x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გაბედავდით 56-სართულიანი შენობის თავზე გაკეთებულ აუზში ცურვას?
image
სასტუმროების თავზე აუზების მოწყობა სიახლეს არ წარმოადგენს განვითარებულ ქვეყნებში, მეტიც ტურისტების და ზოგადად სასტუმროს სტუმრებს სთავაზობენ ექსტრიმს, სასტუმროს თავზე გაკეთებულ აუზში ცურვის სახით. აუზში რომლის ფსკერიც ზეგამძლე მინითაა დამზადებული.



ჩემდა გასაკვირად ერთერთ საიტზე აღმოვაჩინე რომ რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში შარშან გაუხსნიათ ცათამბჯენი "ვისოცკი", რომელიც ერთადერთია რუსეთში, შენობის თავზე გახსნილი ორი აუზით.


აუზიდან აუზში გადაედინება წყალი, რომელიც იფილტრება და საჭირო ტემპერატურასაც უზრუნველჰყოფს აპარატურა.



აუზების სიგანე 3 მეტრია, ერთი აუზის სიგრძე 20 მეტრია, ხოლო მეორე აუზისა კი 11 მეტრი.



ცათამბჯენის თავზე აუზების გაკეთების იდეა მის მფლობელს მიაწოდა სინგაპურში ერთერთი სასტუმროს თავზე ნანახმა აუზმა. სასტუმროს მფლობელი ბიზნესმენი ანდრეი გავრილოვსკი ცდილობს გინესის წიგნში მოხვდეს მისი ჩათამბჯენის აუზები, რომლებიც ერთადერთია ჩრდილოეთში.
image
ალბათ ბევრი ვერ გაბედავს ამ აუზებში ცურვას, მისი სიმაღლიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ აუზის კიდეებს დამცავი საშუალებები აქვს შემოვლებული.


მიუხედავად აუზის ცათამბჯენის თავზე განთავსებისა, ხშირად ჰყავს აუზებს სტუმრები, ექსტრემალურ პირობებში გართობას ბევრი მსურველი ჰყავს.


მართალია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო უცხოელები ნაკლებად ჩადიან რუსეთში, მაგრამ რუსეთს მდიდარი ბობოლები ნამდვილად არ აკლია და აუზებსაც მომხმარებლები არ მოაკლდება.

imageimage

0
176
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
176