x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სალვადორის ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა დანაშაულებრივ სინდიკატს სალვადორში

image
როგორც სააგენტო "Reuters"-ი იუწყება, სალვადორში კრიმინალური ბანდების რაოდენობამ და ზოგადად კრიმინალმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია, პოლიციას გაუჭირდა კრიმინალურ სამყაროსთან გამკლავება, შესაბამისად ქვეყნის ხელისუფლებამ პოლიციას სამხედრო დანაყოფები დაახმარა კრიმინალთან ბრძოლაში, პარარელურად ჯერ კიდევ შარშან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

თუმცა პატიმრების ძალიან დიდი კონტიგენტის გამო არსებული ციხეების ადმინისტრაცია და მომსახურე პერსონალი ვერ ახერხებდა მათ კონტროლს, ციხეებიდან გაქცევაც მასიური გახდა.
ქვეყნის ხელისუფლებამ გადამჭრელი ღონისძიებების ჩატარება დაიწყო და აშენდა რამდენიმე განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმისათვის განკუთვნილი საპყრობილე, კრიმინალური ბანდების ბოსებისათვის და განსაკუთღებით მძიმე დანაშაულებისათვის დაკავებული და მისჯილი პატიმრებისათვის.

სურათზე ასახულია პროცესი როცა სტანდარტული საპყრობილედან, მძიმე დანაშაულებებისათვის ბრალდებული პატიმრები სულ 2000 ადამიანი გადაჰყავთ ახალ ციხეში, სადაც თანამედროვე სისტემებია კონტროლისათვის დამონტაჟებული.
სულ 40 000 პატიმარზე გათვლილი საპყრობილეები იქნა აგებული მოკლე ვადებში, სადაც ყველა პირობაა შექმნილი ადმიინისტრაციის და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისათვის.

თან სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ჯერ კიდევ სამხედრო დანაყოფები იცავენ საგანგებო მდომარეობის გაუქმებამდე.

სალვადორული კრიმინალური სინდიკატის " Mara Salvatrucha "-რიგებში 50 000 აქტიური კრიმინალიდან 80 000 კრიმინალამდეა. მონაცემები აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიუროს მიერაა გამოქვეყნებული.

ქვეყანაში პოლიციას და სამხედროებს დიდი უფლებები მისცეს, მათ ორდერის გარეშე შეუძლიათ ნებისმიერი მოქალაქის და საცხოვრებელი ფართის გაჩხრეა, თან არავის აძლევენ უფლებას ადვოკატი აიყვანოს ან ჯXრეკას დაასწროს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან დღემდე სულ დაკავებულია 64 000 კრიმინალი.

0
244
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
244