x
image
ინტერ-გოგონა
დაკარგული ცხოვრება 2
გეგას თვალები გაუნათდა როცა სახლში მარტო მამა შემოვიდა იცოდა რომ მასთან ყველაფერი იოლად იქნებოდა...წინასწარ მოფიქრებული ისტორია ერთი ამოსუნთქვით მოუყვა და თან გასაქცევად მოემზადა...


მამამ ჩუმად ჩაიღიმა არ შეიმჩნია რომ გეგას არცერთი სიტყვის არ სჯეროდა..


-კარგი, ეგ გასაგებია...ახლა კი ნინაკაზე ვისაუბროთ დედაშენის გაძლება არ შეიძლება უკვე..


-მოვაგვარებ, დამშვიდება და დაველაპარაკები...




-კარგი...ისე მოიქეცი რომ გული არავის ეტკინოს..


-კარგი მამა, ეხლა გავიქეცი..


-ხო დაიმალე, დედაშენი ისევ მე შემატოვე..


-მხოლოდ შენ თუ გაუმკლავდები...მე მჯერა შენი...


გეგა მანქანაში ჩაჯდა თუ არა ლილეს დაურეკა თუმცა ლილე არ პასუხობდა...


ხომ არ წავიდოდა? არა დამპირდა არ წავალო...იმედია სისულელე არ გააკეთე..


გეგას ისევ აერია გონება მისი ფიქრები მხოლოდ ლილეს ირგვლივ ტრიალებდა..


ტელეფონს დაწვდა ლექსომ ხმის ამოღება არ აცადა პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა..


-იცოდე დღეს წვეთის დამლევი არ ვარ...


-არ ვსვავ... მივდივარ..


-სად?


-მასთან...


-არ წახვიდე, გეყოფა სისულელების კეთება..


-ჩემებმა სახლში გამოიარეს და მამაჩემმა ლილე ნახა..


-იამაც?


-არა, მამაჩემმა გადამარჩინა, ვუთხარი თანამშრომელია ბათუმში ფილიალის აღება გვინდა და სასტუმროში ხომ არ დავტოვებდი გოგოს სახლის გასაღები მივეცითკო..და ათასი იდიოტობა წამოვროშე..


-დაგიჯერა?


-არა, მაგრამ არ შეიმჩნია..


-ძმაო..ეხლა თუ წახვალ შენს ტყუილს ჩემი დიშვილიც არ დაიჯერებს სხვათაშორის სამის ხდება ..


-ხოდა ვიტყვით რომ შენთან ვართ წყნეთში...


-ხო იცი ვერ ვიტყუები..ხვალ იას როგორც კი ვნახავ მაშინვე დავფქვავ ყველაფერს..


-ხოდა არ წახვიდე სამსახურში ხვალ, იასაც არ ნახავ და ტყუილის თქმაც არ დაგჭირდება..მე წავედი..


-ოე, ვირო მასე არ გამოვა საქმეები მაქ ხვალ..


-შვებულებაში ხარ, ძმას არ უღალატო ძმაო ..


დროა მიუწვდომელი გავხდე..


ტელეფონი გამორთო და თავდაჯერებულმა ჩაილაპარაკა დამელოდე პატარა გოგო ასე ვერ ამირევ ფიქრებს ...


ვნახოთ შენს ფიქრებში რა ხდება იქნებ მეც იქ ვარ..


კარებთან დონატებით ხელდამშვენებული გეგას დანახვამ ლილე გააბედნიერა მაგრამ საკუთარი გრძნობები მოთოკა და ნაწყენი მზერა მიაპყრო ბიჭს ..


-მე ხომ გთხოვე არ ჩამოსულიყავი?


-შენ ტიროდი, შემდეგ გირეკავ და არ მპასუხობ, გეგონა ტელეფონს გვერდით გადავდებდი და მშვიდად დავიძინებდი..


-არ ფიქრობ რომ ზედმეტ მნიშვნელობას მანიჭებ..


-შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ შენ ეს მოგწონს, ვცდები?


