x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რამდენიმე სურათი წარსულიდან, რომლებსაც საინტერესო ისტორია აქვს

image
1941 წელს პერლ-ჰარბორის ტრაგედიის შემდეგ, როცა იაპონელებმა მასიურად დაბომბეს ავიაციით ამერიკელების სამხედრო ბაზა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკელი მოქალაქეების ნაწილმა მასიურად დაიწყო აზიური წარმოშობის მოქალაქეების დევნა და შევიწროვება. განსაკუთრებით კი დევნის ობიექტები გახდნენ იაპონური წარმოშობის ამერიკელები.



ოკეანის სანაპიროზე მჯდარი ეს გოგონა სწორედ ამიტომ ზის ჩინეთის ეროვნული დროშით, რათა ამერიკელების აგრესიის ობიექტი არ გახდეს, ჩინური დროშით ყოფნით ჩინური რესტორანის მიმტანი გოგონა თავს იზღვევს იაპონელებზე "მონადირე" ამერიკელებისაგან.

image
ეს სურათი 1881 წელსაა გადაღებული და მასზე გამოსახულია კრიმინალური სამყაროს ლეგენდა, ქალი რომელსაც ქურდული საქმიანობის პროფესიონალურ დონეზე ფლობის გამო "სონკა ოქროსხელებას" ეძახდნენ.


ცნობილი ავანტიურისტი და ქურდი (კანონიერ ქურდში არ აგერიოთ, ქალი კანონიერი ქურდი არ ყოფილა არასდროს) იკუტსკთან ახლოს გააგზავნეს კატორღაში, დასვენების პერიოდშია "სონკა ოქროსხელება" გადაღებული, რომელსაც ხელებზე ხელბორკილები უკეთია. სურათის გადაღებიდან რამდენიმე წელიწადში მან შესძლო გაქცევა და მეფის რუსეთი და მთელი იმპერია კიდევ ბევრჯერ გააოცა ხმაურიანი ქურდობების ჩადენით.

image
გასული საუკუნის 80-იანი წლების სკოლა, მოსწავლეები იმყოფებიან ინფორმატიკის გაკვეთილზე, სადაც 1983 წელს გამოშვებული კომპიუტერები "აქატ4"-ია წარმოდგენილი. კომპიუტერში დაყენებული იყო პროგრამა "მოსწავლე", ხოლო კომპიუტერის ოპერატიული მახსოვრობა დღევანდელი გადმოსახედიდან სასაცილო, სულ 64 კბ იყო.


image

დღეს ბევრს წერენ და საუბრობენ იმაზე, რომ საბჭოთა კავშირი "წესიერების განსახიერება" იყო, არა და მაშინაც იყო მოსწავლეებში გავრცელებული სიგარეტის მოწევაც, მოკლე კაბებიც და გოგოებს შორის ხელის "ფათურიც".
imageimage
+14


0
112
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
112