც გეგა ქვია..

-არ დიდია სამსახურშია...

-დიდი ჩალაპარაკა ლილე, ნუთუ? დედამისსაც ხომ ია ჰქვია, ამბობდა რომ ყველა ექიმია, არა რა სისულელეს ვამბობ, ეს შეუძლებელია...

ბებო შესძახა გეგამ ბებოსკენ გაიქცა და ბებოს ჩაეხუტა“

გეგას ხმამ ფიქრებიდან გამოიყვანეს ლილე..

-ლილე კარგად ხარ?

-კი ცოტა დავირალე, და თან დათოს ამბავმაც ..

-აღარ მითხრა, ღმერთმა დაიფაროს ... ჩვენ წავალთ დღეს ჩემთან დავიტოვბ თან ბაბუსაც ძალიან მოენატრა მისი ბიჭი...

-კარგი, დიდი მადლობა..

კაბინეტში შესული ლილე ადგილს ვერ პოულობდა, ბოლოს როგორც იქნა საკუთარი თავი დაარწმუნა რომ არ უნდა ეძებოს...წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია...გეგას ჩვენ არ ვჭირდებოდით ეს არის ერთადრთი სიმართლე და არ გაბედო ეს დაივიწყო...უმეორებდა საკუთარი გონება მაგრამ გული არ ეთანხმებოდა გონებს...

იმ დღეს მოსვენება კიდევ ერთ ადამიანს დაეკარგა და ეს ქალბატონი ია იყო სახლში დაბრუებული დასთან და მეუღლესთან განიხილავდა ახალ გაცნობილი ახალი პატარა მეგობრის მსგავსებას გეგასთან გეგას ბავშვობის ფოტო ალბომიც კი გამოიტანა...სწორედ ამ დროს გეგა შემოვიდა სამზარეულოში დედასთვის და დეიდასთვის რვა მარტის მოსალოცად...

-ეს რა ფოტოები გამოგიფენიათ

-დედაშენმა დღეს ვიღაც ბავშვი ნახა და გაიძახის გეგას გავსო...ირონიულად ჩაიცნა მამამ მისი ყავა აიღო და კაბინეტს მიაშურა...

-დეიდას სიმპტიურო.აბა შენ რას იტყვი რატო გგავს ეს ბავშვი ასე ძალიან?

-მაკა, შენც აყევი? ნუ გეშინიათ იმის საშიშროება არ გემუქრებათ რომ ვინმე კარზე მომადგეს შვილით..

-მაგაზეც თანახმა ვარ...

-ია, ეს რამე ახალი სტრატეგია? მე ცოლის მოყვანას არ ვაპირებ...შვილიშვილი თუ გინდა მაშოზე იმუშავე...

-ნეტა დამანახა ცალი თვალით ვის მისტირი..

-არავისაც არ მივტირი მარტოც მშვენივრად ვგრძნობ თავს..ოთახში ავალ დღეს აქ დარჩები გეგა სამზარეულოდა გავიდა...

-რამდენჯერ გითხარი ია უკვე ბიჭს ძალიან აწვები, დაივიწყე დროა...

-მე დავივიწყებ მაკო, მაგრამ ამან დაივიწყა ხუთი წელი გავიდა, ხუთი და გეგას გვერდით გოგო არ დამინახავს...

-ყველაფერს თვისი დრო აქვს...

-გეფიცები რომ არ ვიცოდე ის გოგო სამი თვის წინ ჩამოვიდა გერმანიიდან ვიფიქრებდი რომ ....

-ია გაჩუმდი სულ გარეკე შენ..ამ შვილიშვილის თემამ სულ გაგარეკია ხო, შვილისშვილსაც მოესწრები? რამდენი წლის გგონია შენ გეგა?

-კარგი ხო, შენ მაინც ნუ მეჩხუბები...

