x
image
ინტერ-გოგონა
დაკარგული ცხოვრება 5
image
ახალი დღე გათენდა ლილემ თვალი გაახილა თუ არა პირველი რაც გაიფიქრა "დღეს ყველაფერი დამთავრდება" იყო..ბედნიერი წამოხტა საწოლიდან და გოგონებიც გააღვიძა...

მთელი დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს გვერდიდან არ შორდებოდა ცდილობდა დიდხანს და ბევრჯერ ჩხუტებოდა მათ რადგან მათი სითბო დიდხანს გაყოლოდა ვინ იცის როდის შეძლებენ დაბრუნებას ან როდის ჩაიკრავს დედა ასე თბილდ გულში...

საღამოს ლევანმა მოაკითხა და გოგოები ლილეს ბინაში გაიყვანა...გეგმა ანიკას მოფიქრებული იყო ასე დილამდე ვერავინ გაიგებდა ლილეს გაუჩინარებას...ანიკამ ყველა გააფრთხილა რომ გოგოების ფართი იქნებოდა საღამოს და ვისაც სიცოცხლე უნდოდა მათ არ უნდა გაკარებოდა.. ლილე გოგონებს დაემშვიდობა და დათქმულ ადგილას გაემართა..

-იქნებ არ წახვიდეთ, არ მომწონს ეს გაქცევის იდია..


-ხვალ ქორწილი აქვს, ახლა თუ არ ჩავჭიდებ ხელს და აქედან არ წავიყვან სხვა შანსი არ მექნება...

-არც მერე მოგასვენებთ...

-უუფლებობა მკლავდა ძმაო, ხმას ვერ ვიღებდი რადგან მისი საცოლე იყო, როგორ ფიქრობ ჩემი ცოლის დაცვას ვერ შევძლებ...

-მეშინია ძმაო ასე უცებ როგორ შეგიყვარდათ ერთმანეთი, არ მინდა თავი დაიღუპო...

-თურმე ერთი ნახვით შეყვარება შესაძლებელი ყოფილა..

-მე მიგიყვანთ ძმაო აეროპორტში ასე უფრო მშვიდად ვიქნები...

-არა ძმაო მარტო წავალ შენ დილით აეროპორტში გადი და ჩემი მანქანა სახლში გაიყვანე და ჩემებსაც აუხსენი ყველაფერი..

-კარგი ძმაო..

-ოღონდ რომც გაწამონ არ უთხრა რომ ჩემს დასთან წავედით.

-ბედნიერი იყავი ძმაო...ერთმანეთს მიხედეთ და გაუფრთხილდით... გეგა ლექსოს გადაეხვია და მანქანაში ჩაჯდა...სახლში ასვლა არ უფიქრია იცოდა იქ ვერ მოისვენებდა და უმისამართოდ მანქანით ხეტიალი ამჯობინა, წვიმამმაც დაიწყო და სევდა უფრო მოეძალა..არადა ეხლა ბედნიერ უნდა ყოფილიყო მის ძმას ცოლი მოყავს მაგრამ თავს უცნურად გრძნობდა თითქოს სუნთქვა ეკვროდა მანქანის მინა ჩამოწია და სახე წვიმის წვეთებს შეუშვირა...

ლილე დათქმულ დროს დათქმულ ადგილას იყო მაგრამ გეგა არსად ჩანდა მოვა აუცილებლად მოვა მარტო არ დამტოვებს უმეორებდა საკუთარ თავს და გზას გაჰყურებდა...დრო მიდიოდა მაგრაამ გეგა არ ჩანდა ლილე შიშმა შეიპყრო არ უფიქრი რომ გეგა არ მოვიდოდა ერთადერთი რაც აშინებდა ლევანი იყოოო ნეტა ხომ არაფერი დაუშავა...ფიქრებიდაან სმსის ხმამ გამოიყვანა

"არ შემიძლია დავტოვო ყველაფერი და შენთან ერთად გავიქცე, მაპატიე, თუ შეგიძლია თურმე საკმაოდ ძლიერად არ მყვარებიხარ"

ლილეს თვალს დაებინდა ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, სუნთქვა შეეკრა, უნდოდა სიმწრისგან ეღრიალაა მაგრამ არც ამის ძალა შერჩა..ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია როგორ მიუხლოვდა ლევანი გეგა გახრებულმა ახდა სიბნელეში თავზე წამომდგარ სლუეტს მაგრამ ღიმილი სახეზე შეეყინა როცა ლევანი დაინახა...ლევაანმა ლილეს სველი ტელეფონი აიღო ლილეს გამორთმევა არც უცდია რადგან უკვე მისთვის ყველაფერი სულერთი იყო...

-ბოდიში იმედები გაგიცრუე, გეგა არა ისევ მე ვდგავარ შენს წინ და ყველა დამცირების მიუხედავად კიდევ არ შემიძლია შენი მიტოვება...

-წადი ...

ლევანმა გეგას მოწერილი ხმამაღლა წაიკითხა და ტელეფონი ლილეს გაუწოდა...

