x
image
ინტერ-გოგონა
დაკარგული ცხოვრება 3
image
"ბათუმში ვიყოთ და ზღვის დონიდან 2058 მ- ზე არ ვისუნთქოთ?


ვფიქრობ უპატიებელი შეცდომა"


გეგამ მაინც ვერ მოისვენა და სმს მიწერა ლილეს არც პასუხმა დააგვიანა



"მწვანე ტბა? ვფიქრობ კარგი აზრია"



"ასე მარტივად გამოიცანი? გამაკვირვე... დილით შვიდ საათზე გავიდეთ"


ლილემ ტელეფონი ბალიშის ქვეშ დადო და ძილს დანებდა...


დილით დათქმულ დროს გავიდნენ მთელი გზა მარტო ანიკას წუწუნი ისმოდა, დილით ადრე გაღვიძებაზე დარდობდაა...


ლილე ულამაზესი ხედებით ტკბებოდა და ხმას არ იღებდა გეგა ხშირად სარკისკენ აპარებდა თვალს რომ ლილესთვის წამით მაინც მოეკრა თვალი...


ლექსო კი მეგობარზე ბრაზობდა და შიგადაშიგ ანიკასთან კინკლაობდა...


იდიალურმა გარემომ ბოლოს თავისი სათქმელი თქვა, ოთხივე მათგანი რეალობას მოწყდა, დროს ისე იდიალურად ატარებდნენ რომ თითქოს ერთმანეთს მთელი ცხოვრება იცნობდნენ..


თუმცა დროდადრო ანიკა და ლექსო მაინც ახერხებდნენ ჩხუბს 3077 ფოტოდან ანიკას არცერთი მოწონდა რასაც ლექსო სულ გამოყავდა წყობიდან ...


ბოლოს ემოციებით და ასევე ფიზიკურად დაღლილებმა დაბინავება გადაწყვიტეს კარვები გაშალეს კოცონიც დაანთეს და ოთხივე მის ირგვლივ შეიკრიბა


- კიდევ კარგი რომ ყავა არსებობს..


-კონიაკი ჩაამატე უფრო კარგი იქნება შესთავაზა ლექსომ ანიკას..


-არ გირჩევ არც თუ ისე კარგი სიმთვრალე აქვს, შეიცოდე საკუთარი თავი ჩაერია ლილე


-ჩხუბისთავია?


-არა უბრალოდ ცოტა ბევრს ვლაპარაკობ თავი იმართლა ანიკამ..


-შენ დღეს რაც ილაპარაკე ამაზე მეტი შესაძლებელია?


-ხმას არ ამოვიღებ თუ შეგაწუხეთ...


-მართლა რა ბედნიერება...


-ტყუილად გიხარია ლექსო დიდხანს არ გასტანს ეგ სიჩუმე...


-კარგი ბატონო, მე გავჩუმდები და აგერ გეგა გაგართობთ ანიკამ გეგას გახედა რომელიც ჩუმად იჯდა და ცარიელი თვალებით უყურებდა ცეცხლს და საერთოდ არაფერი ესმოდა თუ რა ხდებოდა მის ირგვლივ..მისი ერთადერთი საფიქრალი მხოლოდ ის იყო რომ გოგო რომელიც მის გვერდით ასე ახლოს იჯდა სულ რაღაც ორ ღამეში სამუდამოდ წავიდოდა მისგან და ძალიან დიდი ალბათობა იყო იმის რომ მისი ნახვის უფლება აღარ ექნებოდა..გეგა თავადაც ვერ ხვდებოდა როგორ გახდა ეს პატარა გოგო ასე მოკლე დროში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი..


-გეგა კარგად ხარ? ფიქრებიდან გეგა ლილეს ხმამ გამოიყვანა


-კი, ცოტა დავიღალე აბა კონიაკს ვინ ვის აძალებდა, იქნებ მეც დამაძალოთ?


ოთხი ჭიქა შეავსო და ყველას დაურიგა..


მოდი ამ სილამაზეს გაუმარჯოს....


-გაუმარჯოს სამივემ ერთხმად შესძახეს და ჭიქებიც ერთდროულად გამოცალეს..


გეგამ ჭიქები თავიდან შეუვსო ყველას და თავის ადგილს დაუბრუნდა..


ანიკასაც ზუსტად ერთი ჭიქა ეყო საკუთარი პირობის დასავიწყებლად და ისევ აჭიქჭიკდა..


გვიანობამდე სხვადასხვა თამაშებს იფიქრებდა, სამივეს აიძულებდა თამაშს და წინაღმდეგობასაც ვერავინ უწევდა.. ბოლოს როგორც იქნა დაიღალა და სხვასაც დართო დაძინების ნება...ლილემ ბევრი იწრიალა კარავში მაგრამ დაძინება ვერა და ვერ შეძლო ანიკას გაღვიძებას მოერიდა და ისევ კოცონს დაუბრუნდა...ლილე არ ყოფილა ერთადერთი ვისაც არ ეძინა, დაძინება ვერც გეგამ შეძლო და გარეთ სეირნობა ამჯობინა..


უყურებდა კოცონთან მჯდარ ლილეს და მასთან მისვლას ვერ ბედავდა რადგან იცოდა თუ ეხლა მასთან მივიდოდა თავს ვერ შეიკავებდა და აუცილებლად ჩაეხუტებოდა...ბოლოს მაინც მიუახლოვდა და იქვე სკამზე გადაფენილი პლედი აიღო და სცადა ლილესთვის მოიეფარებინა თუმცა ლილე წამში მოფხიზლდა, ფეხზე წამოხტა და გვერდით გაიწია..


-რა გავაკეთო რომ ჩემი შეხება ასე არ გაშინებდეს, იმ ღამეს არასდროს მაპატიებ?


-მე შენ არ გადანაშაულებ..უბრალოდ არ ვიცოდი რომ შენ იყავი ამიტომ შემეშინდა...თავი დამნაშავესავით იმართლა ლილემ


-კარგი, მაშინ ნება მომეცი ეს მოგახურო, ღამე ცოტა ცივა ... გეგა ლილეს მიუახლოვდა, იმდენად ახლოს რომ ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ პლედი მოახურა, მათი თვალები ერთმანეთს შეეფეთენ...


რამდენი რამ უთხრეს ამ თვალებმა ერთმანეთს, ყველა სიტყვა გულით ნაგრძნობი და გულიდან წამოსული...გეგა ლილეს ტუჩებისკენ დაიხარა...


"არ გააკეთო, არ შეიძლება"


გეგამ ლილე გულში მაგრად ჩაიკრა ის კი ისევ იმეორებდა "არ შეიძლება"


ლილე დამშვიდდი გთხოვ...


ამშვიდებდა ლილეს და უფრო და უფრო მაგრად იკრავდა გულში გოგოს..


გეგა, ცოტაც და მე წავალ...ხომ იცი უნდა წავიდე..


-ლილე...


-საკმარისად დავაშავეთ, მეტს ნუღარ გავურთულებთ ერთმანეთს ცხოვრებას...


-მე, მე არ მინდოდა რომ შენთვის პრობლემები შემექმნა, პირიქით ...


-ვიცი გეგა, მადლობა ყველაფერისთვის რაც ჩემთვის გააკეთე...თან ძალიან ბევრი გააკეთე ჩემთვის...


-ნეტავ მხოლოდ ერთი რამ არ გამეკეთებია, მაშინ შევძლებდით ერთმანეთისთვის თვალებში თამამად ჩახედვას და ჩვენი მეგობრობის გაგრძელებას.


-ალბათ ასე გვეწერა..


-მინდოდა თუ ოდესმე გამისხენებდი შენი სიხარულის მიზეზი ვყოფილიყავი და არა სინანულის...


-დასასრულის მიუხედავად არცერთ წამს არ ვნანობ უბრალოდ მცხვენია და თან შენი, ვისურვებდი საღად მოაზროვნე გაგეცანი...


-ლილე..


-გეგა გთხოვ, აღარ გავაგრძელოთ დავისვენოთ... ხვალ დიდი გზა გვაქვს გასავლელი ტკბილი ძილი...


-ტკბილი ძილი მზე გოგო ...


