x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბარბარა ერნი, ახალგაზრდა ქალი სკივრით, რომელიც უკანასკნელი სიკვდიმისჯილია ლიხტენშეინში
image
ეს ლამაზი ახალგაზრდა ქალი ბარბარა ერნი გახლავთ, რომელიც ლიხტენშეინში საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით. ბარბარაა ლიხტენშეინში უკანასკნელი ადამიანი რომელიც დასაჯეს სიკვდილით, საინტერესოა ალბათ თქვენთვის რით "დაიმსახურა ამხელა პატივი" ამ ახალგაზრდა ქალმა.

ბარბარა ერნი დაიბადა 1743 წლის 15 თებერვალს, მისი ბავშვობა არ იყო მთლად საოცნებო, რადგან გოგონა ავსტრიის ღარიბ-ღატაკი ოჯახის შვილი გახლდათ.


გოგონას და მის ოჯახს უწევდა ბრძოლა არსებობისათვის. სწორედ გაჭირვებამ და სიღატაკემ აარჩევინა გოგონას გზა, რომლის მეშვეობითაც წლების მანძილზე ეცხოვრა მდიდრულად და კომფორტულად, გოგონა იმდენად ნიჭიერი აღმოჩნდა რომ გეზის მიმცემის გარეშე შეიმუშავა მეთოდი რომლის დახმარებითაც ის გახდა პროფესიონალი თაღლითი.


გოგონა ცოლად გაჰყვა ვინმე ფრანცს, რომელიც ასევე ცნობილი პირი გახლდათ კრიმინალებს შორის, მაგრამ წყვილის ოჯახურ ცხოვრებაზე ან შვილებზე ისტორიას არაფერი შემოუნახავს.

სამაგიეროდ ისტორიამ შემოინახა ბარბარა ერნის ისტორია, თუ რა ხერხით შოულობდა ის უზარმაზარ თანხას, რომელსაც ასევე უშურველად გასცემდა გაჭირვეულ ოჯახებზე და თავადაც კომფორტულად ცხოვრობდა მანამ, სანამიმ მისი ლამაზი თავი გილიოტინით არ მოკვეთეს.

ბარბარა ძალიან ლამაზი ახალგაზრდა ქალი გახლდათ, ბავშვური და მიამიტი გამოხედვით რასაც შცდომაში შეჰყავდა მისი მსხვერპლები და ადვილად ენდობოდნენ მას.

ბარბარამ შეიმუშავა მეთოდი, რომელიც ამდენი საუკუნის შემდეგაც კი უცნაურად ჩანს, როგორ მოიფიქრა ახალგაზრდა გოგომ ამგვარი ხერხით ფულის შოვნა იმ ძველ ეპოქაში.

ბარბარას საიდუმლო კი მის სკივრში იყო რომელსაც ყველგან თან დაატარებდა, უფრო სწორედ დაატარებდნენ ფულის სანაცვლოდ ხან მეეტლეები, ხან უბრალო მოქალაქეები ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე ბარბარას თხოვნით.

ბარბარა ჩერდებოდა შდარებით მდიდარ სასტუმროებში, სადაც მეპატრონეს მაღალი წრისთვის განკუთვნილ ოთახს სთხოვდა, ერთი დღის საფასურსაც წინასწარ იხდიდა და სასტუმროს მეპატრონესთან შეხვედრას მოითხოვდა, რომელთანაც შემდეგი სახის საუბარს იწყებდა: "ჩემს სკივრშია ჩემთვის ძალიან ძვირფასი ნივთები, რომელთა დაკარგვა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია, იქნებ თქვენს სასტუმროში ყველაზე დაცულ ადგილზე შემინახოთ ჩემი სკივრი"?
ბუნებრივია სასტუმროს მეპატრონე თანხმდებოდა ახალგაზრდა "დიდგვაროვანს" და მისი სკივრი მიჰქონდა იქ, სადაც საკუთარ ფულს და ძვირფასეულობას ინახავდა.


დილით კი იწყებოდა ტირილი, ისტერიკა და ყვირილი, მიზეზი კი სასტუმროს მეპატრონის გაქურდვაში იყო.



არა, ბარბარა არ ქურდავდა სასტუმროს მეპატრონის საგანძურის საცავს, არამედ სკივრში ჩამალული ჯუჯა მამაკაცი რომლის სახელი ისტორიას არ შემორჩა.

imageimage
ჯუჯა პროფესიონალი გახლდათ, როგორც ისტორია გადმოგვცემს დაკეტილი ბოქლომების და საკეტების გაღებაში, ღამით ჯუჯა ამოდიოდა სკივრიდან და სასტუმროს მეპატრონის ყველაზე დაცულ ოთახში ეძებდა ფულს და ძვირფასეულობას, რომელსაც სკივრში ყრიდა, მერე უკვე საქმეში ერთვებოდა ბარბარა რომელსაც სკივრი გაჰქონდა და მიდიოდა.


ბარბარა ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა და ამგვარი მეთოდით დიდძალ ქონებასაც მოუყარა თავი, რომელთა ნაწილს ღარიბებსაც უნაწილებდა.


როგორც ცნობილია "კოკას ყოველთვის არ მოიტანს წყალს" და არც ბარბარა აღმოჩნდა იმდენად მოხერხებული და საზრიანი ნაშოვნი ფული ქვეყნის გარეთ გაეტანა და მთელი ცხოვრება უზრუნველად ეცხოვრა.


1784 წელს ბარბარა და მისი კომპანიონი ფაქტზე დააკავეს ლიხტენშტეინის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ეშენში და ადგილობრივ ციხეში ჩასვეს.

მაშინ ძალისმიერი და საკმაოდ მტკივნეული მეთოდებით მიდიოდა ბრალდებულების თუ ეჭვმიტანილების გამოტეხვა და ბარბარამაც იმდენი ფაქტი დაასახელა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბარბარას თავი კალათაში ჩაგორებულიყო.

image
1784 წლის 7 დეკემბერს ბარბარა საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით-მას თავი მოკვეთეს, როცა მისი თანამზრახველის მოსაყვანად გაგზავნეს ციხის თანამშრომლები, აღმოჩნდა რომ საკეტების უბადლო გამღბს ციხის საკანიც გაეღო და უკანა გასასვლელიდან ეშველა თავისათვის, სანამ თავზე ტომარას წამოაცვამდნენ და თავს წააცლიდნენ. იმ დღიდან ჯუჯაზე ისტორია დუმს. ბარბარას შემდეგ არცერთი ადამიანი არ დაუსჯიათ სიკვდილით, სიკვდილით დასჯა კი საერთოდ აიკრძალა 1987 წელს.




0
36
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
36