x
image
ინტერ-გოგონა
იასამნების ფერი აქვთ თურმე, გულებს, როდესაც ნამდვილად უყვართ!..

image
წარსულში ჩაბარდა უმზეო დღეები,
უდროო ლოდინი მიღვიძებს იარებს,
სულ მარტომ გავლიე ამ ზამთრის თვეები,
სევდამ და ტკივილმა ჩემს გზაზე იარეს.

დღეიდან უთუოდ ძლიერი ვიქნები,
სხვის ღიმილს და ტკივილს კი გავიზიარებ,
მეც როგორც გვირილა მზისაკენ ვიხრები,
არ მინდა დღეს დარდი და გავიმზიანებ.

მინდოში ფარფატებს ოცნების პეპლები,
ქარია და მასაც არ ეპუებიან,
სუყველა ჭრელია ლამაზი ფერები,
ერთურთს კი საოცრად თბილად ეპყრობიან.

ხანდახან მოვიწყენ და განვმარტოვდები,
თუმც გულში ოცნება მრავალჯერ მქონია,
მე ასეთ ცხოვრებას მაინც არ ვნებდები,
ეს ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე მგონია.

ხანდახან მოვილხენ და გავიღიმები, ვიფიქრებ ვითომდა პატარა გოგო ვარ,
ვნატრობ რომ ლამაზი დამიდგეს დღეები,
თორემ სულ ავდარში ნიადამ ცოდო ვარ.

მაიკო მამადაშვილი.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შეპყრობილი ვარ კესანების
ცისფერი ფერით,
აყვავდებიან, დაჭკნებიან
და ისევ გელი...
-არ დამივწყო! ჩურჩულებენ... მე თმებში ვიბნევ ... მათმა შელოცვამ დააბრუნოს ძველი დრო იქნებ...

თინა ლომთაძე


-–-––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ღამე დილაში, ვარდი ქილაში
რაკი მშვიდობით გათენდა
ეს ღამე შვიდი მარტისა,
გამომხატველი აღარ ვარ
არავითარი დარდისა,
წავალ,
დავივლი გორებსა,
დავკრეფ
იების კონებსა,
და,
სათითაოდ მივართმევ
ჩემს ღამენათევ ქალებსა -
იებსა შენამსჭვალებსა,
ვარდებსა ფერნაცვალებსა,
ახალ დღის სიხარულისათვის
იმათ გახელილ თვალებსა,
დავკოცნი თვალუხილავად,
უსიტყვოდ ვეტყვი ალერსსა...
ქალებსა, ჩემსა ქალებსა,
გამხარებ-გამამწარებსა.
ბესიკ ხარანაული


-–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

image
" დასასრულის დასასრული "
ფიქრებს სადღაც შორეულში ენატრები..
ცაზე თითქოს ნათლისღება ისახება...
ასე წმინდად სპეტაკია სიყვარული..
ორი გულის ერთმანეთზე შეხორცება...
გაზაფხული თოვას იწყებს ყვავილებით..
შენს ნაზ ხელებს ჩუმი დაღლა დატყობიათ...
როგორ უჭირს ამ გულს ყოფნა უშენობით..
ასეთ ყოფნას აღარ ყოფნა ურჩევნია ...
შენ დილა ხარ განთიადი შემოდგომის..
სუსხის ვნებით სხეულზე რომ მეკონები...
იასამნის სინანულის ცრემლები ხარ..
გაზაფხულს რომ მოკრძალებით ეთხოვები ...
გარეთ წვიმს და სული ცრემლით მისველდება..
პასუხს ვეძებ ცაზე მინდაა დაიხატოს...
ვეღარ ვგუობ ამ ცხოვრებას უსამართლოს..
როგორ მინდაა როგორ მინდაა დაგინახო...
გვირილებით მარჩიელობს ჩუმად გული..
მოვა?? არა!! აღარ მოვაა გაზაფხული ...
იასამანს ცრემლი მოსდის სინანულის..
და იწყება დასასრულის დასასრული...
ზაზა ბაგალიშვილი
----------------------------------------------------------------------------

ისე ქათქათა და ხალასია,
პირზე აკინძვია ღიმილები,
რაღაც სხვანაირად ლამაზია,
ქალი, ვისაც უყვარს გვირილები.
უფრო თეთრთანაა საზიარო,
ხალისს ვერ უმალავს ტკივილები,
ქალი სხვანაირად ნაზი არის,
თმეში გაბნეული გვირილებით.
მკლავზე დაჰყოლია ლურჯი ხაზი,
მხრებზე საოცარი თმების სუნი,
თხელი ტერფები და ისე ნაზი,
როგორც ახალპირა გაზაფხული.
ხელში ბედისწერას აშენებენ,
ფოთლებს დაჰყოლია ღიმილები,
ღმერთო რა საოცრად ამშვენებენ,
ქალებს საგვირგვინო გვირილები.
ნანა მეფარიშვილი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წამებს ითვლიან იასამნები,
მოედონ ქუჩებს იისფერ სუნთქვად.
დაათრონ სულის სხვა სამანები
და გადარიონ გულები სულ მთლად.
თვალებს ახელენ იასამნები,
ნიავებს უდევთ თითები პულსთან.
გაიშლებიან ცაში აფრები, -
და მოდგებიან სხივები ზღურბლთან.
თავს იწონებენ იასამნები,
და სადედოფლოდ ქარგავენ ვუალს...
იასამნების სეზონებს ელის,
ყველა, ვისაც კი სიცოცხლე უყვარს!
სულ ცოტა დარჩა, ძალიან ცოტა,
ყლორტებს კვირტებში სიცილი უდგათ...
იასამნების ფერი აქვთ თურმე,
გულებს, როდესაც ნამდვილად უყვართ!..
ია ნანეიშვილი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სიყვარულით ინტერ-გოგონა
0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0