-აჰა, კიდევ, ამჯერად შენს თავს ანიჭებ ზედმეტ მნიშვნელობას..


-როგორც იტყვი, მე უბრალოდ მეგობრულად, ტკბილეულით მოვედი, ამბობენ ადამიანებს ტკბილეული აბედნიერებს და გაღიმებაში ეხმარებაო...


- ალბათ ლოგიკურია საკუთარ სახლში შემოგიშვა..


-და ყავაც დამალევინო...


ლილემ ტკბილეულის ყუთი გამოართვა და სამზარეულოს მიაშურა გეგაც უკან გაჰყვა.. სამზარეულოს ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და თვალს არ აშორებდა ლილეს რომელსაც მოკლე სარაფანი კიდევ უფრო დაუმოკლდა როდესაც ფეხის წვერებზე აიწია კარადიდან ყავის ჩამოსაღებად..


კიდევ უფრო გამხდარა გაიფიქრა და სცადა მზერა მოეშორებინა მისთვის..


ფეხ-შიშველი, უბრალო შავ სარაფანში, ნახევრად დავარცხნილი თმით და გამოუძინებელიც ლამაზად ეჩვენება ეს გოგო და რა ქნას...


-აბა ეხლა მითხარი როგორ ხარ და როგორ გაგყავდა დრო აქ მარტოს?


-ესეიგი, ჯერ სამი საათი ვეძებე თურქული რესტორანი მხოლოდ იმისთვის რომ ინსტაგრამზე ფოტო ამეტვირთა, მე ხომ სტამბოლის ქუჩებში ვსეირნობ ეხლა წესით, ხო მართალა საკვებს ორ ადამიანზე შეუკვეთე მიმტანი სიბრალულით სავსე თვალებით მიყურებდა...


მერე საცურავო კოსტუმი ვიყიდე იმისთვის რომ დედაჩემს ეჭვი არაფერში შეეტანა სულ ნომრიდან რატო მირეკავს ჩემი შვილიო, სხვათაშორის შენი აუზი ვაქციე სასტუმროს აუზად კოქტეილიც მშვენიერი გამომივიდა... მერე მამაშენმა მე და მე კი ის შევაშინე... გავაგრძელო?


-არაა, რაც მოვისმინე ესეც საკმარისია...არავისთვის გითქვამს რომ აქ ხარ?


-კი ჩემს დაქალს ანიტას ვუთხარი...


-კარგია... გეგას უნდოდა ეკითხა საქმროზე მაგრამ ვერ გაბედა შეეშინდა რომ პასუხი შეიძლებოდა ისეთი არ ყოფილიყო როგორის მოსმენაც მას სურდა...



ფიქრებიდან ლილეს ხმამ გამოარკვია...


ყავა მზად არის ჭიქები მაგიდაზე დააწყო და ის იყო დაჯდომას აპირებდა რომ უცებ იგრძნო როგორ დატრიალდა ირგვლივ ყველაფერი, წამით თვალს დაუბნელდა რომ არ დაცემულიყო მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო, გეგა წამში მის გვერდით გაჩნდა გოგონა ხელში აიყვანა და იქვე მდომ სავარძელში ჩასვა, წყალიც საკუთარი ხელით დაალევინა სავარძლის წინ ჩაიმუხლა, საკუთარი ხელებით ცდილობდა გაეთბო ლილესთვის გათოშილი ხელები და თან "არ შეგეშინდეს, კარგად იქნები" ჩურჩულით უმეორებდა ლილეს.


-კარგად ვარ.. მაპატიე შეგაშინე...წამოდგომა სცადა ლილემ მაგრამ გეგამ არ დართო ნება..


-რას აკეთებ? ეხლა მითხარი ბოლოს საჭმელი როდის ჭამე?


-კარგი რა..


-ვერ მიპასუხებ რადგან არც გიჭამია საჭმელი რაც მე წავედი, სახლში რომ დაბრუნდები ვის დააჯერებ რომ დასასვენებლად იყავი...ვის დააჯერებ რომ ბედნიერი ხარ?