ორი კვირა სავადმყოფოდან სავადმყოფოში დადიოდა ლილე მარტო არ დაუტოვებია ლევანი როგორც იქნა დათოც გამოწერეს სახლში და ლილე და ლევანიც საკუთარ დაძაბულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ..ლილეს სითბოს ნაკლებობას ლევანი სხვა ქალების დახმარებით ცდილობდა ამოევსო, მაგრამ ეს არ იყო ის რაც ლევანს უნდოდა, მას ერთადერთი რაც სურდა იყო ის რომ ყვარებოდა საყვარელ ქალს იქ შორს ყველაფერი უფრო მარტივი იყო აქ კი ყველაფერი ბევრად რთული იყო...ლევანს ტანჯავდა იმაზე ფიქრი რომ ლილე შეხვდებოდა გეგას და გაირკვეოდა ყველაფერი მან მშვენივრად იცოდა რომ გეგას ლილე არ მიუტოვებია ის ესემესიც თავად გაგზავნა როცა გეგას ვითომ ავარიის შემთხვევა გაითამაშეს მაშინ მოიპარეს გეგას ტელეფონი და ლევანს მიუტანეს..ამ ყველაფერს თუ ლილე გაიგებდა ლილეს სამუდამოდ დაკარგავდა, ახლა უკვე დასაკარგი მეტი ჰქონდა და ეს შვილი იყო...

როგორც იქნა დამღლელი კვირაც დამთავდა სამსახურიდან გეგას გაუარა ბაღში რადგანაც კარგი ამინდი იყო გასეირნება გადაწყვიტეს გზიდან ანიკას დაურეკეს და ისიც თან წაიყვანეს.

-აბა სად წავიდეთ? ჩემო პრინცო ...

- ბურგერი ბურგერი

-რათქმაუნდა, ნათლიას ბიჭო, მე და შენ ყველა ბურგერს შევჭამთ ...

-ურაააა...

-ერთი ჭკუის ხართ ნათლია ნათლული... კარგი ბატონო მაგდონალდი დავიპყროთ...

კარგი ამინდის გამო ლილემ მანქანის გასაჩერებელი ადგილი ვერ იპოვა მოდი თქვენ დარჩით შეკვეთა მიეცით და მეც მოვალ იქნებ ვიპოვო ადგილი სადმე..ანიკას შეთავაზება მოეწონა მაგდონალდში შევიდნენ შეკვეთა რათქმაუნდა გეგას გემოვნებით გააკეთეს და ვინაიდან პირველ სართულზე ადგილი არ იყო მეორე სართულზე ავიდენ გეგამ ოთახის კუთხეში ცარიელი ადგილი დაინახა და მაგიდებს შორის გაიქცა რადგან იმ მაგიდამდე მისულიყო სწორედ ამ დროს ერთ ერთ მაგიდასთან მჯდომი ბიჭი წამოდგა გეგამ თავი ვეღარ დაიმაგრა და უცნობ ბიძიას შეეჯახა...

-ფრთხილად მეგობარო ხელი შეაშველა გეგამ...ანიკა ადგილზე გაშეშდა მის წინ გეგა იდგა ორივე ხელი სკუთარი შვილისთვის ჰქონდა ჩაჭიდებული რათა არ დეცემულიყო...

-ანიკა...სწორედ ამ წამს შეამჩნია გეგამ თავზე წამომდგარი ანიკა რომელსაც სახე ნერვიულობიდან სულ წაშლოდა..

-გეგა..როგორ ხარ? ძლივს ამოღერღა ანიკამ

-კარგად ანიკა, შენ როგორ ხარ.. ის იყო გეგა ანიკასკენ საკოცნელად გაიწია რომ გეგა წინ გადაუდა

-შენ ჩემს ანიკას რატო უნდა აკოცო?

-მეც კარგად...ანიკამ გეგა ხელშ აიყანა და გულში ჩაიკრა, ასე მოქცევა არ შეიძლება ჩემო პრინცო...

-კარგი დამშვიდდი მეგობაროო..გამიხარდა შენი ნახვა..ეს რა მაგარი ბიჭი გყოლია

-ნამდვილად, ჩემი პრინცია..

-გაიგონე რა გითხრა ანიკამ მე მისი პრინცი ვარ და შენ ვინ ხარ?

-ნუ ბრაზობს მეგობარო, მე გეგა ვარ...

ის იყო გეგას უნდა ეთქვა რომ მასაც გეგა ერქვა მაგრამ ანიკამ არ დააცადა...

-ჩემო პრინცო ჩვენი წასვლის დროა, შეკვეთა უკვე მზად არის ...

-ურაა, წავედით ჰამბურგერების სიყვარულმა გადაწონა უცნობთან საუბრის სურვილი...