მხოლოდ ერთი დღე და წავა, ცხოვრებაც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ცოტაც გაუძელი სისულელების კეთების ლიმიტი ამოწურული გაქვს...ვეღარ ვნახავ და აღარც გამახენდება.. სცადა საკუთარი თავის მოტყუება გეგამ და კარავში ხმაურით შეძვრა და ლექსოს სიმყუდროვე დაურღვია...

სად ჯანდაბაში დადიხარ და რას აკეთებ საერთოდ? მოჩვენებასავით წამოჯდა ლექსო გეგას ჯერ კიდევ მძინარე თვალებით მიაშტერდა...


-რასგავხარ ბიჭო შემაშინე..სცადა საუბრის არიდება გეგამ


-გუშინ სხვანაირი ვიყავი თქვენმა მზემ.ნეტა კი გეშინოდეს ჩემი ამდენ სისულელეს ხომ არ გააკეთებდი..


-არაფერს არ ვაკეთებ ძმაო, მორჩა დამთავრდა ყველაფერი ერთი დღეც და აღარასდროს ვნახავთ ერთმანეთს..ერთი სიგიჟე მეც მეპატიება მითუმეტეს თუ იმ წუთას ეს სიგიჟე ბედნიერებას მანიჭებს..



-კი ძმაო ყველა სიგიჟე შეიძლება გამართლდეს რომელიც ქალის გამო არის ჩადენილი და გაბედნიერებს მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს და შენ ეს გიღირს?


-მაგ ფასსაც გავუძლებ, ავიტან..


-მარტო შენ რომ არ ხარ?ნინაკაა რომელსაც გულს ატკენ ამ საქციელით..სხვათაშორის დედაშენის მოსატყუებლად უკვე ფანტაზია აღარ მყოფნის..


-შენ მაინც ხომ იცი რომ ნინაკას როცა დავშორდი ლილეს საერთოდ არ ვიცნობდი..


-ვიცი, მაგრამ ამ გოგოს რომ არ გამოკიდებოდი თქვენ ამდენხანს ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლებდით...


-მორჩა, სიზმარი დასრულდა ძმაო, ხვალინდელი დღე და ყველა ძველ ცხოვრებას ვუბრუნდებით, დედაჩემს შემოვირიგებ...ლილეს აღარასდროს ვნახა, მაგრამ ეს ჩემი და ნინაკას ურთიერთობაში არაფერს შეცვლის..


-თუმცა გინდა რომ ნახო?


-რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მინდა... მაგრამ მას არ უნდა..


-ნამდვილად, როგორც ვამბობდი ყველა თავის ცხოვრებას უბრუნდება, ერთადერთი ზედმეტი შენ აღმოჩნდი... სიზმრების პრინცესა ისევ მის ფულიან და სტატუსიან სიყვარულს უბრუნდება..


-არ დაუბრუნდება...


-დაუბრუნდება, შეიძლება მის მკლავებში განაბულს წამითაც გაახსენდე კიდეც ირონიულად ჩაიღიმებს და მშვიდ ძილს მიეცემა საყვარელი კაცის მკლავებში...


-არ იქნებიან ერთად...


-შენთან არ უნდა მასთანაც არ უნდა აბა მესამეს ეძებს?


-ნეტა სხვა დროს და სხვა ვითარებაში გამეცნო...ახლა უკვე აღარაფერს არ აქვს აზრი, ეხლა უბრალოდ ვდგავარ და ვიხრჩობი“ ამ მთებშიც კი ვერ ვპოულობ საკმარის ჰაერს რომ ჩავისუნთქო და გადავრჩე..


-რა შეიცვლებოდა?მაშინ ნუ გაუშვებ?


-უნდა წავიდეს, თუ ეხლა ხმას ამოვიღებ ვგრძნობ რომ ისიც დარჩება, მაგრამ თუ არ წავა ის დაიხრჩობა, დანაშაულის გრძნობა დაახრჩობს და ამგვარად ის ვერ იქნება ბედნიერი..


-ანუ, უშვებ იმიტომ რომ იყოს ბედნიერი?როგორ მოახერხე რომ საკუთარ თავზე წინ მისი ბედნიერება დააყენე?



-ვუშვებ იმ იმედით რომ ტკივილებს უმკურნალებს, დანაშაულის გრძნობას მოიშორებს და ლაღი და ბედნიერი იქნება...


-და თუ ის სხვა არჩევანს გააკეთებს..


-იყოს ბედნიერი...


-რა გითხრა ჩემო ძმაო შენს ამ მდომარეობაში ნახვას ვერ წარმოვიდგნდი...


- ვერც მე.. გეგამ კარავში შემოჭრილ სინათლის სხივს გააყოლა თვალი.. ესეც ასე თავზეც დაგვათენდა...ამ ერთ დღესაც გავუძლებ გულში გაიფიქრა და კარვიდან გამოვიდაა...


იქვე ტბის პირას მჯდარ ანიკას მიესალმა


-დილამშვიდობის, გოგონა რომელიც სულ ძილზე წუწუნებს ასე ადრიანად აქ რას აკეთებს...


-სადა მშვიდობიანი დილაა, რაღაც უცნაური ხმები მესმოდა მთელი ღამე ვერ დავიძინე შიშით, არ ვარ მე ბუნების ადამიანი რატო არავის ესმის ეს?


- ნუ წუწუნებ აქედან რომ ჩავალთ სადაც იტყვი იქ წაგიყვან..


- კლუბში?


-მანდ არ იღლები ხოო?


-არანაირად..


ანიკამ ეშმაკურად გაუღიმა გეგას და ისევ ტბას გაუსწორა თვალი... გეგასაც აურია ფიქრები ამ სილამაზემ..განვლილი ღამე გაახსენდა და თვალწინ ლილეს შეშინებული თვალები დაუდგა..როგორ არ მინდა რომ ჩემი გეშინოდეს...ფიქრებიდან ანიკამ ხმამ გამოარკვია გეგა...


-გეგა


-გისმენ


-ლილე უნდა წავიდეს...


-ვიცი..


-მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა რომ ჩემი და მარტო არ დატოვე...


-ვალდებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი...


-არა ვალდებული არ იყავი და ეს შენც კარგად იცი...


-სჯობდა სხვა დროს სხვაგვარად გაგვეცნო ერთმანეთი...


-სამწუხაროდ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვსურს...


წავალ ლილეს ვიპოვი სანამ გადაკრიფა ყველა ყვავილი და ფოთოლი...


-აჯობებს შენ დილის ყავაზე იზრუნო მე კი ლილეს ვიპოვი...


-კარგი..


-მოგწონს?


-რა?


თაიგულის შეკვრას თავი მიანება და მზერა თავზე წამომდგარ გეგაზე გადაიტანე ლილემ..


-ყვავილი... გეგა ლილეს გვერდით დაჯდა და პატარა ცისფერი ყვავილები ჩაამატა ლილეს შეკრულ მინდვრის ყვავილების თაიგულს..


-მომწონს პატარაა, სუსტი და მაინც რამხელა სილამაზეს ასხივებს..


-შენსავით...


-სულაც არა.. ლილემ იგრძნო რომ გაწითლდა და გეგას მზერა მოარიდა...


-როგორც იტყვი, ჩემი დაკრეფილი "არდამივიწყოები" კი შენს თაიგულში იყოს..ჩემი სათქმელი თქვან...


-არ დაგივიწყებ...


ამჯერად ლილეს არ უფიქრია მზერა აერიდებინა გეგასთვის, არც მასთან სიახლოვე აშინებდა, მის წინ იდგა მისი თვალებში მხოლოდ ერთი სიტყვა იკითხებოდა არ გამიშვა...


გეგამ პატარა სიფრიფანა გოგო გულში მაგრად ჩაიკრა, ცოტაც და ეს პატარა გოგო დაწვავდა მაგრამ გულიდან მის მცილებას მაინც არ ფიქრობდა, პირიქით შესაძლებელი რომ ყოფილიყო ასე დარჩებოდა მთელი ცხოვრება და მთელი ცხოვრება მის გულის ცემის ხმას მოუსმენდა ისე როგორც ყველაზე ლამაზ სიმღერას...


- დავბრუნდეთ..


- ცოტახანს დავრჩეთ თუ დავბრუნდებით ზღაპარი დასრულდება...


-ადრე თუ გვიან ყველა ზღაპარი სრულდება...


-იქნებ ლამაზად დავასრულოთ ეს ზღაპარი...