-და სად ხედავ ბედნიერებას?


-საკმარისია, ეს თავის შეცოდება, თუ მის გარეშე სიცოცხლე არ გინდა რა საჭიროა ეს ვითომ სიამაყის თამაში?შეგეძლო მასთან ერთად წასულიყავი?


-შენთვის სათქმელად მარტივია...


-იცი რას გეტყვი, შენ არჩევანი გააკეთე ჩემთან დარჩი და თუ შენზე ზრუნვა ჩემს თავზე ავიღე ვერ დავუშვებ ვუყურო თავს როგორ იკლავ ჩემს თვალწინ...ეს ხუთი დღე მოგიწევს ისე მოიქცე როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ, მერე კი აეროპორტში თავად მიგიყვან და შენს ცხოვრებაში არასოდეს გამოვჩნდები...


ამ სიტყვების თქმამ და გაგონებამაც ორივეს აუხსნლი ტკივილი მიაყენა... გეგამ ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადაყლაპა ლილეს თვალი გაუსწორა და განაგრძო...


მერე კი თავად გადაწყვიტე დარჩები მასთან თუ ....


გეგამ სიტყვა არ დაასრულა ისე გავიდა ოთახიდან...


-ისე ნუ ამირევ ფიქრებს რომ შენგან წასვლა არ მომინდეს, ისედაც სრულჭკუაზე არ ვარ...ჩაილაპრაკა ლილემ და სავარძელში მკვდარივით მიესვენა...


- ხუთი წუთი გაქვს მოსამზადებლად, გავდივართ იცოდე ძალიან მშია შეკამათება არ გაბედო...გამოსძაა მეორე ოთახიდან ლილეს გეგამ


- იქნებ უჩემოდ...


-დროს ტყუილად კარგავ, მშიერი არაადეკვატური ვარ გაითვალისწინე.


-კარგი უხალისოდ ჩაილაპარაკა ლილემ და ოთახში გავიდა მოსამზადებლად...


სასიამოვნო გარემო, წყნარი მუსიკა, გემრიელი საჭმელი და კარგი ღვინო..


ყოველივე ამან ლილეს და გეგას განწყობაზეც იმოქმედა...რესტორნიდან გამოსულები ფეხით გაუყვენ ქუჩას, ლილესთვის ორი ჭიქა ღვინოც საკმარისი აღმოჩნდა სუფთა ჰაერზე გამოსულს უფრო მოეკიდა...გეგა სახალისო ამბებს უყვებოდა ის კი ბავშვურად გულწრფელად ისე იცინოდა თითქონს ამ ქვეყნად მხოლოდ ის და გეგა არსებოდნენ...


ესეც ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი ადგილი...არ მითხრა ეხლა რომ პარკი ყველა ბავშვის საყვარელი ადგილია...


-არ გეტყვი...რადგანაც მე არ მიყვარდა არც ბავშვობაში და არც ეხლა..


-იტყუები...


-არა.. მეშინოდა


-რა? და ეხლაც გეშინია?


-ნუ დამცინი...


-წამო შევიდეთ, ეხლა ამ წუთას შენს შიშს თვალებში ჩავხედავთ და დავამარცხებთ...


-კარგი რააა...


-აბა პირველი სად მივდივართ...


-სიცილის ოთახში, მხოლოდ მანდ ვგრძნობ თავს კარგად...


-კარგი, ვინაიდან თავად არ არჩევ მაშინ რიგრიგობით ყველას მოვივლით...


-და ეს მსხვერპლი რატომ უნდა გავიღო...


- იმისთვის რომ გაიზარდო..შიშს დაძლევ, თავს მომაჩვენებ რომ შეგეშინდა და მიზეზი გექნება რომ ჩამეხუტო...


-აი მესმის საკუთარი თავის სიყვარული...არ მაწყობს..


-კარგი მაშინ მე შენთვის აი იმ თეთრ დათვს მოვიგებ ტირის ჯიხურისკენ გაახედა გეგამ ლილე...