გეგას დაავიწყდა შეკვეთის მოსატანად რომ ადგა ანიკას ნახვამ ძველი იარები გაახსენა, თავის ადგილას უხმოდ დაჯდა, თითქოს იხრჩობოდა ჭიქას დასწვდა და წყალი მოსვა მაგრამ ყელში გაჩხეილი ბურთი ვერა და ვერ გადაყლაპა, ლექსოს ანიკას საქციელი არ მოეწონა, რატომ დაიბნა ასე, რატომ უთხრა გეგას რომ მისი შვილია...

შეკვეთას მე მოვიტან ლექსომ სირბილით ჩაიარა კიბეები პირველ სართულზე დარბაზი მოათვალიერა თვალებით ანიკას ეძებდა მაგრამ ანიკა და ბავშვი არსად ჩანდა...ქუჩაში გავიდა შორიდან მოჰკრა თვალი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგარ გოგონას რომელსაც ანიკამ რაღაც უთხრა, ისიც დაიხარა ბავშვი გულში ჩაიკრა და მანქანისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდნენ, მანძილის მიუხედავად ლექსომ ლილე იცნო, ეხლა ლექსოსთვის გასაგები იყო თუ რატომ თქვა ტყუილი ანიკამ, მოერიდა გეგას გულისტკენას, მადლობა ღმერთს რომ ერთმანეთს არ შეხვდნენ გაიფიქრა ლექსომ შეკვეთა აიღო და მეგობრებთან დაბრუნდა..

იცოდი რომ შვილი ყავდა? ჰკითხა მეგობარს გეგამ როცა მარტო დარჩნენ..

-არა..საიდან..სახე მოარიდა მეგობარს ლექსომ

-შემომხედე, თქვენ იმ დღის მერე შეხვდით ერთმანეთს...

-კი

-და ამას ახლა რატომ ვიგებ?

-იმიტომ რომ მაშინ ისედაც სავადმყოფოში იწექი და არ მინდოდა დამემატებია შენთვის ...

-რა გითხრა?

-ის რომ თქვენი გრძნობა არ იყო ნამდვილი რომ შენ ლილე, ლილეს კი შენ არ უყვარდი.. რომ ლილემ ის გააკეთა რაც სწორი იყო და ლევანთან ერთად აქედან წავიდა და რომ არასდროს დაბრუნდებოდა.

-მე არ მიყვარდა? კიდევ მე არ მიყვარდა? გეგა გამეტებით ურტყამდა მუჭებს საჭეს....

-გეგა, ჩაიარა ყველაფერმა...

-ხუთი წელი არ შემიწყეტია ფიქრი გესმის შენ, უბრალოდ მინდა ვკითხო რატომ მოიქცა ასე რატომ მომცა იმედი და მერე რატო ჩამომანგრია სამყარო თავზე...

-თავად მეუბნები ხუთი წელიო, ჰოდა ხუთი წლის მერე რა აზრი აქვს პასუხებს...

-მან იცოდა ჩემი ამბავი?

-მე ანიკასთვის არ მითქვამს, მისი სიტყვების მერე არ ჩავთვალე საჭიროდ შენზე რამე მეთქვა...

- ხანდახან იმაზეც ვფიქრობ რომ იმ სირმა მომიწყო ყველაფერი, რომ ლილეც აიძულა ...

-გეგა, ასეც რომ იყოს ვერაფერს შევცვლით, რატომ იტანჯავ თავს?

-არ ვიცი ძმაო..მაგრამ ეს ბრაზი არ გადის...


-მე ვიცი, წამო სპორტდარბაზში წავიდეთ, ვფიქრობ კრივი დაგვეხმარება..

-არა, დალევა მინდა...

ლევანს არაფერი უთქვამს ახლა დალევა არც მას აწყენდა, საკუთარი თავი სძულდა რადგანაც მეგობარს ატყუებდა, მაგრამ ღირს კი სიმართლის თქმა თუ ეს სიმართლე სიკეთეს არავის მოუტანს?

გეგამაც დუმილი თანხმობად ჩათვალა და ნაცნობ ლოკაციას მიაშურეს...

-გეგა,

-ჰოო....

-არაფერი დაივიწყე...უნდოდა ეკითხა შესაძლებელი იყო თუ არა ლილე ორსულად ყოფილიყო გეგასგან მაგრამ ვერ შეძლო...რას აკეთებ იდიოტო გეგასთვის ახლა ამის კითხვა შეიძლება? უბრაზდებოდა საკუთარ თავს ლექსო...

