x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508651
4 საოცარი ფაქტი ფარნავაზზე
https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/98468-%E1%83%A5%E1%83%9

იხილეთ 4 საოცარი ფაქტი ფარნავაზზე:

1.ფარნავაზი იყო ქართლის მეფე, რომელმაც შექმნა ერთიანი სამეფო, დაამკვიდრა ქართული ანბანი, დააარსა ქალაქი მცხეთა, საფუძველი ჩაუყარა ფარნავაზიანთა დინასტიას და სხვ. იგი იყო ქართლის მამასახლისის, სამარას ძმისწული, მამით ქართლოსიანი, დედით - სპარსელი. ფარნავაზის მეფობის თარიღის ზუსტი განსაზღვრა ძნელია. სამეფო ტახტი მას ძველი წელთაღრიცხვის III საუკნის 90–80–იან წლებში უნდა დაეკავებინა.

2.ძველი ქართული ისტორიული კრებულის, "ქართლის ცხოვრების" ცნობით, ფარნავაზმა "განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული...". ამ ცნობას ბევრი ისტორიკოსი იზიარებს. თუმცა ფარნავაზის დროინდელი ქართული წარწერა ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი.


3.ძველად სხვადასხვა კუთხის ქართვე ლები განსხვავებულ ღვთაებებს სცემდნენ თაყვანს. ფარნავაზმა სამფეოს მთავარ ღვთაებად არმაზი გამოაცხადა და მისი კერპი მცხეთასთან ახლოს, არმაზის მთაზე აღმართა. სპილენძისაგან ჩამოსხმული არმაზის კერპი ძვირფასი ქვებით იყო მორთული. ის მეომარს განასახიერებდა და ხელში ბასრი მახვილი ეპყრა.

4.გადმოცემის მიხედვით, ერთხელაც ფარნავაზი ნადირობისას ირმის ჯოგს წააწყდა. მისგან დაჭრილი ირემი კლდის პირას დაეცა. ფარნავაზმა იქვე გამოქვაბული შენიშნა, სადაც აურაცხელი განძი იყო დამალული. ნაპოვნი განძით ფარნავაზმა ჯარი დაიქირავა და აღჭურვა. შემდეგ დასავლეთ საქართველოს მმართველს _ ქუჯს დაუკავშირდა და აზოს წინა აღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. ქუჯიმ პასუხი არ დააყოვნა: `შევერთდეთ, რათა გაიხაროს ყოველმა ქართველმა... თუ გავიმარჯვებთ, შენ იქნები მმართველი, ხოლო მე ქვეშევრდომი"


0
169
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0