-კარგი, მაგრამ იცოდე რომ შენს სიაში ეშმაკის ბორბალი ეხლავე ამოშალე..


მორჩა საკმარისია უკვე თავბრუ მეხვევა მეტი არ შემიძლია ახლა დავეცემი, აი უკვე ვეცემი... ლილემ ხელები გაშალა და ოდნავ გეგასკენ გადაიხარა სწორედ ამ დროს მართლა დაკარგა წონასწორობა გეგამ ხელი შეაშველა და ლილე გულზე მიიკრა, კარგახანს იდგებოდენ ასე ჩახუტებულები გეგას თვალებზე ბუშტებ აფარებული ბავშვი რომ არ დაჯახებოდა..


-ბოდიში ბიძია მიაძახა პატარა ბიჭმა და ბუშტებიანად წამში გაშორდა მათ...


-აბა დამსახურებულ დათვს ვითხოვ...


-წავედით...


სამჯერ სცადა გეგამ მაგრამ სამივე ჯერზე მიზანს სულ ცოტა აშორებდა...


-კიდევ ცდით თუ შეყვარებული ამ საყვარელ კურდღელს დაჯერდება...


-შეყვარებულები არ ვართ შეუღრინა ლილემ ჯიხურის მეპატრონეს რომელიც უშნოდ, ირონიულად უცინოდა გეგას ... მე ვცდი...


-ნება თქვენია ...თოფი ლილეს მიაწოდა


-ათიდან ათი?


- ცხრა იყოს .. ბოლოს და ბოლოს ქალი ხარ... ისევ სულელურად გაიღრიჯა ჯიხურის მეპატრონე


-ათიდან ათი? შენ უკვე მაშინებ გაოცება ვერ დამალა გეგამ


ლილემ ნიშნის მოგებით გაუღიმა გეგას და თავად ჩამოხსნა მთავარი პრიზი...


-ისე ეს დათუნია ახლა მე შენ უნდა გაჩუქო?


- კარგი, ხელებს ვწევ და გაღიარებ...


-აი ეგრე...


-კარგად ისვრი მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ცვლის რომ მშიშარა ხარ...


-გგონია ასე ადვილად წამოვეგები..


-კარგი რა, აი ხელს გიწვდი, მე აქ ვარ და შენც არ შეგეშინდეს..


ლილემ ცოტა იყოყმანა შემდეგ კი გამოწვდილ ხელს ისე მაგრამ ჩაეჭიდა თითქოს აღარასდოს აღარ გაუშვებსო...


მუშაობა დავასრულეთო როცა უთხრეს ლილეს თვალები აუციმციმდა მაგრამ გეგამ ფარხმალი იოლად არ დაყარა ლილეს არ ესმოდა გეგას საუბარი მან კი მოახეხა რომ პერსონალურად მხოლოდ მათთვის ჩაირთო ეშმაკის ბორბალი...


მეორე წრეზე შიში გაქრა ლილეც გათამამდა თუმც აღარ ეშინოდა გეგას მკლავებიდან თავის განთავისუფლებაზე არ უფიქრია.. გეგა არ იცოდა ლილე რას ფიქრობდა ამ წუთაზე არც ლილემ იცოდა რას ფიქრობდა გეგა მასზე მაგრამ ორივეს მშვენივრად ესმოდათ რომ მათი გონება ერთმანეთზე ფიქრს მოეცვა...


და ასე გაუაზრებლად ორივემ დაივიწყა საკუთარი ცხოვრება და პრობლემები...


ორივემ გათიშეს გონება და დარჩნენ სამყაროში სადაც არც ლევანი და არც ნინაკა არ იყო...


სამყაროში რომელიც მათ საკუთარ ფიქრებში შექმნეს ...