სასმელმა თავისი სააქმე გააკეთა ორივე მათგანი ჩააფიქრა...

და მაინც სიყვარულს გაუმარჯოს მეგობრის ჭიქას ჭიქა მიარტყა და ისე დალია თითქოს წყურვილს იკლავსო ჭიქა მაგიდაზე დადგა და განათებული ტელეფონის ეკრანი მეგობარს თვალებთან მიუტანა..

-და მაინც ვფიქრობ რომ ერთადერთი ქალია ვისაც ცხოვრებაში ცუდად მოვექეცი

-არ შემიძლია არ დაგეთანხმო...

-ამ ბოლოს ხშირად ვფიქრობ, იქნებ მართლა ჩემი ბედია, თან იას გაძლება არ შემიძლია, აუ უნდა გაცინო ერთი კვირის წინ სახლი მივდივარ და დედაჩემი, მამაჩემი და დეიდაჩემმი ჩემი ბავშვობის სურათებს ათვალიერებდნენ მეთკი დედაჩემს მოვენატრეთ მე და ჩემი დათქო მაგრამ აი მანდ შეევცდი, ქალს შვილიშვილი ისე უნდა დღეს ვიღაც ბავშვი ვნახე საოცრად გგავდა შენს პატარაობასო..

-და იქნებ?

-რას ბოდიალობ ბიჭო, არ მიცნობდე მაინც შვილის მიტოვება შემიძლია?გაუაზრებლად ერთადერთ ქალთან ვიწექი ცხოვრებაში, გაქცევას ვაპირებდი მასთან ერთად მან კი ბილეთებით ხელში დამტოვა და მეორე დღეს გათხოვდა შვილს გამიჩენდა მე ის? თან კიდევ მეც კი არ ვიცი სად გადამალა მისმა გამოთაყვანებულმა ქმარმა ია სად ნახავდა მის შვილს...

-შეიძლებოდა ლილე შენგან ორსულად ყოფილიყო?

-არა.. თორემ შვილის გამო მაინც ამირჩევდა მე და არა მას...

ლექსოს არაფერი უთქვამ ჭიქა აიღო და ბოლომდე გამოცალა..

სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა ცდილობდა დღევანდელი დღის კადრების აღდგენას, იხსენებდა პატარ ბიჭის სახეს და გეგას ადარებდა“, რატომ მოიტყუე ანიკა, რატომ არ უთხარი გეგას რომ შენი შვილი არ იყო? ნუთუ მართლა გეგას გულის ტკენას მოერიდა თუ ტყუილი სიმართლის დასამალად თქვა და ის ბავშვი მართლა ლილეს და გეგას შვილია? ღმერთო სულ გამაგიჟეს ამ ორმა, რა სისულელებს ვამბობ..მანქანა ბართან დატოვეს და ქუჩას ფეხით გაუყვნენ, ლექსომ ტაქსი გააჩერა მაგრამ გეგამ მასთან წასვლაზე უარი განაცხადა...

მეგობარს დაემშვიდობა და ქუჩას ფეხით გაუყვა ...

ბევრი იხეტიალა და ბოლოს იმ სახლის კართან მივიდა სადაც ყოველთვის ელოდნენ, კარი ნახევრად შიშველმა ქალმა გაუღო რომელსაც წითელი ატლასის პენუარი ინიმურ ადგილებს ძლივს უფარავდა..

-ვინმეს ელოდებოდი?

-მე ყოველთვის შენ გელი..

-ხოდა მოვედი...

გეგამ ქალს წელზე შემოხვია ხელი მისკენ მიიზიდა და მის ვარდისფერ ტუჩებს დაეწაფა..

გეგამ ფანჯარა გამოაღო და სიაგარეტს მოუკიდა ქალმაც დააპირა წამოდგომა საწოლიდან...რატომ დგები?

-ყავას მოვადუღებ სანამ წახვალ ერთად დავლიოთ...

-დილას იყოს...

-დილას? შენ რა ჩემთან დარჩები?

-თუ წინაღმდეგი არ ხარ...

-ძალიან ბედნიერი ვარ.... ქალი საწოლიდან წამოდგა და გეგას მკერდზე მიეკრა...

-მხოლოდ ამ ერთხელ...

