x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მარიანა ბახმაიერი, გერმანელი დედა რომელმაც შვილზე მოძალადე და მკვლელი სასამართლო დარბაზში მოკლა
image
მარიანა დაიბადა 1950 წლის 5 ივნისს ნაცისტური პარტიის წევრების ოჯახში, ოჯახი რელიგიური იყო, ხოლო მამა ნამდვილი დიქტატორი. მარიანას ბავშვობა და მოზარდობა გამწარებული ჰქონდა ტირანი მამის გამო.


როგორც კი გახდა სრულწლოვანი ის ოჯახიდან გააგდეს, როგორც თავისუფალი ნების ადამიანი და მარიანას უწევდა ცხოვრება სხვადასხვა ადგილას და გარემოში მშობლიურ ქალაქში.


მარიანა ორჯერ დაორსულდა, მაგრამ ორივეჯერ მოატყუეს და მარიანა ვინაიდან მარტოხელა იყო ბავშვი ბავშვთა სახლს ჩააბარეს, მესამე შვილის ანას გაჩენისას მარიანა უკვე დასაქმებული იყო და როგორც საზოგადოების ჩვეულებრივ წევრზე მასზე სახელმწიფო ზრუნავდა, გოგონა დედასთან იზრდებოდა.


საუბედუროდ 7 წლის გოგონა რეციდივისტ კლაუს გრაბოვსკის გადაეყარა შემთხვევით, სექსუალური სახის ძალადობისათვის ორჯერ ნასამართლევმა კლაუსმა გოგონა მოიტაცა, გააუპატიურა და მოკლა.

image

სასამართლო სხდომაზე კი ურცხვად აცხადებდა, რომ ბავშვის მოკვლას არ აპირებდა, უბრალოდ ბავშვმა მას უთხრა რომ ის მას იცნობდა და მის საქციელზე ყველაფერს დედას მარიანას მოუყვებოდა.




სასამართლო სხდომაზე კლაუსი ცინიკურად მიმართავდა მარიანას, რაზეც მოსამართლის მუდმივ შენიშვნას იღებდა.



მარიანა სასამართლო სხდომიდან გამოსვლისას 1981 წლის 5 მარტს.
image
მეორე დღეს როცა მოსამართლეს მკვლელისთვის განაჩენი უნდა გამოეტანა, მარიანამ მოახერხა და სასამართლოს სხდომათა დარბაზში პისტოლეტი "Beretta 70"-ი და სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, როცა ბრალდებულს მისცეს სიტყვა, ფეხზე მდგარ კლაუსს მარიანამ 7 ტყვია დაახალა, 7 ტყვიიდან 5 სასიკვდილო აღმოჩნდა, მარიანა სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.
imageimage
სწორედ მარიანას სასამართლოდან გაყვანის კადრია სტატიის მთავარ სურათად.

ლიუბეკის სასამართლომ 1983 წლის 3 მარტს მარიანას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა აფექტის მდგომარეობაში მკვლელობისათვის და იარაღის უკანონოდ შეძენისათვის. მარიანამ ციხეში 3 წელი გაატარა და დროზე ადრე განთავისუფლდა, რამდენიმე წელი სხვადასხვა კლინიკაში მძიმე ავადმყოფებს უვლიდა, თუმცა არც მას უცოცხლია დიდხანს, 46 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა და შვილთან დაკრძალეს.

image




0
307
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
307