ყოველ დღეს ახალი თავგადასავალი მოჰქონდა, ეს დღეც ერთად ბუნებაში გაატარეს, ითევზავეს, დიდხანს ინებივრეს საშინლად ცივ და კამკამა მდინარეში შემდეგ სიცივისგან ტუჩებ გალურჯებულები კოცონს შემოუსხდნენ.. არც კვება დავიწყებია გეგას საკუთარი დაჭერილი თევზი შეწვა და ლილეს გაუმასინძლდა.. გვიანობამდე კოცონის გვერდით წამოწოლილები გაჰყურებდენენ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას..იმ იმედით რომ ვარსკვლავი მოსწყდებოდა და მათ სურვილებს აასრულებდა..


გეგას მოსწონდა ლილეს გვერდით ყოფნა აბედნიერებდა მასთან გატარებუბული დღეები და თბილისში დაბრუნებაზე აღარც ეფიქრებოდა რამაც ლექსოს აღელვება გამოიწვია, ღელავდა მეგობარზე კიდევ ერთი ადამიანი და ეს ანიკა იყო ის კარგად იცნობდა საუკეთესო მეგობარს და კარგად ესმოდა რომ ლილე საკუთარ თავს კიდევ უფრო დიდ ტკივილს მიაყენებდა..


დილაადრიან კარზე გაბმულმა ზარმა გააღვიძა ლილე და გეგა, ერთდროულად გამოვარდნენ ოთახებიდან ლილემ შეშინებული თვალებით შეხედა გეგას, გეგაც უსიტყვოდ მიუხვდა ფიქრებს მხრები აიჩეჩა რადგანაც არც თავად ქონდა რაიმე შესაძლო ვარიანი თუ ვინ იდგა კართან...


კარი გააღო და შვებით ამოისუნთა როცა კართან ლექსო დაინახა ...



-აქ რა გინდა?


- რა გითხრა ვიფიქრე შინ დასაბრუნებელი გზა დაავიწყდა და მე მაინც დავაბრუნებ უკანთკო...


-რა ცინიზმია.. წამო სამზარეულოში ყავა დავლიოთ


-რა კარგია კარგი ცხოვრება...


-უხეშობის გარეშე, ლილეს ღვიძავს სამზარეულოშია


ბიჭები სამზარეულოში შევიდნენ ლილეს ყავის წყალი უკვე დაედგა


გეგამ მეგობარი გააცნო


ბიჭების ყავა მაგიდაზე დადგა კარადიდან კრუასანებიც გამოიღო საკუთარი ჭიქა აიღო და ის იყო საკუთარ ოთახში უნდა გასულიყო რომ კარზე ისევ ზარის ხმა გაისმა..


ამჯერად სამივემ გადახედეს ერთამანეთს გაოცებული თვალებით გეგამ კარი გააღო და კარებთან ლამაზი სიფრიფანა გოგო დახვდა ..


-გამარჯობათ, მგონი თქვენ გეგა ხართ.გაუღიმა გეგას კარებთან მდგარმა გოგონამ..


-დიახ და თქვენ?


ანიკა? ეს ანიკას ხმა ჩაილაპარაკა ლილემ ოთახიდან გამოვარდა და მეგობარს მოეხვია... შენ აქ რას აკეთებ?


-იცი რა საკმარისად დაგტოვე მარტო სასწრაფოდ მოემზადე მივდივართ...


-იქნებ სახლში შემოხვიდეთ, იმედია კარებთან არ აპირებ დალოდებას საუბარში ჩაერია გეგა...


ეხლა უკვე სამზარეულოს მაგიდას ოთხნი შემოუსხდნენ


სიჩუმე ისევ გეგამ დაარღვია


-აბა სად აპირებთ წასვლას?


-რამე სასტუმროს ვიპოვნით და თორმეტში ერთად დავბრუნდებით თბილისში..


გეგას ესიკვდილებოდა ლილეს მისგან გაშვება აბრაზებდა ანიკას სტუმრობა მაგრამ არ უნდოდა ეს ყველაფერი შეემჩნეოდა..


ამ დროს ვფიქრობ გაგიჭირდებათ სასტუმროს პოვნა აქ დარჩით როგორც ხედავთ ადგილი საკმარისია...


-არა რას ამბობთ ისედაც საკმაოდ შეგაწუხეთ...