-გეგა, გთხოვ წასვლის ნება მომეცი ჯერ წარსულთან მაქვს ანგარიში გასასწორებელი...


-მასთან დაბრუნდები...


-ამაზე საუბარი არ მინდა?


-მინდა ძალიან ბედნიერი იყო...


-ვეცდები... შენც ძალიან ბედნიერი იყავი, რადგან ძალიან, ძალიან კარგი ხარ და ყველაფერს კარგს იმსახურებ...


ლილემ გეგას მკლავებიდან თავი დაიხსნა და კარავისკენ ჩქარი ნაბიჯით გასწია.. მარტო დარჩენილ გეგას კი ბრაზი ახრჩობდა ... რაღაც ძალა არ აძლევდა ხმის ამოღების უფლებას და ასე უსიტყვოდ უშვებდა მისგან გოგოს რომელმაც ორ კვირაში მისი მთლიანი ცხოვრება ამოაყირავა...


რომ არ დაბრუნდეს საკუთარი ქვეცნობიერი მოსვენებას არ აძლევდა ...


კარავში დაბრუნებულმა სასწრაფოდ წასვლა აჩემა იმდენად დაჟინებით რომ თხუთმეტ წუთში უკვე ოთხივე მანქანაში იჯდნენ გეგა მანქანას ისეთი სისწრაფით მართავდა ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა...


გეგას განწყობა ყველას გადაედო და ოთხივე მათგანი მარტონი დარჩნენ თავიანთ ფიქრებთან და ოცნებებთან...


სახლში დაბრუნებულებმა უსტყვოდ მიაშურეს ოთახებს..


შენც აქ ხარ სამხარეულოში ლექსო იჯდა


-ხო, გეგას ჩაეძინა მე ვერ დავიძინე და გამოსვლა ვამჯობინე იქ თუ დავრჩებოდი გავაღვიძებდი


-ლილესაც, ვიფიქრე ყავას დავლევდი, გაგიმზადო...


-სიამოვნებით..


გეგას კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე გაეღვიძა საწოლიდან ადგომა არც უფიქრია სიგარეტს გადაწვდა ბოლო ღერი დარჩენილიყო, რამდენი ხანია აღარ მოუწევია, მგონი ისევ დავიწყე გაიფიქრა და ნერვიულად გააბოლა...


როცა იგივეს აკეთებდა ლილე როგორ გაუბრაზდი გაუელვა მოგონებამ თვალწინ და სიგარეტი ჩააქრო...


მერე ანიკასთან დილის საუბარი გაახსენდა ლოგინიდან უხალისოდ წამოდგა და ოთახიდან გავიდა..ანიკას წიორა ხმას გაყვა და აივანზე გავიდა


ანიკა და ლექსო აივანზე ისხდნენ და კარტს თამაშობდნენ სურვილებზე..თან გამეტებით ჩხუბობდნენ..


-ლილე სად არის?


-ძინავს..


-მიდი გაღვიძე და მოემზადეთ...დილის პირობა უნდა შევასრულო


-ვაუ რა მაგარია, ბევრს დავლევ და ცოტას ვიცეკვებ..


-მგონი სჯობს ცოტა დალიო და ბევრი იცეკვო. გაუღიმა გეგამ


-მასეც მაწყობს, ასე რა გაიღიმე უხასიათოს ჩემს თავს ვერ ვიტან ... ანიკამ გეგას გაუღიმა და ოთახისკენ სირბილით გაიქცა... ლილეს ნაზად გაღვიძება არც უფიქრია მძინარეს თავზე დაახტა და წამში მოაფხიზლა..


ლილე მიხვდა რომ წინაღმდეგობის გაწევას აზრი არ ქონდა და უხალისოდ დაიწყო მომზადება...


კარაოკე კლუბში მისულებმა ანიკას გეგმით მოქმედება ამჯობინეს ბევრი დალიეს და ცოტა იცეკვეს ..


ლექსო და ანიკა როგორც ყოველთვის ისევ კინკლაობდნენ ანიკამ ლექსოს მოგებული სურვილის ასრულება მოსთხოვა იმ იმედით რომ ლექსო არ შეასრულებდა მაგრამ შეცდა ანდა საიდან უნდა სცოდნოდა რომ ლექსო ასე კარგად მღეროდა...


გეგა ეს შენთვის.გილოცავ...


გეგამ საათს დახედა და ლექსოს გაუღიმა ... გოგონები ვერაფერს მიხვდნენ რა შუაში იყო ეს გამოსვლა მაგრამ გეგა მიხვდა რომ მის საუეთესო მეგობარს არანაირ სიტუაციაში არ დაავიწყდებოდა მისი დაბადების დღე..


ლექსომ ხმა ამოიღო თუ არა ბარი თითქოს გაირინდა ..


-რა კარგად მღერის ეს მაიმუნი რატომ არ მითხარი გაუბრაზდა ანიკა გეგას თითქოს იკითხა და სიმართლე დაუმალეს..


- მისი გაბრაზება თუ გინდა რამე სხვა მიფიქრე...


-მოვიფიქრებ ჩაილაპარაკა ანიკამ და ლექსოსკენ წავიდა..


მარტო დარჩენილმა გეგამ ლილეს წელზე ხელი მოხვია და მისკენ მიიზიდა, იმდენად ახლოს რომ ლილემ სუნთქვაც კი შეწყვიტა..


-ვიცეკვოთ..


-ვიცეკვოთ, დაიჩურჩულა ლილემ


პატარა გოგომ ძლივს რომ გულამდე წვდებოდა ბიჭს ჯერ გონებაში შემდეგ გულში და შეაღწია და ყველაფერი არია..


ბიჭი ვერ ამბობს დარჩიო


ვერც გოგო ამბობს არ გამიშვაო ...


მიზეზი ბევრია ...


მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ის არის რომ ორივეს ჰგონია თუ ერთმანეთი ეყვარებათ ეს დანაშაულია...


-ჰაერზე უნდა გავიდე... ლილემ ცივად მოიშორა გეგა..


-გამოგყვები..


-არა ... მისი ტონი იმდენად მკაცრი და უჩვეულო იყო გეგასთვის ადგილზე გაშეშდა...


ლექსომ სიმღერა დაასრულა და გამარჯვებული სახით ანიკას დაეჩემა არ დაივიწყო ჩემს სურვილსაც მოვითხოვ...


-როგორ შემაშინე...


-მე შენს ადგილას შემეშინდებოდა...


-მგონი წასვლის დროც მოვიდა საათს დახედა ანიკამ და ლილე მოიკითხა...


-წავიდეთ ლილეც გარეთ არის მის ჩანთას ავიღებ და გავიდეთ...


გარეთ გამოვიდნენ და ოთხივე ფეხით გაუყვნენ გზას, ჰაერზე უფრო მოეკიდათ დასალევი... სიჩუმე ლექსოს ტელეფონმა დაარღვია ეკრანს დახედა და გეგას რაღაც ანიშნა და უკან ჩამორჩა ლილე მიხვდა რომ ეს ზარი გეგას ეხებოდა და კიდევ უფრო მოიწყინა..


-გისმენ...ნინაკა ხომ მშვიდობა..


-მთავარია ერთად ხართ, მეგობრის დაბადების დღეს გილოცავ..


-მადლობა მაგრამ ვერაფერს ვხვდები...


-კარგი მილოცვა იყო როგორც ყოველთვის..ეტყობა როგორ დარდობს უჩემობას..დამალაპარაკე..


-ერთად არ ვართ..


-მატყუებ..ვიცი რომ ერთად ხართ..


-ნინაკა მართალა არ ვართ ერთად, დამშვიდდი საღამოს ნახეთ ერთამანეთი და ეცადეთ ცხუბის გარეშე დალაპარაკება..


-სალაპარაკო არაფერია, არ ვაპირებ სიყვარული ვთხოვო, უბრალოდ ეს დღე ხომ იცი მარტო არასდრო გამიტარებია...უბრალოდ მინდოდა მისთვის დაბადების დღის მილოცვა..


-ვიცი და მესმის ყველაფერი, დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება...

-ლექსო, რამეს ამბობს ჩემზე?

-ნინაკა, ერთმანეთს უნდა ესაუბროთ, მხოლოდ თქვენ..