-ვიცი გეგა, მე ვიცი ჩემი ადგილი შენს ცხოვრებაში..

გეგას არაფერი უთქვამს... რადგანაც ოთახში ბნელოდა შეუძლებელი იყო გეგას ტელეფონის ეკრანის სინათლის არ შემჩნევა... ნი ნა კა ქალმა ადრესატის სახელი დამარცვლით ამოიკითხა..N 2 სიმართლე გითხრა ეს ჩემს თავზე მეტად მეცოდება რადგანაც მე მისგან განსხვავებით ჩემი ადგილი ვიცი და ჩემ ბედსაც შევეგუე...

-ნუ მაიძულებ წავიდე..გეგამ სიგარეტი საფერფლეზე ჩააქრო და საწოლზე ჩამოჯდა...

-კარგი, გპირდები ხმას არ ამოვიღებ..ქალი საწოლზე წამოწვა და თავი გეგას კალთაში ჩადო...

- გინდა ვისაუბროთ, ვდები რომ რაღაც მოხდა?

-წარსულმა ისევ შემახსენა თავი...

-დაბრუნდა?

-არა .მის მეგობარს შევხვდი...

-ეცადე დაიძინო, მეც ახლავე მოვალ ქალი საწოლიდან წამოდგა და საძინებლიდან გავიდა როცა ოთახში დაბრუნდა გეგას უკვე ეძინა...

თუ დაბრუნდება მე მას სამუდამოდ დავკარგავ...მაგრამ თუ შენ გაგაბედნიერებს თანახმა ვარ დაბრუნდეს..გეგამ ძილშიც იგრძნო ქალის მზერა..

-ასე ნუ მიყურებ მოდი დაწექი...

-ხომ იცი მიყვარს როცა გიყურებ...

-მე არ მიყვარს...

-მინდა კიდევ დიდხანს გიყურო..

-ლიკა დაიძინე, კიდევ დიდხანს მოგიწევს ჩემი ყურება...

-მე კი ვფიქრობ რომ ჩემგან სულ მალე სამუდამოდ წახვალ...

-ჯობია საერთოდ არ იფიქრო...

-თუ გაიგებ რომ იმასაც აიძულეს?

-არამგონია, მაგრამ თუ სიართლე აღმოჩნდება დაკარგული ხუთი წლისთვის ყველაფერს მიწასთან გავასწორებ..

-ისევ ძალიან გიყვარს..

-უკვე ვბრაზდები ... დაიძინე

ქალს აღარაფერი უთქვამს გვერდით მიუწვა გეგას და გაიტრუნა...

ლექსოს არ ასვენებდა ლილეს ჩამოსვლის ამბავი შვებას მარტო ის ჰგვრიდა რომ სამ დღეში ნანატრ შევებულებაში გადიოდნენ და გეგასთან ერთად ორი კვირით ლონდონში მიდიოდა მაშომ ბიჭების შვებულების დაგეგმვა საკუთარ თავზე აიღო..

იქნებ იმ დროისთვის როცა დავბრუნდებით საქართვეელოშიც აღარც იყოს...

ანიკასან დაკავშირება მაინც სცადა მაგრამ რათქმაუნდა ანიკამ არ გააგონა...

ზარმა ძალიან ააფორიაქა ანიკა და მეგობარს მაშინვე დაურეკა..

-ლილე, ლექსო მირეკავდა...

-რატომ გირეკავდა? რა გითხრა...გეგაზე სიმართლეს მიხვდა? გავგიჟდები....

-ლილე დამშვიდდი როგორ ფიქრობ გეგამ რომ რამე იცოდეს მშვიდად გაჩერდებოდა?

-არვიცი საღად აზროვნება აღარ შემიძლია...

-ვფიქრობ ლექსომ გაიგო შენი დაბრუნების ამბავი და დადასტურება ჩემგან უნდოდა...

-არაფერი უთხრა...

-ლილე ადრე თუ გვიან თქვენ მოგიწევთ შეხვედრა ერთმანეთთან...

მე ვფიქრობ რომ გეგამ არ უნდა გაიგოს სიმართლე..

-გეგა გაიგებდა და ჩვენთან ერთადაც იცხოვრებდა ბედნიერად რომ არ მივეტოვებინეთ...

