x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ყინვაგამძლე" ციმბირელი გოგოები გულგრილს არავის დასტოვებს
image
თუ საქართველოში საუკეთესო მებრძოლებად მთიელი ქართველები ითვლებიან დღემდე, უკრაინაში დასავლეთ უკრაინელებს თვლიან ასეთ მებრძოლებად, რუსეთში კი ციმბირელები, რომელთა დიდი ნაწილი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თავს რუსს კი არა უბრალოდ ციმბირელს უწოდებს.



რუსეთის იმპერიაში შემავალი ეს ტერიტორია თავის დროზე ძალით შემოიერთა რუსეთმა ერმაკის მეთაურობით, ერმაკი კი შემდგომში ციმბირელების აჯანყების დროს მდინარეზე გადასვლისას დაიღუპა, შეაბჯრულს ყინული ჩაუტყდა და მისი ამოყვანა ვერ მოხერხდა.



ციმბირში რუსეთის ტერიტორიაზე ყველაზე ცივი კლიმატია, მიუხედავად ამისა თოვლსა თუ ყინულში მუდამ ნახავთ ქუჩაში მოსეირნე ადამიანებს, დედებსაც რომლებიც ეტლით ბავშვებს ასეირნებენ (მე არა ვარ 12 წლის ასაკის მერე იქ ნამყოფი, მაგრამ რასაც ვწერ თავად ვარ თვითმხილველი).



ცივი ტემპერატურა რომელსაც აჩვევენ ბავშვბს აკაჟებს მათ. არც ნათლისღების ღამეა გამონაკლისი როცა ციმბირელები ყინულჭრილში ჩადიან და როგორც წესია წყალში სამჯერ ჩადიან, თან პირჯვარს იწერენ.




მართლმადიდებელობა ციმბირში უფროა სუფთად შენახული ვიდრე მეგაპოლისებში, სადაც ეკლესიაში სიარული უბრალოდ მოდადაა ქცეული.


ხის ძველ ტაძარში მლოცველებიც ბევრი მინახია სვერდლოვსკის ოლქში მგზავრობისას, რომლებიც ცუდი ამინდის მიუხედავად რიგში იდგნენ ეკლესიის შესასვლელში.

წყალი ზოგადად სისუფთავის და განწმენდის საშუალებად ითვლება უხსოვარი დროიდან, ნათლისღების დღის აღნიშვნის შემოღების მერე კი ტრადიციად იქცა ცივ წყალში განბანვის.


გთავაზობთ ციმბირელი გოგონების და ქალების კოლაჟს ცივ წყალში შესვლა-ამოსვლის კადრებით.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
ეს კი ვიდეოკოლაჟი.












0
364
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
364