-კარგი ლექსო..შეგაწუხე..

-ეგ რა შუაშია ნინაკა, ხომ იცი რამდენად მნიშვნელოვანი ხარ შენ ჩემთვის...

-კარგად ლექსო..



სახლამდე მისასვლელი გზა დაგრძელდა..


ლილე კიბის საფეხურზე ჩამოჯდა ...


-მე აქ ვრჩები...


-მიდი ადექი, ამ კიბეებს ავივლით და სახლში ვიქნებით...



-რა ცოტაა, ასი კიბე მაინც იქნება,


-ნახე ანიკა უკვე კიბის თავში დგას..


-ცუდად ხომ არ ხარ? ლექსომ ლილე მოიკითხა კიბეზე ჩამოჯდარი რომ დაინახა...


-დავიღალე..


-ანიკა წავიდა გასაღები ხომ შენ გაქვს, გაყევი დაისვენებს და ერთად ამოვალთ...


ლექსო ანიკას დაედევნა გეგა კი ლილეს გვერდით ჩამოჯდა კიბის საფეხურზე, ლილემ თავი მხარზე დაადო და კარგახანს იჯდა ასე...


-დაგეძინება.. წავიდეთ გეგა ფეხზე წამოდგა და ლილეს ხელი გაუწოდა დასახმარებლად...ლილეც ზლაზვნით წამოდგა არ უნდოდა სახლში წასვლა თუ დავიძინებ მალე გათენდება როგორ არ უნდა რომ ეს ღამე მალე გათენდეს ...ხვალ ხომ ლევანს ნახავს...რა ვუთხრა ჩემებს როგორ გავუსწორო დედ-მამას თვალი, ჩემი ძმა სულ გაგიჟდება..ნეტა დარჩენა შემეძლოს...წამში ათასმა აზრმა გაუელვა მაგრამ თქმით მხოლოდ მეზარებაო წაიბუტბუტა..


გეგამაც არ დააყოვნა წამში ხელში აიტაცა ლილე...


-კარგი, მაშინ ხელით გატარებ...


-დაგღლი...


-სულაც არა პატარა ხარ და სიფრიფანა...


-მერე რა რომ პატარა ვარ, სამაგიეროდ გული მაქვს ისეთი მძიმე ვერ შეძლებ ჩემს ზიდვას...


-იქნებ სათანადოდ ვერ შემაფასე, იქნებ იმაზე მეტი შემიძლია ვზიდო ვიდრე შენ და შენი გული ხართ ერთად..?


-ვითომ შეძლები? ვაღიარებ ამ კიბეების ავლა ასე მირჩევნია ლილემ ხელები გაშალა და თავი უკან გადაწია...


-შევამოწმოთ..


-შევამოწმოთ თავი მაღლა ასწია და გეგამ ისევ დაინახე პატარა ეშმაკუნები მის თვალებში.


-თუ ასე აპირებ მიყურო, ვერ მოგცემ პირობას რომ თავს შევიკავებ და არ გაკოცებ..


-ნუ მაშინებ...


-ნუ მიწვევ...


-ჰა, აღიარე რომ ძალან დაიღალე ...კითხა გეგას ლილემ როცა კიბის თავში გეგას მკლავებიდან ჩამოხტა...


-არააა..


-იქნებ კიდევ ერთხელ ჩავირბინო...


-ჩემი იმედი არ გქონდეს აღარ ამოგიყვან...


-გამოტყდი რომ დაიღალე..


-უფლება რომ მქონდეს მთელი ცხოვრება ასე გატარებდი...


ლილემ უკვე დანამდვილებით იცოდა რომ თავადაც სიამოვნებით დარჩებოდა ამ მკლავებში მთელი ცხოვრება მაგრამ ჯერ ძველი ცხოვრება ეძახდა, გეგას ვერ მოახვევდა მის პრობლემებს თავზე..


-წავიდეთ ანიკა ინერვიულებს, თან ხვალისთვისაც მომზადება საჭირო...


ის იყო გეგა ეტყოდა დარჩიო რომ მისმა ტელეფონმა დარეკა..


გათიშვა დააპირა მაგრამ ეკრანს რომ დახედა გადიფიქრა... ლილემ სცადა გაცლოდა მაგრამ გეგამ არ დაანება ხელი მაგრად ჩასჭიდა და წასვლის ნება არ მისცა...


-გისმენ...



-შვილო, რას მერჩი გული უნდა გამიხეთქო ჩემი სიკვდილი გინდა...მე რა დედა ვარ შვილს დაბადების დღეს ტელეფონით ვულოცავ...


-დედა მადლობა, დამშვიდდი გთხოვ...


-სად ხარ? მითხარი მე მოვალ შენთან...


-დედა ნუ ნერვიულობ კარგად ვარ ხვალ მე თავად მოვალ შენთან ...


-ჯერ ჩაგეხუტები, მოგილოცავ და მერე გცემ...


-კარგი დედა ჯერ მომილოცე და მერე მეჩხუბე..ახლა კი წავედი..


გეგამ ტელეფონი გათიშა და ლილეს გაშლილი ხელი გაუწოდა მომეცი ვნახავ რომელიც ისევ მის წინ იდგა და ნერვიულად იმდეხანს აწვალებდა ხელით ყელსაბამს სანამ არ გაწყვიტა...გეგას ნათქვამმა თითქოს მოაფხიზლაო და ყელსაბამი გეგას ხელისგულზე დაუდო..


- რა უნდა მოგილოცოს?მხოლოდ ახლა ასწია ლილემ თავი...


-დაბადების დღე..


-მართლა, რატომ არ თქვი...


-ალბათ იმიტომ რომ ხვალინდელ დღეზე არც თუ ისე კარგი მოლოდინები მაქვს...


-გილოცავ, ძალიან კარგი ადამიანი ხარ და მთელი გულით გისურვებ ბედნიერებას...მადლობა დახმარებისთვის და ყყველაფრისთვის რაც ჩემთვის გააკეთე..


-მადლობას ნუ მიხდი გთხოვ თორემ მცხვენია, მართლა არ მინდოდა შენი ცხოვრების გართულება..საკუთარ თავზე ვბრაზდები ვდგავარ და ვერაფერს ვაკეთებ შენი ბედნიერებისთვის და ვერც ჩემი ბედნიერებისთვის ნეტავ სხვაგვარი ყოფილიყო ჩვენი შეხვედრა...


ნეტავ ჩაიბუტბუტა ლილემ და ჩქარი ნაბიჯით სახლისკენ მიმავალ ქუჩას გაყვა..


არეული ნაბიჯებით მიუყვებოდა ლამპიონებით განათებულ ქუჩას და ფეხდაფეხ გეგა მიყვებოდა...


სახლი სრულიად ჩაბნელებული დახვდათ


- ნეტავ ესენი სად წავიდნენ?


ლილეს კითხვაზე გეგამ მხრები აიჩეჩა და კარის სახელური მოსინჯა...


კარი ღია დახვდა....


ფეხი შედგა სახლში თუ არა მის წინ ერთი პატარა სინათლე აკიაფდა რასაც დაბადების დღის სიმღერა მოჰყვა.


-გეყოფათ, შემეშვით...


–სურვილი ჩაიფიქრეე არ ეშვებოდა ანიკა...მერე რა რომ ტორტი არ არის და მარტო სანთლებია, ასეც აგისრულდება სურვილი


-კარგი როგორც შენ იტყვი, გეგამ ლილეს გახედა და ისე რომ მისთვის მზერა არ მოუშორებია სანთელი ჩააქრო...


-რა ჩაიფიქრე არ ეშვებოდა ანიკა..


-თუ გეტყვი არ ამისრულდება...


- კარგი ხოოო...


-ეხლა კი სადღეგრძელო დროა, აბა ჭიქები გამომართვით..ლექსომ ყველას ჩამოურიგა ჭიქები..ლილემ გეგას ბედნიერება უსურვა ჭიქა ბოლომდე გამოცა და ოთახიდან უსიტყვოდ გავიდა...


ეს ღამეც როგორც იქნა გათენდა...


გეგას გაეღვიძა თუ არა პირველი რაც გაახსენდა ლილეს ყელსაბამი იყო სასწრაფოდ ჩაიცვა და გარეთ გავიდა იმ იმედით რომ როცა საღამოს ლილე მისგან წავიდოდა მის ყელს ისევ დაამშვენებდა მისი ყელსაბამი...