-რა შეწუხება ჩემი მეობარიც ახლახანს ჩამოვიდა, ისედაც გარეთ გასვლას ვაპირებთ შეიძლება დღეს ვერ კი შევხვდეთ ერთმანეთ ასე რომ ორი დღისთვის არამგონია ღირდეს სასტუმროების ძებნა...


-არვიციი..არამგონია კარგი აზრი იყოს


-კარგი ჩვენ გავალთ მარტო დაგტოვებთ, თქვენ ისაუბრეთ და ჩემს ნათქვამზე დაფიქრდით...


გეგამ ყავის დალევაც არ აცადა ისე წამოაგდო ლექსო მაგიდიდან


- ბიჭო, შენ ნორმალური ხარ რატო არ უშვებ იმ გოგოს სახლიდან?


რა მნიშვნელობა აქვს ეს დღეს მოხდება თუ ხვალ?


თავი ვეღარ შეიკავა ლექსომ როგორც კი მანქანაში ჩაჯდნენ..


-საიდან მოიტანე რომ არ ვუშვებ უბრალოდ ახლა სასტუმროს სად იშოვიან?


-შენ მე შტერი გგონივარ, ორ ადგილს კი არა თუ მოინდობებ 15 წუთში ფეხბურთის გუნდს მოათავსებ სასტუმროში თავისი გულშემატკივრებით...


-ნუ მაწვები..

-არასწორად იქცევი, პრობლემებს იქმნი, სექსზე გაგიჟებული არასდროს ყოფილხარ ახლა რა დაგემართა, არა ეგ გოგო უპატრონო გაიგე...

-რასამბობ?არც კი შევხებივარ რაც აქ ჩამოვედი..



-აბა შეგიყვარდა?არა ვერ შეგიყვარდებოდა ასეთი შტერიც არ ხარ...კითხვა დასვა და პასუხიც თავად გასცა საკუთარ კითხვას...


-და თუ შემიყვარდა?


-რა ...გაოგნებულმა შეხედა ლექსომ გეგას...


-დაივიწყე წამო ვჭამოთ და ნუ მირევ შენ მე ფიქრებს ნუ მიძვრები ხოლმე ტვინში თან მომიყევი რა ხდება თბილისში...


ნეტა მან თუ ჭამა რამე? როცა გაწყობილ სუფრას გადახედა გეგამ


შემდეგ ოფიციანტს ორი პიცის გამზადება სთხოვა და სახლის მისამართიც დაუწერ რათა კურიერისთვის გადაეცა..


-ოჰო, ეს ბიჭი როგორი მზრუნველი ყოფილა გაოცება ვერ დამალა ანიკამ როცა კურიერს პიცა გამოართვა...


-ნუ მაიმუნობ?


-ხომ არ შეუყვარდი.


-არამგონია უბრალოდ ძალიან კეთილია და მეც ვეცოდები..


-გოგო მომხედე, რა გაქვს შესაცოდებელი?


-მე კი არა შენ შემომხედე ახლა მე ვარ ისეთ მდგომარეობაში რომ ვინმეს შეუყვარდე...


-როცა გოგოს ლოგინში ჩაიწვენენ როგორც წესი მეორე დღესვე უკან მოუხედავად გარბიან, ეს კი დარჩა და თავს გევლება და მაგას ვერავინ დამაჯერებს რომ უბრალოდ კარგი ადამიანობის და მეტი არაფრის ბრალია...


-კი ძალიან კარგი ადამიანია ნამდვილად...


-ჩაიხვიე ეხლა და იძახე კარგი ადამიანიო... ტიპმა ისიც კი იცი რომ პიცა ზეთის ხილის გარეშე გიყვარს და ფანტას არ სვავ მხოლოდ კოკა-კოლას ..


-ეგ რა შუაშია უბრალოდ შვიდი დღეა რაც ერთად ვართ და ხშირად ერთად გვიწევს ჭამა..


-შენ რა შეგიყვარდა?


