x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სპილო
imageსპილო ყველაზე დიდი ძუძუმწოვარია დედამიწაზე. სპილოს წონა 5-6 ტონაა, ხოლო სიმაღლე 3, 5-4 მეტრია და ხმელეთის ყველაზე დიდი ცხოველია. სპილო ნაყოფს 22 თვე ატერებს მუცლით. ახალდაბადებული სპიყვი დაახლოებით 150კგ-მდე აღწევს და დღეში 9 ლიტრამდე დედის რძეს სვამს, თუ დედის რძე შემოაკლდება მაშინ მეორე "დედა" წაეხმარება ხოლმე. სპილოს ხორთუმი წაგრძელებული ცხვირია რომელიც ზედა ტუჩთან არის შეერთებული. უიმისოდ სპილო სასიკვდილოდაა განწირული. გამოკვეთილი დიდი ყურების საშუალების სპილო იგრილებს თავს, რადგან ყურების სისხლის ტემპერატურა 5-6 გრადუსით ნაკლებია ორგანიზმის საერთო ტემპერატურაზე. მისი სქელი სვეტებივით ფეხის ტერფები მიწაზე დადგომისას ფართოვდება, რითაც საყდენის ფართობს ზრდის. ეშვები ზედა ყბის გამონაზარდებია, ეხმარება გზის გაკვლევაში, მიწის გათხრაში, ისინი ხშირად ემტვრევა, უცვდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეზრდება. ეშვის რეკორდული წონა 200 კგ-ია. სპილო ძირითადად ტროპიკოლ სარტყელში ცხოვრობს. მხოლოდ ამ ზონას ძალუძს გამოკვებოს ეს ვეგეტარიანელი ღორმუცელა - ის ხომ დღე-ღამეში 300კგ-მდე მცენარეულ საკვებს მიირთმევს.

სპილო ადამიანის ასაკისოდენას, დაახლოებით 60-70 წელს ცოცხლობს, 12 წლისათვის უკვე ზრდასრულია, ხოლო 30-40 წელი, მათი ორგანიზმის გაფუჩქვნის ხანაა. სპილო სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, თავისი სიკვდილით კვდება, (მისი მომრევი ცხოველთა სამყაროში არავინაა) თუ ადამიანმა არ მოუსწრაფეს სიცოცხლე.

სპილოებში მატრიაქატია გამეფებული ზრდასრული მამლები ცალკე დადიან.

სპილოს ყველაზე დიდი მტერი ადამიანია. რადგან სპილოს ძვალი და ეშვები ძვირფასია და გამოიყენება სამკაულების, სამშვენისს, ბილიარდია ბურთების, როიალის კლავიშების და ასე შემდეგ.


ამის გამო აფრიკაში ყოველწლიურად 100000 სპილოს კლავდნენ. პლასმასის გამოგონებამ და ნაკრძალების შექმნამ სპილო გადაშენებას გადაარჩინა მაგრამ მათი რაოდენობა ბოლო წლეების განმავლობაში ძლიერ შემცირდა. ინდური სპილოს გაწვთნა შსაძლებელია და მას მძიმე ტვირთების გადასატანად იყენებენ, ასევე ცირკებშიც ყავთ. აფრიკული სპილო არ იწვთნება. სპილოებს უძველეს დროში საომარ საქმეშიც იყენებდნენ, მაგალითად ალექსანდრე მაკედონლის წინააღმდეგ ინდოელებმა. სპილოები საომარ ძალად პირველად ინდოელებმა გამოიყენეს, შემდგომ იყენებდნენ ელინისტური სახემჭიფოები და კართაგენი რომის წინააღმდეგ პუნიკურ ომებში.


imageimage







1
7568
2-ს მოსწონს
ავტორი:ზერო
ზერო
7568
  
2016, 14 თებერვალი, 17:46
ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი ვეშაპია
0 1 1