-შენ იცი რომ არ გეთანხმები, შენზე უარის თქმაც კი არ ნიშნავს ავტომატურად რომ მან შვილზე უარი თქვა.მან უბრალოდ არ იცის, ჩვენ გეგა მოვატყუეთ..

-ძალიან გვიანია, მე მასზე აღარაფერი არ ვიცი, იქნებ ოჯახიც შექმნა შვილებიც ყავს, არ შემიძლია მისი ცხოვრების არევა...

-მე შენ ძალიან კარგად გიცნობ და ვიცი რომ ზუსტად ისე ფიქრობ როგორც მე მაგრამ ბრაზმა დაგაბმავა და ამის აღიარება არ გინდა...შენ დღემდე გიყვარს გეგა და ვერ პატიობ რომ შენი სიყვარული უპასუხოდ დატოვა...

-არ მინდა..

-გინდა ლილე, შენ რა გგონია არ ვიცი რატომ არ მონათლე აქამდე გეგა? გინდა რომ ამ მნიშვნელოვან დღეს გეგა საკუთარი შვილის გვერდით იყოს, უბრალოდ შენ ვერ ბედავ, მაგრამ ერთს ვერ ვხვდები უფრო გეგას რიაქციის გეშინია თუ ბრაზი გაბრმავებს...ან იქნებ ორივე ერთად....

-ხო მეშინია, გეგა არასდოს მაპატიებს რომ შვილი დავუმალე, კმაყოფილი ხარ ახლა?

-არაა, არ ვარ კმაყოფილი, მე მინდა ჩემი მეგობარი ბედნიერი იყოს...შენი ცხოვრება ცხოვრება? გახსოვს ბოლოს როდის გაიღიმე გულით...

-გეგა თუ სიმართლეს გაიგებს რა შეიცვლება?

-სხვა თუ არაფერი სინდისის ქენჯნის გარეშე იცხოვრებ...

-გემუდარები ლექსოს არაფერი უთხრა...

-მე შენი გადაწყვეტილების წინ რომ არასდროს წავალ შენ ძალიან კარგად იცი თხოვნა არ გჭირდებააა...

-მადლობა...

-უბრალოდ ერთს გთხოვ ან სიმართლე თქვი ან შვილს ხელი ჩასჭიდე და გრმანიაში დაბრუნდი...

-დავბრუნდები..

ყველას რატომღაც გაქცევა უფრო გეადვილებათ ხოდა ბოდიში ლექსო მეც გაქცევას ვამჯობინებ და შენთან საუბარს თავს ავარიდებ...ჩაილაპარაკე ანიკამ და საქმეს დაუბრუნდა...

ბევრჯერ იფიქრა ლილემ გერმანაში დაბრუნება მაგრამ ვერ შეძლო, ცხოვრება მშვიდი ტემპით მიდიოდა ბიჭები შვებულებიდან მაშოსთან ერთად დაბრუნდნენ და ეხლა საქართველოში დაიწყო გიჟური საღამოები, მაშო წამით არ აძლევდა თავისუფლებას ბიჭებს...მაშოს გადამკიდე ლექსოს ლილეს დაბრუნების ამბავი სულ გადაავიწყდა...ლილე კიდევ უფრო ჩაიკეტა ყველანაირად ერიდებოდა ადამიანებთან ურთიერთობას ლევანმაც დაჟინებული თხოვნის მიუხედავად დასასვენებლად წასვლაზეც ლილეს დათანხმება ვერ შეძლო, შაბათი დღე დილიდან ლილემ გეგასთან გაატარა მოგვანებით ნიკაც შეუერთდა მათ კომპანიას..

-წამოდით დღეს ჩვენთან...

-ხვალ ლევანი რაღაც წვეულებაზეა დაპატიჯებული, იქ უნდა წავიდე...

-კარგი, მაშინ გეგას წავიყვან ხვალ აუზის საყიდლად წავალთ და მოგვიანებით თქვენც მოხვალთ..დედასაც ენატრებით ძალიან, გეგას დანახვა გაამხირულებს ცოტას..

-გეგა ბიძიას უნდა მასთან წახვიდე .... წაყვები?

-კიიი...

-მე ხვალ მოვალ.

-ღამე ბიძასთან დავიძინებ...

-აბა რა ძია, ბევრს ვითამაშებთ...ბებო ბევრ გემრიელობებს მოგვიმზადებს..