-რა სისულელეს ამბობ, ვითომ არ იცი რომ ლევანი მიყვარს..თუმცა ვისურვებდი სხვაგვარად გამეცნო, სხვა სიტუაციაში..


-ვიცოდი, მაგრამ შენი თვალები სხვას მეუბნენიან ლევანმა გაწყენია, შემდეგ გეგა გაიცანი ის ღამეც რომელსაც რაც არ უნდა მოხდეს ვერ დაივიწყებ, მერე იმის მაგივრად რომ მიეტოვებინე მასთან წაგიყვანა თავს გევლება ერთ სახლში ცხოვრობთ არ გიფიქრია რომ ერთმანეთის მიმართ იმაზე მეტს გრძნობთ ვიდრე საკუთარ თავებს უტყდებით...


-გაჩუმდი გთხოვ ნუ მირევ აზრებს ... არ შეუყვარდებოდი უბრალოდ ცდილობს თავისი დანაშაული გამოასწორეს..


-რომელი დანაშაული, მან რა ძალა დაგატანა? ლამაზი გოგო, ნახევრად შიშველი, ნასვამი თან შენ გამოიწვიე და ბიჭიც ვნებას აყვა სადა მანდ დანაშაული...


-აქ ჩემს გასაგიჟებლად ჩამოხვედი?...დიახ, მასთან კარგად ვგრძნობ თავს...და ბედნიერი ვარ რომ წასვლის ნება არ მომცა ახლა კმაყოფილი ხარ?


-ჩემო პატარა, აქედან წავიდეთ გთხოვ ზეგ ლევანი ბათუმში იქნება..


-ჩვენ დავშორდებით..


-ვერ დაგამიმედებ ჩემო გოგო ის შენ არ დაგშორდება შენთან დამაბარა რომ სისულელებზე არ იფიქრო და რომ არ აპირებს მთელი ცხოვრების სიყვარულზე უარი თქვას...


-რა სისულელებს მეუბნები, გაგიჟდა..ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, ყოველ ჯერზე როცა რამე პრობლემა იქნება ერთმანეთს იმ დღეს წამოვაძახებთ..არა არ შეიძლება ჩვენი ერთად ყოფნა..


-კი გაგიჟდა არ მეგონა ასე ძალიან თუ უყვარდი, მან იცის რომ მე გიქირავე სახლი და დავპრდი რომ დღეს შენთან ჩამოვიდოდი და მის ჩამოსვლამდე მარტო არ დაგტოვებდი...მან გეგას შესახებ არაფერი არ იცის იცოდეე...


-ვერ შევძლებ გესმის, ვერ შევძლებ მის ცოლობას..ლილეს ცრემლები წასკდა და მეგობარს მოეხვია...


-შეძლებ ჩემო გოგო შეძლებ, გაიხსენე თუ როგორ გიყვარდათ ერთმანეთი და ეს ბიჭიც თავისი გზით გაუშვი თორემ ვგრძნობ რომ ზედმეტი ამ ისტორრიაში მხოლოდ ის აღმოჩნდება და დაიტანჯება ...


-არ მინდა ჩემს გამო დაიტანჯოს..ლილემ თავი მეგობრის კალთაში ჩადო და ცრემლებს გზა მისცა..თვალები დახუჭა და გეგასთან გატარებულმა ერთმა კვირამ წამში გაურბინა თვალწინ კადრებად...


-კარგი ჩემო გოგო საკმარისია გლოვა, ეხლა ვჭამოთ და მერე ცოტას წავიძინებ თორემ დილის ექვსი საათის მერე საჭესთან ვარ..


-ანუ ვრჩებით?


-კი, რადგან ვფიქრობ რომ ორივეს გჭირდებათ ეს ორი დღე რადგან ერთმანეთს წყნარად და მშვიდად აუხსნათ რომ არსებობს ცხოვრება სადაც ორივეს გელოდებიან..ეს ზღაპარი რომელიც ამ შვიდ დღეში შექმენით აქ უნდა დატოვოთ და მერე თუ გინდათ შვილიშვილებს მოუყევით სიბერეში ბუხართან..