-გაქცევა შესთავაზე?ღირდა ამ ყველაფრად?შენს ცრემლებად ღირს? უკვე ხმის ტემპს ვეღარ აკონტროლებდა ლევანი..

-თუ რამე დაუშავე იცოდე ....

-მშიშარა, ლაჩარი ქალის დაცვაც ვერ შეძლო, ასეთია სიყვარული?...

-ლევან წადი...

-ნამდვილად სწორი იქნება ეხლა ჩემი წასვლა მაგრამ არ შემიძლია...მე სხვანაირად მწამს სიყვაარული არ შემიძლია ასეთ მდგომარეობაში აქ დაგტოვო..

-არავის შეცოდება არ მჭირდება ლევან მე თავად მივხედავ ჩემს თავს...

-არ მეცოდები, მაგრამ ზრუნვა გჭირდება, არაადეკვატურად იქცევი სისულელებს აკეთებ, წვიმაში ზიხარ, სველდები, შენი თავი არ გიყვარს ფეხებზე გკიდია მე ვნერვულობ შენზე თუ არა გასაგებია მაგრამ ბავშვი?

-ცუდი დასანახი ვარ ხოო? გეთანხმები, მაგრამ ამ ყველაფერში დამნაშავე შენ ხარ შენ ამოატრიალე ჩემი ცხოვრება და აქციე ჯოჯოხეთად...

-ვიცი არ ვუარყოფ, მაგრამ მომეცი უფლება გამოვასწრო ეს ყველაფერი...ჩასჭიდე იმ ხელს ხელი და იმ კედელს დაეყრდენი რომელიც არასდროს ჩამოგეშლება, ვხვდები და მესმის რომ ბრაზობ ჩემზე მართალიც ხარ.

-კარგი რომ ხვდები...

-დავქორწინდეთ ლილე აქედან წავიდეთ, მე შენ არაფერს დაგაძალებ დაიბადება ბავშვი და თუ არ გენდომება ჩემთან ცხოვრება თუ ვერ შევძლებ შენი სიყვარულის დაბრუნებას სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან...

-კარგი ლევან..წავიდეთ აქედან...

-წარსული აქ უნდა დარჩეს ლევანმა ლილეს ტელეფონი გამოართვა და მტკვარში მოისროლა მერე ლილეს მიუბრუნდა და ხელი გაუწოდა..

ლილემ გამოწვდილ ხელს ჩასჭიდა ხელი ძალა გამოცლისს და იმედგაცრუებულს ცხვრების ხალისი აღარ ქონდა და დანებდა ცხოვრებაას ეხლა მთავარია აქაურობას გაეცლოს...

უკვე მეორედ გაუცრუვდა იმედი უკვე მეორედ უღალატეს...

ისევ დაეცა მაგრამ ამჯერად წამოდგომა არც უცდია...

ლევანმა და ლილემ მეორე დღეს ხელი მოაწერეს ქორწილიც შედგა და საღამოს სიძე დედოფალი გერმანიაშიც გააცილეს ახლობლებმა. ბრაზისგან დაბრმავებულ ლილეს არც უფიქრია გაერკვია თუ რა მოხდა სინამდვილეში...

მესამე დღეს გადაიყვანეს გეგა რეამინაციიდან პალატაში სწორედ მაშინ გაიგო გეგამ ლილეს გათხოვების ამბავი ყველაფერს დალეწავდა ირგვლივ ფეხზე ადგომა რომ შეძლებოდა უაზროდ მიჩერებოდა ჭერს და თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეღრიალა სიმწრისგან...როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი? ცდილობდა თვალებ ფართოდ გაეხილა რომ არ ეტირა მაგრამ ტკივილმა თავისი ქნა...ბრაზობდა საკუთარ თავზე რომ ლილეს სიყვარული დაიჯერა და იწამა...

საქმე ხულიგნობის ფაქტზე აღძრეს დამნაშავე თავად გამოცხადდა მილიციაში განაცხადა რომ პატარა ავარია მოუვიდა შემდეგ ვერ შეთანხმდენ და აფექტურ მდგომრეობაში ვერ გაკონტროლა თავი და დაზარალებულთან ჩხუბი მოუვიდა, რომ ძალიან ნანობს საკუთარ საქციელს და შეწყალებაც მოითხოვა...ყველამ დაიჯერა ეს ამბავი მაგრამ არ სჯეროდა ლექსოს, მაშოსაც ეჭვები გაუჩნდა როცა ვერსად დაინახა გოგო რომელთანაც ერთად მისი ძმა გაქცევას აპირებდა...მაგრამ გეგაც ისე როგორც ლილე ბრაზმა დააბრმავა და სიმართლის გაგებაზე უარი განაცხადა...დუმდა თავად და არც ლექსოს და მაშოს აძლევდა ხმის ამოღების უფლებას...