-ადექი მალე წავიდეთ, კარგად დედა, გეგა დედას ჩაეხუტა და მანქანისკენ გაიქცა...

-მაიმუნი როგორ უხარია ...

-წავედით დაო, თავს მიხედე, არ მომწონხარ დაღლილი მეჩვენები...

-კარგად ვარ ძმაო

ნიკამ დას შუბლზე აკოცა და გეგას დაედევნა...

ლილეს წასვლა არ უფიქრია სკვრში სკამზე ჩამოჯდა და იქვე მოთამაშე ბავშვების ცქერით ტკბებოდა, ის იყო ანიკასთან წასვლა გადაწყვტა რომ გვერდით ორსული გოგონა მიუჯდა, ლილემ გოგონას გახედა სულ კანალებდა..

-კარგად ხარ?

-არა, ცუდად ვარ...ძალიან მტკივა...

-დამშვიდდი ...ექიმი ვარ, თუ არ დამშიდები უფრო ცუდად გახდები ჩანთიდან წყალი ამოიღო ლილემ და გოგონას გაუწოდა...

/-არ მინდა ჩემ შვილს რაიმე დაემართოს...

-არ ინერვიულო, რომელ თვეში ხარ?

-ექვს ნახევრის ჯერ ძალიან პატარაა...

-ნუ გეშინია, შეგიძლია მითხრა ზუსტად რა ადგილას გრძნობ ტკივილს...

-აი აქ, ხელთ აჩვენა გოგონამ ლილეს, მასაც ვერ დავკარგავ... გთხოვ უფალო დამეხმარე..

ლილე მიხვდა რომ გოგონას სერიუზული საფრთხე ემუქრებოდა აქ მას ვერ დაეხმარებოდა...მაგრამ მისი შეშინებაც არ უნდოდა..

-რა გქვია?

-სალომე

-სალომე მოდი ჩვენ ასე მოვქცეთ, ჩემი მანქანა აქვეა მე ეხლა შენ სავადმყოფოში წაგიყან, იქ გაგსინჯავ, ეხოსაც გადაგიღებ, შენც შენს პატარას დაინახავ და დამშვიდდები...

-კარგი, გთხოვ დამეხმარე...ღმერთო გემუდარები ისიც არ წამართვა

-მოდი მე დამეყრდენი ლილემ უცნობი გოგონა მანქანაში ჩასვა გოგონა ცდილობდა ტელეფონზე დარეკვას მაგრამ ადრესატი არ აგონებდა... სავადმყოფოშიც მივიდნენ ყველა გამოკვლევა ჩაუტარა ლილემ გოგონას..არ შემცდარა საქმე ნამდვილად სერიოზულად იყო...მაგრამ საბედნიეროდ პატარას სიცოცხლეს ძლიერად ებღაუჭებოდა... როცა ბავშვის გულისცემის ხმა გაისმა ლილემ შვებით ამოისუნთქა სალომე კი გულამჯდარი ატირდა...

ექთანს სთხოვა რომ მის კაბინეტთან ახლოს პალატაში მოეთავსებინა და დანიშნულებაც მისცა რა წამლები უნდა მიეცათ მისთვის..

-სალომე, შენი პატარა კარგად არის მაგრამ საშიშროება არსებობს ამიტომ რამოდენიმე დღე აქ დარჩები, ამ ღამეს მე დავრჩები შენთან დილითაც გნახავ ორშაბათს კი შენი ექიმიც დაბრუნდება სამსახურში და დანარჩენს ის გეტყვის...

-მადლობა, შენ ჩემი შვილის მფარველი ანგელოზი ხარ...

-მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე...შენ ხარ შენი შვილის მფარველი ანგელოზი, ამიტომ იფიქრე მასზე არ ინერვიულო, შენ თუ არ იქნები კარგად ის როგორ იქნება კარგად?

-გპირდები....

-შენი ანალიზების პასუხებს ავიღებ და მოგვიანებით ისევ გნახავ...

ლილემ ანალიზების პასუხები აიღო ლაბორატორიაში, შემდეგ ლევანს დაურეკა.დღეს გადახდენილი ამბის შესახებ უამბო თან გაფრთხილა რომ არ დალოდებოდა. ყავა აიღო და კაბინეტს მიაშურა სავარძელში მოწყვეტილი ჩაეშვა...ბედნიერი იყო დღევანდელი დღით მან შეძლო და დღეს კიდევ ერთ ადამიანს დაეხმარა.. ხალათი მოცვა და სალომეს პალატას მიაშურა...ლილეეს შესვლაზე სალომეს შეეღვიძა, წამლებს და გასასხმებს შედეგი უკვე გამოეღო სალომე უკვე მშვიდად გამოიყურებოდა..