გეგა გასვლა და ლილეს ტელეფნზე ლევანის ზარი შემოვიდა..


-გისმენ?


-როგორ ხარ?


-კარგად...


-სად მოგაკითხო?


-საღამოს გელოდი, შენ ნუ მოხვალ მე მოვალ მითხარი სად მოვიდე?


-ბილეთის გადაცვლა მომიწია, ჟურნალისტებმა იციან რომ საღამოს ჩამოვალთ..სანაპიროზე ვარ კაფეში მისამართს ჩაგიგდებ..


-ეხლვე გამოვალთ..


გოგონები სასწრფოდ მომეზადნენ ლილეს თითქოს რაღაც ჩაწყდა როცა გაიგო რომ გეგა სახლში არ იყო..


-ლექსო გეგა მალე მოვა ასე ვერ წავალ უნდა დავემშიდობო... მადლობა უნდა გადავუხადო..


-არ ვიცი ლილე ტელეფონიც სახლში აქვს არ გამიგია როდის გავიდა..


-ასე წასვლა არ შემიძლია..


-ლილე იქნებ ასე უკეთესი იყოს, დაუეკავ და მშვიდად დაელაპარაკები...გთხოვთ ახლა წავიდეთ...ხომ იცი ლევნი გველოდება..


ლილეს კარგად ესოდა რომ არ შეიძლებოდა მეგობრისთვის წინაღმდეგობის გაწევა რადგანაც მართალი იყო..იქნებ ასეც სჯობდეს, ასე ნაკლებად გამიჭირდება წასვლა...გაიფიქრა და მანქანაში ჩაჯდა ლევანი დათქმულ ადგილას დახვდა, თუმცა ლილესთვის ნაცნობი ლევანი სადღაც დაიკარგა...ლევანი წამოდა და ლილეს გულში ჩაიკრა...


ლილე გაუძრევლად იდგა და გრძნობდა როგორ ეყინებოდა სისხლი ძარღვებში, ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა ეხლა მისთვის საშინლად ცივი და უცხო იყო...


-საჭესთან მე დავჯდები ანიკამ უსიტყვოდ გაუწოდა გასაღები და თავად უკანა სავარძელზე მოკალათდა..


მანქანა ადგილს მოწყდა, სამივე დუმდა..


ლილე ისევ უმისამართოდ გაჰყურებდა ფანჯრიდან ცდილობდა რაც შეიძლებოდა სახე მოერიდებია ლევანისთვის..დიდხნიანი დუმილი ლილეს ტელეფონზე შემოსულმა ესემესის ხმამ დაარღვია.


"ასე მარტივი იყო ჩემგან წასვლა"


"ისეთივე მარტივი როგორც დარჩენის თხოვნა"


"მაპატიე ლილე"


"ბედნიერი იყავი გეგა"


ლილემ ესემესები წაშალა და და ისევ უმისამართოთ გააგრძელა ფანჯრიდან ყურება...მაგრამ ლევანმა მაინც შეამჩნია ლილეს ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი.


გზიდან გადავიდა და მანქანა გააჩერა, გადმოვიდა ლილეს კარები გაუღო და ისიც მანქანიდან გადმოვიდა..


-ლილე, ფიქრისვის ბევრი დრო გვქონდა, და მეც დავფიქრდი... მე დავაშავე შენთან და შენ ყველაზე სასტიკად დამსაჯე..ჩემს წინ ურცხვად დადექი და გამომიცხადე სხვასთან დავწექიო, შემდეგ ისიც დაამატე იმ შემთხვევაში მთხოვე პატიება შენ თუ შეძლებ ჩემს პატიებასო..ჩემთვის ყველაზე წმინდა იყავი იმდენად წმინდა რომ შენს შეხებასაც ვერ ვბედავდი, მიყვრდი და იმ დღეზე ვოცნებოდი როცა ჩემი ცოლი გახდებოდი, ტვინში სისხლი მექცევა როცა ვფიქრობ რომ სხვა შეეხო შენს სხეულს, შენს თმებს...


-ლევან,


-გაჩუმდი და მომისმინე,


თავიდან ვიფიქრე მომეკლა ისიც, შენც და საკუთარი თავიც მაგრამ შემეშინდა, სიკვდილის კი არა იმის შემეშინდა რომ შენ ტკივილს მოგაყენებდი..


-გთხოვ ლევან ამას ნუ გაკეთებ, ვერ შევძლებთ ჩვენი ცოდვებით მთელი ცხოვრება ერთმანეთის გვერდით გავატაროთ, დავასრულოთ ...


გთხოვ მეტ ტკივილს ნუ მივაყენებთ ერთმანეთს...


-არ შემიძლია, ვერ გაგიშვებ, გინდა გიჟი მიწოდე მაინც მინდა შენს გვერდით ყოფნა..


-ლევან ჩვენ ორივე შევიცვალეთ, იცი როგორ ვნანობ ჩემ საქციელს? საკუთარი თავი მეზიზღება, ვერაფერს დავივიწყებთ, მთელი ცხოვრება გვემახსოვრება და ერთ დღესაც ერთმანეთს შევიძულებთ..


-შევძლებთ, ყველაფერი კარგად იქნება სახლში გველოდებიან...


-არ გინდა ლევან ქორწილამდე ორი თვეა ყველას ავუხსნით ისე რომ გული არავის ეტკინოს, თუ საჭირო გახდება ქვეყნიდანაც წავალ...


-მანქანაში ჩაჯექი, გველოდებიან ...


ტონი იმდენად მკაცრი იყო ლილე უსიტყვოდ დაემორჩილა...


სახლში მისვლამდე ლევანმა გოგონები სალონში გაატარა თმა, კაბა და მაკიაჟი ლილე ნამდვილად თოჯინას გავდა...ზუსტი შედარებაა საშინლად ლამაზი მაგრამ თვალები უსიცოცხლო და არაფრის მთქმელი...


სახლში მთელი სანათესავო შეკრებილიყო როგორ ოჯახს შეეფერებოდა ყველაფერი იდიალურად იყო..ოჯახთან დაახლოვებული ჟურნალისტიც ადგილზე გახლდათ ლილემ იცოდა რომ ხვალ მისი სურათებით აჭრელდებოდა სხვადასხვა საიტები, გეგა ნახავს მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა თავში...


დედას არ გამოპარვია ლილეს თვალები შვილს კითხვები დააყარა მაგრამ მიზეზად ლილე ჯიუტად მგზავრობას და დაღლას ასახელებდა..


-შვილო ხომ არაფერს მიმალავ...


-არა დედა ხომ იცი რომ ფრენას ვერ ვიტან, მერე ბათუმიდან მანქანით ჩამოვედით დავიღალე..


-კარგი ჩემო ლამაზო ერთი სული მაქვს როდის ჩაგეხუტები...


-დედა არ გეწყინოს გთხოვ დღეს ჩემთან გავალ ბინაში ხვალ ამოვალ სახლში, თან წასვლა მინდა ესენი დაშლას არ აპირებენ მამაც არ წამოვა მალე, თქვენთან ხვალ გამოვალ..


-კარგი შვილო, თუ გინდა დავრჩები შენთან..


-არა დე, მამა არ დატოვო..ხვალ მე მოვალ...



ლევანის ლილეს თხოვნას სახლში გაყვანაზე მაშინვე დათანხმდა.დარჩენის თხოვნაზე უარის მიღების შემდეგ კარებისკენ გასწია ის იყო გარეთ უნდა გასულიყო დაცემის ხმა გაიგონა ოთახში შემოვარდა ლილე იატაკზე იწვა და წარბიდან სისხლი მოსდიოდა.ლევანი ლილეს მივარდა


-ლილე, ხმა გამეცი, რა დაგემართა ...თან სასწრაფოს ნომერი აკრიბა..


-კარგად ვარ, უცებ წამოვდექი შენს გასაცილებლად და წონასწორობა დავკარგე..ლილემ ნატკენზე ხელი მაგრად მიიდო და წამოჯდა..


-შეგიძლია ადგომა.ექიმთან წავიდეთ..


-არაფერი მინდა, დავიღალე დავისვენებ და ხვალ კარგად ვიქნები..


-მეც დავრჩები..


