x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
„ღმერთმა დაგვიფაროს ყველა“ - რას წერს ევროპარლამენტის წევრი "ტვიტერზე"?

image
შეერთებულ შტატებსა და ნატოს სურთ შუღლი ჩამოაგდონ ევროპასა და ჩინეთს შორის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის წევრი მიკ უოლესი წერს.



პარლამენტარმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევაში ევროპისთვის შესაძლო ნეგატიური შედეგების შესახებ გააფრთხილა.



„აშშ და ნატო არწმუნებენ ევროკავშირს, რომ ჩინეთი საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას - ჩინეთი, რომელსაც ბომბი არავისთვის ჩამოუგდია 40 წლის განმავლობაში. ამერიკა ცდილობს ჩინეთსა და ევროპას შორის შუღლი ჩააგდონ და თუ ჩვენ ამ გზას გავუყვებით, ღმერთმა გადაარჩინოს ევროპა... ღმერთმა დაგვიფაროს ყველა.“- წერს ევროპარლამენტარი.




მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები გაზრდის ზეწოლას ჩინეთზე და აღნიშნა, რომ დასავლეთმა „ფაქტიურად დაანონსაა“ მსგავსი ზომები.

1
188
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
188
  
2023, 11 მარტი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1