-ჭამე ეხლა თუ ჭამ და ნერვებს ნუ მიშლი, არანაირი შვილიშვილები არ იქნება არ გავთხოვდები...


-კიდევ კარგი კაბა არ ვიყიდე სცადა გაღიმება ანიკამ


სადამდე ვისეირნოთ ასე შეყვარებულებივით მეძინება ბიჭო წამიყვანე სახლში..ან მე მაინც მიქირავე სადმე ერთი ოთახი და მე გამიშვი..


ებუზღუნებოდა ლექსო მეგობარს


-კაი ნუ წაიღე ტვინი, ასე ვერ მივალთ რამე მიზეზი უნდა მოვიფიქრო...


-რას ბოდიალობ ბიჭო შენ? რა მიზეზი გინდა საკუთარ სახლში მისასვლელად?


-მაგარი ვარ, სტუმარი გოგო კინოში დავპატიჟოთ..


-ოთხ სათზე კინოში წასვლას არაფერი ჯობია...საათს დახედა ლექსომ..


-არ კინოში ცხრაზე წავალთ სამაგიეროდ მისი ნახვის მიზეზი მექნება შენ კი დრო გამოსაძინებლად..


-მიზეზებს ეძებს და მასთან დროის გასატარებლად და მე მაბოლებს არ შემიყვარდაო...


-დაუშვათ შემიყვარდა მერე?


-მიგატოვებს და მერე დარჩი შენს სიყვარულთან ერთად და დარდი ჩაახრჩვე ღვინოში...ჩემი იმედი არ გქონდეს მე წინაღმდეგი ვარ ამ სიყვარულის ..


გეგა მეგობარს აღარ უსმენდა სასწრაფოდ ლილეს დაურეკა


-გისმენ გეგა..


–იმედია საჭმელი მიირთვი?


-კი მადლობა...


-ისევ სევდიანი ხმა?მეგობარი ხომ არ გაბრაზებს?


-არა, ცოტა ვისაუბრეთ და მოვიწყინე


-ხოდა მე და ლექსომ გადავწყვიტეთ სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინოთ და კინოში დავპატიჟოთ ანიკა...


-კარგი ვკთხავ...


-არანაირი კითხვა დაითანხმე ჩვენს მოსვლამდე პასუხს არც დალოდებია ისე გათიშა გეგამ ტელეფონი..


ვა, სახლში მივდივართ ვიზა ჩაგვირტყეს? ეს ანიკა რა უბედურება კიდე პეპი გვაკლია..


სახლში მისულებს ანიკა დაძინებული დახვდათ მიუხედავად იმისა რომ სანდროს გეგას და ლილეს მარტო დატოვების სურვილი არ ქონდა ძილის სურვილმა მაინც გადაწონა და საძინებელს მიაშურა...


კინოში წასვლის დროც მოვიდა


ბიჭები მისაღებში ელოდნენ გოგონებს...როგორც წესი ლილე მეგობართან ერთად ზუსტ დროს შემოვიდა ოთახში რაც ლექსოს აღფთოვანების მიზეზი გახდა გეგა კი უკვე შეეჩვია ლილეს ზედმეტად პუნქტუალურობას..


კინოს შემდეგ ბარში წასვლა გადაწყვიტეს ცოტა დალიეს და ბევრი იცეკვეს სახლში დაბრუნებულებმა კი დიდხანს ისაუბრეს მისაღებ ოთახში ანიკა და ლექსო ლილეს და გეგას ყოველ მზერას აკვირდებოდნენ და ორივე მიხვდა რომ ეს ორი ერთმანეთზე იმაზე მეტად იყვნენ დამოკიდებულები ვიდრე მათ ეგონათ...


ეს დღეც დასრულდა


ორი დღეც და ყველაფერი დასრულდება გაიფიქრეს ორივემ და მეგობრები საკუთარ ოთახებში გაიხმეს, წყვილი კონტროლის გარეშე რომ არ დაეტოვებინათ...


გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა ი ქ ნ ე ბ ა ...

image

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0