-გთხოვ წადი, წადი და იფიქრე როგორ დავშორდეთ ისე რომ არავის ეტკინოს გული..


-ლილე მე შენ ვერ დაგკარგავ.


-ჩვენ დავკარგეთ უკვე ერთმანეთი...


-ეგ სისულელე თავიდან ამოიგდე გთხოვ...


-წადი გემუდარები, ნუ მექცევ ეგრე ნუ გინდა უფრო დამნაშავედ ვიგრძნო თავი, აღარ მიყვარხარ გაიგე, შემეშვი, მარტო დამტოვე...


-კარგი, დამშვიდდი წავალ, შენ ხო კარგად იქნები..


-წადი, არ მოვკვდები...


ლევანი სასწრაფოდ გავიდა გარეთ და კარიც გაიჯახუნა, ლილე ისევ იატაკზე იჯდა როდესაც კარების გაღების ხმა გაიგონა ზემოთ არ აუხედავს ისე იყვირა ხომ გთხოვე მარტო დამტოვეთკო...


-ლილე..


-გეგა, შენ


მოვკლავ დაიღრიალა გეგამ როცა ლილეს სახეს შეხედა..


-გეგა გაჩერდი გთხოვ, გეგას ხელს ძლიერად ჩაებღაუჭა ლილე და წასვლის ნება არ მისცა..


-რა დაგმართა ..


-მისი ბრალი არა, მიდიოდა, გასაცილებლად ავდექი უცებ ცუდად გავხდი, დავეცი და მაგიდის კუთზეს ჩამოვარტყი..


-ტყუილს ამბობ..


-გეფიცები..


-რა გითხრა ასეთი რომ ცუდა გახდი...გეგამ ლილე წამოაყენა სახე მობანა და და ჭრილობაც დაუმუშავა...


-ასე მგონია ეს უკვე ერთხელ მოხდა... ისევ ჩემს ჭრილობებს მკურნალობ..


-ძალიან ხიფათიანი ხარ, სხვათაშორის პატარა იარაც დაგრჩება...


-გადავიტან შენ აქ რას აკეთებ?


-ჩემგან ისე წამოხვედი ვერ მოვასწარი მეთხოვა შენთვის დარჩენა...

გეგა სავარძელზე მჯდომ ლილეს გვერდით მიუჯდა...მარტო არ დამტოვო უჩურჩულა გეგას და მის კალთაზე თავი დადო და რამოდენიმე წამში დაღლილს მშვიდად ჩაეძინა..

დიდხანს უმზერდა გეგა საყვარელ ქალს რა პატარაა და რამდენი დარდი დააქვს გულით...გავაბედნიერებ მე ამას შევძლებ ჩაძინებამდე უმეორებდა საკუთარ თავს ...დილით მყუდროება ტელეფონის ზარმა დაურღვია ჩაძინებულებს..ლილე ტელეფონს გადასწვდა..


-გისმენ ლევან


-როგორ ხარ?


-კარგად მეძინა..



-ნახევარ საათში გამოგივლი მზად დამხვდი..


-არსად წასვლა არ მინდა..


-მოემზადე საქმე გვაქვს..


-სად მივდივართ?


-რომ მივალთ გაიგებ..


ლილეს რომ არ გაეგრძელებია ლევანმა ტელეფონი გათიშა..


-არ წახვიდე..


-უნდა წავიდე...


-ჩემთან ერთად წამოდი...


-არ მინდა ასე მოგექცე ან შენ ან საკუთარ თავს ჩვენს ამბავს უკეთესი დასასრული მინდა ქონდეს...


-ახლა თუ გაგიშვებ მეშინია რომ აზრს შეიცვლი..


-გთხოვ, ცოტა დრო მომეცი...


-კარგი ლილე... გეგას მეტი არაფერი უთქვამს უხმოდ გაიხურა კარი ეხლა კი ჰქონდა უფლება ებრძოლა გოგოსთვის რომელმაც მისი მთელი ცხოვრება ამოატრიალა..


ტელეფონ ჩართვისთანავე იას ზარი შემოვიდა ტელეფონზე


ეხლა ისეთი ბედნიერია დედა შენი შვილი რომ იცოდე აღარ მეჩხუბებოდი ჩაილაპარაკა გეგამ და ტელეფონს უპასუხა...


-მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დედიკო როგორ გრძნობს თავს...


-ნუ მეაფირისტები, გუშინ გელოდი მთელი ღამე...თვალით არ დამენახო


-მე კიდევ მინდოდა რომ დილის ყავა ჩემს უმშვენიერეს დედიკოსთან ერთად დამელია..


-ნეტა რა დააშავა ჩემმა შვილმა..უნდა ვინერვიულო?


-ანუ გამოხვალ?


-დრო რამდენი მაქვს...


-მე შემიძლია უსასრულოდ დაგელოდი..


-ნუ მაიმუნობ ნახევარ საათში მოვალ აქვე ჩემთან რომ კაფეა ბევრი საქმე მაქვს.. შორს ვერ გამოვალ მალე უნდა დავბრუნდე კლინიკაში..


არ მოსულა მაიმუნი გაიფიქრა იამ ფანჯარასთან მყუდრო ადგილი შეარჩია და ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან ის იყო გეგასთვის უნდა დაერეკა ზურგის მხრიდან გეგა მოეხვია...


-აბა ჩემი ლამაზი დედიკო ისევ ბრაზობს ჩემზე?


-ისევ დაიგვიანე..


-მაპატიე...მეათასედ..შეკვეთას მივცემ. დე შენ როგორც ყოველთვის ხომ?


იამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია გეგამ შეკვეთა მისცა და იას მოპირდაპირე მხარეს დაჯდა..


-აბა გისმენ თანმიმდერობით მომიყევი სად დადიხარ ეს ორი კვირა? რატომ დაშორდი ნინის?და რატომ აკეთებ ამდენ სისულელეს?


-თანმიმდევრობით თუ დავიწყებ მაშინ ნინაკასთან დაშორებით დავიწყებ..


-რატომ დაშორდი იმ ბავშვს დღე დღეზე თქვენს ქორწილს ველოდებოდი აღარ შემიძლია უკვე ამდენი თავის მართლება დღე ერთია და დედამისი ასჯერ მირეკავს ჩემი შვილის ტანჯვას ვერ ვუძლებო...


-იაჩკა, დავღალეთ ერთმანეთი, კარგახანია აღარ გვესმის ერთმანეთის დამიჯერე ახლა დავშორდეთ ერთმანეთს სჯობს...


-გეგა გესმის რას ამბობ?ანუ მართლა სხვა გოგოა თქვენი დაშორების მიზეზი..


-ია, ნინაკას და ჩემი დაშორება მისი ბრალი არ არის? ნინაკა არასდროს მომიტყუებია როცა ჩვენ დავშორდით მას საერთოდ არ ვიცნობდი..


-ანუ, არ უარყოფ..


-არა დედააა არ ვუარყობ უბრალოდ ვამბობ რომ ჯერ ნინაკას დავშორდი და მერე გამოჩნდა ის გოგო ჩემს ცხოვრებაში...


-ეხლა რასაც არ უნდა გრძნობდე მის მიმართ გეჩვენება..შენ და ნინაკას ერთმანეთი გიყვართ, უბრალოდ ახლა გაბრაზებული ხარ და გგონია რომ აღარ გიყვარს...იდიალური წყვილი ხართ არა მარტო ჩემს თვალში ვინც გიცნობთ ყველას თვალში, ეგ გატაცებაც გაივლის და მერე ამ სიტყვების შეგრცხვება...მოეშვი სისულელებს ამ საუბარს დავივიწყებთ და არ გავიხსენებთ...


-ია!შესაფერისში რას გულისხმობ? ვიზუალურად ვუხდებით ერთმანეთს?


-მარტო ვიზუალით? ახლა ამბობ რომ ამ ვიზუალის გამო იყავით ერთად წლები?გაგივლის გეგა, მალე დაგავიწყდება შეცდომებს ყველა უშვებს მთავარია აღიარება შევძლოთ და მივხვდეთ სად დაუშვით შეცდომა..მე წავედი და საღამოს სახლში გელოდებით მე და მამაშენი...