განაჩენი ისე გამოუტანეს ამ ორმა ერთმანეთს არც კი უფიქრიათ ერთი კითხვა მაინც დაესვათ ერთმანეთისთვის, ქორწილზე ნიუსის შემდეგ არაფერი სიახლე დაწერილა ლილეს შესახებ, გაქრა ლილეს ყველა სოც ქსელი ინტერნტიდან... როცა პატარა დაიბადა მაშინ სცადა გეგასთვის დარეკვა ნაცნობი ხმის გაგონებაზე ისევ შეახსენა ბრაზმა თავი თვალწილ გეგას სმს დაუდგა "არ შემიძლია დავტოვო ყველაფერი და შენთან ერთად გავიქცე, მაპატიე, თუ შეგიძლია თურმე საკმაოდ ძლიერად არ მყვარებიხარ" უხმოდ გათიშა ტელეფონი პატარა გეგა გულში ჩაიკრა და მთელი ღამე ტირილში გაათენა...ლილემ შვილს გეგა დაარქვაა მისი გადაწყვეტილება ყვლას გაუკვირდა რადგანაც ლილე ყოველთვის ამბობდა რომ როცა პირველი ბიჭი ეყოლებოდა მას ძმის საპატივცემულოდ ნიკას დაარქმევდა...სიმართლე მხოლოდ სამმა ადამიანმა იცოდა ანიკამ, მარიმ და ლევანმა...მხოლოდ ერთხელ გაიცინა ლილემ გულით როცა სამშობიროდან სახლში დაბრუნებულს ანიკა, მარი და ნიკა დახვდა სახლში...


ბრაზის და იმის მიუხედავად რომ იცოდა ლილე არ იყო საქართველოში იქნებ დაბრუნდას ფიქრით პირველი ერთი წელი თითქმის ყოველ დღე მიდიოდა ლილეს სახლთან მაგრამ ლილეს შესახებ არაფერი ისმოდა...

ნინაკა გვერდიდან წამით არ მოშორებია გეგას, მისი გაგდება არ უფიქრია მაგრამ არც მის ცხოვრებაში შემოსვლის ნება დართო.სრულად გადაერთო სამსახურის საქმეებში მაქსიმალურად ცდილობდა საქმით ყოფილიყო დაკავებული რათა დრო არ დარჩენოდა ლილეზე ფიქრისთვის მაგრამ ლილე არ მიდიოდა მისი ფიქრებიდან.ათასნაირად ქონდა მასთან შეხვედრა წარმოდგენილი და ოცნებობდა იმ დღეზე როცა თვალებში ჩახედავდა და საკუთარ სათქმელს ეტყოდა...

ამ ბრაზში გავიდა ხუთი წელი...

ლილემ თავი შვილს და სწავლას მიუძღვნა ლევანი ყველანაირად ცდილობდა კარგი ქმარი და მამა ყოფილიყო, განქორწინებაზე არ უფიქრია ლილეს შვილის გამო და საყვარელი ადამიანებისთვის საკუთარ ბედნიერებაზე თქვა უარი, უფრო სწორედ იძულებული გახდა რადგანაც თურმე ვინც უყვარდა მას საკმარისად არ ყვარებია...

ლევანი სამსახურის გამო თბილისში დარუნდა ლილე კი შვილთან ერთად გერმანიაში დარჩა, მაგრამ ლევანი საყვარელ ქალზე ზრუნვას არც თბილისიდან წყვეტდა უფრო მეტიც ყოველ თვეში ერთ კვირას მათთან ატარებდა, მაგრამ ძველი ურთიერთობის აღდგენა მინც ვერ შეძლეს...

ხუთი წლის შემდეგ ლილეს როცა მამის მძიმე ავადმყოფობის ამბავი გაგიგო გაბედა და საქართველოში შვილთან ერთად პირველდ ჩამოვდა, მამა ერთ თვეში გარდაიცვალა ლილეც საქართველოში დარჩა საცხოვრებლად საკუთარი პრფესიით მალე მუშაობაც დაიწყო მიუხედვად იმისა რომ ხუთი წელი გავიდა მას კიდევ ეშინოდა გეგასთან შეხვედრა, რადგამმ მისი გრძნობა ბრაზის მიუხედავად არ შეცვლილა ლილეს ისევ უყვარდა გეგა, თან ის ფაქტი რომ მას შვილის არსებობას უმალავდა მოსვენებას არ აძლევდა...

ლილეს დარჩენის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა ლევანი რადგანაც ხვდებოდა რომ ლილე თუ გეგას შეხვდებოდა თავს ვერ შეიკავებდა და სიმართლეს ეტყოდა, ლევანს არ უნდოდა ოჯახის დაკარგვა...მაგრამ ლილე განიცდიდა იმ წლებს რომელიც მამის გვერდით ვერ გაატარა და არ უნდოდა იგივე შეცდომა დაეშვა დედასთან მიმართებაში...

ამ შიშით ცხოვრებამ დიდი როლი ითამაშა ლევანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ეჭვიანობის გამო კი მათი ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბული და ცივი გახდა..

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა ი ქ ნ ე ბ ა


5
118
2-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
118
  
2023, 21 მარტი, 0:10
https://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/158086-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-6/106/
2023, 16 მარტი, 14:44
????????
2023, 14 მარტი, 20:34
კვირას საღამოს :)
2023, 14 მარტი, 15:29
დაკარგული ცხოვრება 6, ჯერ არ არის, როდის იქნება?
0 1 5