-აბა როგორ ხარ?

-უკეთ..

-აბა პულსი მაჩვენე სკამი სალომეს ლოგინთან მიიტანა და ახლოს ჩამოჯდა ლილე...

პალატაში ვიღაც გიჟივით შემოვარდა ...სალიტა, როგორ ხარ, ბავშვი ხომ კარგად არის...

ლილეს თავი არ აუწევია, მაგრამ მარამ რა საჭირო იყო დანახვა, მისი ხმა...

ხმა რომელსაც მილიონში ამოიცნობდა..

-ნუ ნერვიულობ გეგა, ხომ გითხარი ჩვენ კარგად ვართ...

-მაპატიე, ვერ ვზრუნავ სათანადოდ თქვენზე, როცა გჭირდებოდი მე არ ვიყავი...

-შენ თუ არა ჩვენზე ვინ ზრუნავს? სისულელეს ნუ ამბობ...გაცანი ეს ჩემი ექიმია, მან მიპოვა ქუჩაში და აქ მომიყვანა...

გეგამ მხოლოდ ახლა გაიაზრა რომ ოთახში კიდევ ერთი ადამიანი იყო უკაცრავად ძალიან შემეშინდა არც მოგესალმეთ, ფეხზე წამოდგა და ლილესკენ შებრუნდა...

ლილემ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და საკუთარ თავს ფეხზე წამოდომა აიძულა თავი მაღლა ასწია და გეგას თვალი გაუსწორა...

ლილე

გეგა

-მადლობა...

-მარტო დაგტოვებთ...

ლილე ჩქარი ნაბიჯით დატოვა პალატა კაბინტის კარები გადაკეტა და იქვე კარებთან იატაკზე ჩაიკეცა...

- შვილი ეყოლება, სხვა აჩუქებს იმ ბედნიერებას რაც მე წავართვი...

არც გეგა იყო უკეთეს მდგომარეობაში სავარძელში მოწყვეტით ჩაესვენა...

-კარგად ხარ?

-კი

-მე სხვაგვარად ვფიქრობ, მისმა დანახვამ რატომ იმოქმედა შენზე იცნობ?

-არა საიდან?

-ცუდად იტყუები, არც ის იყო უკეტეს მდგომარეობაში..

-სისულელეს ამბობ შენს გამო შემეშინდა..

-როგორც იტყვი...მაგრამ ძალიან ლამაზია არა?

-კი..ამოისუნთქა და ამ ამოსუნთქვას თითქოს გული ამოაყოლაო გეგამ

-აბა არ ვიცნობო..

-არ ვიცნობ, სისულელების სუბარს შეეშვი, დაისვენე მე აქ ვიქნები...

-მადლობა გეგა რომ ჩემთან ხარ...

- შენ და შენი პატარა ლაშას დანატოვარი ხართ, ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები, იცოდე რომ მე შენი ძმაა ვარ, თქვენი ბიჭისთვის კი ბიძაც ვიქნები და მამაც ...არასდროს დაივიწყო ეს..

-როცა ჩემმა ოჯახმაც კი უარი თქვა ჩემზე, როცა ლაშა სამუდამოდ წავიდა ჩვენგან შენ და შენმა ოჯახმა არ გამწირეთ...

-არ იტირო, გთხოვ..

-ბედნიერი მინდა იყო...შენ ყველაფერს კარგს იმსახურებ, და რამდენიც არ უნდა უარყო ვგრძნობ რომ ეს ის გოგოა რომლის გამოც იტანჯები...

-ჩვენს შორი დარჩეს..

გაგრძელება იქნება ...

3
257
4-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
257
  
2023, 1 აპრილი, 1:25
https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/158510-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-7/106/
2023, 28 მარტი, 0:43
ოთხშაბათს დაიდება ..ბოდიში დაგვიანებისთვის
2023, 26 მარტი, 22:41
დღეს კვირაა, დაკარგული ცხოვრება 7 სად არის ვერ ვნახულობ?
0 1 3