-დედა, არ დამავიწყდება...რომ გენახა მიხვდებოდი რომ მისი დავიწყება შეუძლებელია...იშვიათად მაგრამ როცა მიღიმის მისი თვალებიდან თითქოს მზე მიცინის...ია სკამზე მოწყვეტით დაეცა და შვილს მზერა გაუსწორა, თვალები შენ თვალებს არ შეუძლიათ ტყუილის თქმა ვიცი გიცნობ ჩემ შვილი ხარ..


- გეგა გესმის ეხლა რას ამბობ? შეგიყვარდა?..

ია სკამზე მოწყვეტით დაეცა და შვილს მზერა გაუსწორა, თვალები შენ თვალებს არ შეუძლიათ ტყუილის თქმა ვიცი გიცნობ ჩემ შვილი ხარ..


-ბევრი ვებრძოლე ჩემს თავს მაგრამ ბოლოს მაინც დავნებდი..ახლა კი ნამდვილად ვიცი რომ სწორია თუ არასწორი მისი გაშვება მაინც არ შემიძლია..


-მას არ უყვარხარ?


-ვუყვარვარ დედა მასაც ვუყვარვარ...


-აბა რა სწორი და არასწორი რატომ მაგიჟებ..


-ვაწყენინე მაგრამ გამოვასწორებ...


-რა აწყენინე?მითხარი რა შეიძლებოდა დაგეშავებია გოგოსთვის რომელიც რამოდენიმე დღეა რაც გაიცანი?ან როგორ შეიძლებოდა ასე მალე ვინმე შეგყვარებოდა..არ ნამდვილად გამგიჟებ შენ მე...


-იმის თქმა არ შემიძლია რა დავუშავე მაგრამ პირობას გაძლევ გამოვასწორებ.არ შემიძლია მისი მიტოვება...


-გეგა მაშინებ.არ მითხრა რომ ჩემმა შვილმა გოგო მოატყუა.სრულწლოვანია?.ახლა მოვკვდები...


-ია გაჩერდი...მსგავსი არაფერია მისი მიტოვება მხოლოდ იმიტომ არ შემიძლია რომ მიყვარს ნუ გამოიგონე ათასი ისტორია...


-გავგიჟდები. თან მეუბნება რომ ორი კვირაა რაც იცნობს და თან მიმტკიცებს რომ მის გარეშე მოკვდება...


-ია იშვიათად მაგრამ მაინც არსებობენ ადამიანები ერთი ნახვით რომ სამუდამოდ რჩებიან გულში...


-არ ვიცი რა გითხრა გავბრაზდე თუ შემეცოდო...


-ჩემს გვერდით იყავი და რაც არ უნდა გავაკეთო ჩემი მხარე დაიჭირე..


-და თუ ჩემი შვილი თავს იღუპავს...


-დედა, თუ მისი სიყვარულისთვის არ ვიბრძოლებ მთელი ცხოვრება გამყვება იმაზე ფიქრი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მის გვერდით...


-კარგი გეგა დრო გვიჩვენებს ყველაფერს...დღეს სახლში მოდი აუცილებლად...ახლა კი წავედი უნდა დავფიქრდე ეს ყველაფერი უნდა გავანალიზო...ჯერ მე თავად ვარ შოკში და ამ მდგომარეობაში მეშინია რომ რამეს არასწორს გეტყვი..


-მოვალ...


თავისთან ასვლა არ უფიქრია მშობლების სახლს მიაშურა გზიდან ლექსოს დაურეკა და გააფრთხილა რომ იას დაკითხვისთვის მზად ყოფილიყო...არც შემცდარა იამ სამსახურში მისვლისთანავე ლექსოს კაბინეტს მიაშურა და საღამოს მათთან ვახშამზე დაპატიჟა..


სახლში მისვლისთანავე ინანა მოსვლა რადგან კარი დამხმარე ქალმა გაუღო...ჩემი უფლისწული მოვიდა მაგრად ჩაიკრა შუა ხნისქალმა გეგა გულში..


-ლილიკო იცოდე არ მშია, არც გამხდარი ვარ და არც ნამცხვრები არ მინდა...მარტო ძილი მინდა...


-კარგი ჩემო ძვირფასო მაგრამ საღამოს ხომ მოგინდება მითხარი რა გაგიკეთო..


-რაც შენ გაგიხარდება..ისე საღამოს ლექსო მოდის..


-ჩემ ბიჭსაც გაუკეთებ მის საყვარელ საზაფხულო ტოლმას..ვინ გააბრაზა ჩემი უფლისწული...იმ წუნკალმა გოგომ?


-იამ არ გაგიგოს...


-რავქნა თუ არავინა ჩემთვის ჩემი უფლისწულის შესაფერი...


-აუ, ლილიკოო შენსავით რომ ფიქრობდეს ყველა ჩემზე რა მაგარი იქნებოდაა...


-ვინ გაბედა და ვის არ უყვარს ჩემი ბიჭი...მე ყველაზე სწორად ვფიქრობ..


-არა ლილიკო შენ გამზარდე და მაგიტომ გიყვარვარ და საუკეთესო გგონივარ...სინამდვილეში კი ძალიან ცუდი ბიჭი ვარ..


-შენ და შენი და ჩემთვის შვილებივით ხართ..


-ვიცი ჩემო ტკბილო...გეგა მაგრად მოეხვია მის გამზრდელ ქალს რომელიც რაც თავი ახსოვს ამ სახლში ფუსფუსებდა და უანგაროდ ჩუქნიდა სიყვარულს ოჯახის ყველა წევრს...მერე კი ოთახს მიაშურა უნდოდა ლილესთვის დაერეკა მაგრამ არ უნდოდა შეეწუხებია..


იქნებ მარტო არ არის გაუელვა თავში და შეტყობინების გაგზავნა ამჯობინა..


"შენზე ვნერვიულობ, იმედია კარგად ხარ"


ლილემ წაიკითხა და ცრემლებს გზა მისცა...


სწორედ ამ დროს გასახდელში სარკის წინ თეთრი კაბით იდგა და ის გოგო აშინებდა რომელიც სარკიდან უმზერდა...


გასახდელში ანიკა შემოვიდა და ატირებული მეგობრის დანახვაზე მას მაგრად მოეხვია..


-ჩემო პატარა ყველაფერი კარგად იქნება...


-მოვედი იმიტომ რომ ვერ მოვასწარი შენთვის დარჩენა მეთხოვაო...


-ვინ?გეგა ნახე?როდის? მე მინდა რომ ბედნიერი იყო, იცოდე რაც არ უნდა გადაწყვიტო მე შენს გვერდით ვარ...თავიდან ვფიქრობდი რომ ლევანისთვი უნდა გეპატიებია მაგრამ ეხლა აღარ ვარ დარწმუნებული..იქნებ მართლა ბედი იყო თქვენი შეხვედრა...


-ნეტავ შემეძლოს, მასთან ერთად გავიქცე სადაც ვერავინ გვიპოვნის.მაგრამ არ მინდა მას ასე მოვექცე..ლევანს უნდა გავაგებიო რომ გაჩერდეს..


-ლილე არ მინდა შეგაშინო მაგრამ დღევანდელი საქციელით ლევანმა დაამტკიცა რომ არაფრის შეცვლა არ სურს და არ გაგიშვებს, არ ვიცი უკვე ეს ახირება თუ დიდი სიყვარული მაგრამ არ მომწონს ეს ამბავი მაშინებს...


-გავაგებინებ დღეს დაველაპარაკები...


-მარტო შენ მასთან ვერაფერს გახდები, შენ არ იფიქრო რომ შენი წარბი ვერ შევამჩნიე თმით რომ მალავ...მაგაზეც ვისაუბრებთ..


-ეგ მართლა შემთვევით მოხდა უცებ ავდექი და გონება დავკარგე..


-რას ქვია გონება დაკარგე, ვის იცავ?


-ანიკა რა გჭირს გეგას დარწმუნება შევძელი და შენ არ გჯერა? შენ მაინც ხომ იცნობ ლევანს?


-კი ვიცნობ, შენც გიცნობ მაგრამ ახლა რაც ხდება ჩემთვისაც ძნელი დასაჯერებელია...გამაგიჟეთ...ვერცერთს ვეღარ გცნობთ..


-ვერც მე ვცნობ ჩემს თავს...მაგრამ გეგას გამოჩენამ მთელი ცხოვრება ამოაყირავა, ყველაფერი გაქრა რისიც აქამდე მწამდა და მჯეროდა...ლევანს თუ შეუძლია ჩემი სიყვარული ამ ყველაფრის შემდეგ მე რატომ არ შემიძლია?



-იქნებ არც არასდროს გიყვარდა ლევანი... მაგრამ ისიც მაშინებს რომ არც გეგაზე ვიცით არაფერი, იქნებ ორივეს გეჩვენებათ რომ ერთმანეთი შეგიყვარდათ...იქნებ შენ იმ ღამეს ვერ ივიწყებ ის თავს დამნაშავედ გრძნობ..ამაზე გიფიქრია?..


-ძალიან ბევრი მიფიქრია მაგრამ ერთადერთი რაც ახლა მინდა მასთან ერთად ყოფნა...მინდა გულში მაგრად ჩამიკრას და არასდროს გამიშვას...


-ლილე ...


-კიდევ ერთხელ დაცემისთვისაც მზად ვარ, ერთ დღესაც თუ დაიღლება ჩემთვის ბრძოლით თუ აღმოაჩენს რომ არ ვუყვარვარ სათანადოდ მე მას გაუგებ...და არ დავადანაშაულებ...გეგა რომც წავიდეს ჩემი ცხოვრებიდან მე ლევანთან ყოფნა მაინც არ შემიძლია, მის სიახლოვესაც სული მეხუთება იმის გაფიქრება კი გულს მტკენს რომ ერთად უნდა ვიცხოვროთ ერთ საწოლში დავიძინოთ და გავიღვიძოთ...


-კარგი გვეყოფა ადექი ფეხზე და გარეთ გავიდეთ თორე შემოგვაკითხავენ...ახლა კი იფიქრე რომ ეხლა კაბას შენი და გეგას ჯვირსწერისთვის არჩევ.. მე კი მის ძმაკაცს გავეპრანჭები ხომ მომცემ ნებას?


-არამგონია შანსი გქონდეს ამ დღეებში როგორც მახსოვს ბიჭი ჯვარს აცვი...


-აი ასე გაიღიმე..ნეტა იცოდე რა ლამაზი ხარ როცა იღიმი...


-მზეს ვგავარ ხო?


-სულ არ ხარ საკუთარ თავზე შეყვარებული...


-მე არა გეგა ფიქრობს ასე "'მზე გოგო ლილე"


-სულელები...



ლევანმა არა მარტო ანიკა დედებიც აქტიურად ჩართო საქორწინო სამზადისში დილიდან დღის გატარება დედის და სადედამთილოს გარემოცვაში მოუხდა... უყურებდა ლილე როგორი ბედნიერები იყვნენ სამზადისით როგორ განიხილავდნენ დიზაინერთან ყველა დეტალს..დაუღალავად დაათვალიერეს ოცამდე რესტორანი.. ასობით კაბა გასინჯეს ლილეს საუკეთესოს ძებნაში..უყურებდა ამ ყველაფერს და სცხვენოდა საკუთარი ფიქრების თავს დამნაშავედ თვლიდა ამ ორი ქალის წინაშე რომლებიც ცდილობდენ შვილებისთვის ეს მნიშვნელოვანი დღე იდიალური გაეხადათ...


ამასობაში დღეც დასრულდა


ლევანმა ლილე და ანიკა ბინასთან მიიყვანა


ლილეს დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ლევანმა დროის არქონა მოიმიზეზა და თავი აარიდა ლილესთან საუბარს...


ეს დღეც დასრულდა ლილემ ვერაფერი შეცვალა თავის ცხოვრებაში ამ დღემ კიდევ უფრო დააშორა გეგას...


"კარგად ვარ უბრალოდ დავიღალე, ხვალ დაგირეკავ" მიწერა გეგას და ლოგინზე დაღლილ დაქანქული მიესვენა...


გოგონებმა ცოტა დაისვენეს ანიკაც შეივსო ენერგიით...


სამზარეულოში გავიდა და სპაგეტის სასიამოვნო სურნელი დაატრიალა სუფრა გაშალა და ლილე ფრთხილად შეაღვიძა...


გემრიელად მიირთვეს ფილმიც იპოვეს ინტერნეტში ის იყო საყურებლად მოემზადენ რომ კარზე ზარის ხმა გასმა.


გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს ...


კართან კურიერი იდგა ორი დიდი ყუთით.. ლილემ გამოართვა და ოთახში შემოიტანა...ყუთში კაბა და ფეხსაცმელები იდო...


გამოცნობა არ იყო საჭირო რომ გამომგზავნი ლევანი იყო..


არც ზარმა დაიგვიანა


-გისმენ ლევან..


-ხომ არ დაგავიწყდა ხვალ დათოს დაბადების დღეა ექვსზე გამოგივლი...


-ლევან, ასე რატო იქცევი?


-როგორ ლილე? ჩემს საცოლესთან ერთად მივდივარ ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე რომელიც ჩემი მეჯვარე იქნება სულ რაღაც თვენახევარში..


-ლევან ეს ქორწილი არ უნდა შედგეს..


-მიყვარხარ. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ანიკას უთხარი ჩემს გოგოზე კარგად იზრუნოს...


-შენ მარტო ვერაფერს გახდები ლილე ლევანი შენ არ დაგთმობს..


-გთხოვ მაგას ნუ მეუბნები... არ შემიძლია...მართლა შემიყვარდა გეგა არ ვიცი როგორ მაგრამ მართლა შემიყვარდა..მის სურნელს ეხლაც ვგრძნობ, მისი თვალები სულ თვალწინ მიდგას, მის მკლავებში მშვიდად ვარ, ირგვლივ ყველაფერი რომ ინგრეოდეს მის მკავებში თავს დაცულად ვგრძნობ ..არ შემიძლია გესმის ლევანის შეხებაც კი არ შემიძლია...


- ჩემო პატარა შენ ძმას დაელაპარაკე შენ ლევანს ვერაფერს გააგებინებ დამიჯერე..უკვე ძალიან შეტოპეთ...


იმ საღამოს დაკითხვას თავი წარმატებით გაართვა თავი ლექსომაც...მაგრამ ია მშვიდად მაინც არ იყო...


-დაკითხვა თუ დასრულდა ეზოში გავალთ და ყავასაც იქ დავლევთ


სცადა მეგობრის დახსნა გეგამ..


-მიდი, მიდით გაქეცით..


ლექსომაც ამოისუნთქა ყავის ფინჯანს ხელი სტაცა და ბაღში პირველი გავიდა..


-ნახე გუშინ?


-ჩემთან დარჩიო..


-და ეს როგორ წარმოგიდგენიათ? ლექსომ გეგას თვასწინ ტელეფონი აუფრიალა სადაც ინტერნეტიდნ ამოღებული სტატია ქონდა დასქრინული... აშკარად ვრცელი სტატია მიუძღვნეს ლილეს და ლევანის ნიშნობას...


- დაშორდებიან...მან მითხრა რომ დაველოდო...


-თავს ნუ იტყუებ...ვერ შეძლებს იმიტომ კი არა რომ არ უყვარხარ უბრალოდ ვერ შეძლებს..ცნობილი ოჯახია ბევრ რამეზე მოუწევს თვალის დახუჭვა ლილეს..


-მაშინ ჩავჭიდებ ხელს და შორს წავიყვან..


-ღმერთო გვიშველე...სულ გაგიჟდი ხომ შენ?


- გავგიჟდი..დარჩები დღეს?


-კი...


-კარგი მაშინ ცოტახნით გავიდეთ მინდა გავიგო როგორ არის მარტო თუ გავალ ია მაშინვე მიხვდება რომ მასთან წავედი..


-ჯერ არ უნდა გეთქვა..


-სამაგიეროდ აღარ მაწვება ნინაკას შეურიგდიო.. გასაღები ლექსოს ესროლა და ოზოდან გავიდნენ..გეგას დაჟინებული თხონის მიუხედავად ლილე შეხვედრაზე ვერ დაითანხმა ცოტახანს იბოდიალეს ქუჩაში და სახლში დაბრუნდნენ...დროა ცხოვრების ძველ რიტმს დავუბრუნდე...ხვალ სამსახური გაიფიქრა გეგამ და საძინებელს მიაშურა...


გაგრძელება იქნება...




0
74
შეფასება არ არის
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0