x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მიწაში ცოცხლად დამარხული გოგონას სასწაულებრივი გადარჩენა სამი დღის შემდეგ

image
ამ სტატიაში მოგითხრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული საუკუნის 60-იან წლებში მომხდარ, გახმაურებულ ისტორიას გატაცებული გოგონაზე, რომელმაც მიწაში ჩამარხულმა გაატარა მიწისქვეშ 83 საათი და ცოცხალი გადარჩა.



დღეს ნაკლებად ახსოვთ ამერიკელებს ეს ისტორია, მაგრამ საარქივო მასალებში ინახება ისტორია რომელიც გასულ საუკუნეში ამერიკული პრესის პირველ ფურცელზე იკავებდა ადგილს.


ისტორია იმით კი არაა ცნობილი, რომ ცნობილი ბიზნესმენის გოგონა ბარბარა მაკლი გაიტაცეს, არამედ იმით, თუ როგორი გაგრძელება მოჰყვა გოგონას გატაცებას.



ბარბარა 20 წლის იყოს, როცა 1968 წლის 17 დეკემბერს ის გაიტაცეს, სწორედ იმ დღეს დაიწყო იმ სამნახევარი საშინელი დღის ათვლა, რომელიც გაატარა მიწისქვეშ ბარბარამ.

გოგონა ატლანტას უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ჰონგკონგის გრიპი გავრცელდა, გოგონაზე რომ ეზრუნა მასთან ჩავიდა მისი დედა ჯეინ მაკლი.
ჯეინი შვილთან ერთად გაჩერდა სასტუმროში, ბარბარას უნივერსიტეტის საცხოვრებლიდან არც თუ ისე შორს.


სწორედ ამ სასტუმროში დაიწყო ისტორია, რომელმაც მთელი ამერიკა აალაპარაკა და ფეხზე დააყენა.

შეუაღამისას დედა და შვილი გააღვიძა კარებზე კაკუნმა. კარის სამზერში ბარბარამ დაინახა პოლიციის ორი ოფიცერი, რომლებმაც მას უთხრეს, რომ მისი მეგობარი ბიჭი სტიუარტი მოყვა ავარიაში. როგორც კი გაუღეს პოლიციელებს კარი, ისინი ეგრევე ეცნენ ბარბარას დედას, ნარკოზით გათიშს და სკამზე დააბეს, ხოლო ბარბარას კი დაემუქრნენ თუ ხმაურს ატეხდა და მათ არ გაჰყვებოდა დედას მოუკლავდნენ. გოგონაც უსიტყვოდ გაჰყვა პოლიციელებად გადაცმულ კრიმინალებს.

პოლიციის ოფიცსრის ფორმაში გამოწყობილი გამტაცებლები ცნობილი კრიმინალი გერი კრისტი და მისი თანამზრახველი რუთი იყვნენ.
გამტაცებლებმა გოგონა მანქანაში ჩასვეს და ქალაქგარეთ გაიყვანეს ტყეში, სადაც გოგონა მიყვანეს უზარმაზარ ორმოში ჩადგმულ კუბოს მსგავს ყუთთან, აიძულეს ჩაწოლილიყო შიგნით, თან გააფრთხილეს რომ ყუთში მიწის დაყრის მერე შუქი ექნებოდა, გარდა ამისა ექნებოდა ორი მილი რომლის მეშვეობითაც ჟანგბადის ნაკლებობა არ ექნებოდა.


"როგორც კი გადაიხდიან შენი მშობლები 500 000 დოლარს, ჩვენ გაგანთავისუფლებთ"-დაუბარეს გოგონას და სანამ ყუთს სახურავს დაახურავდნენ და მიწას დააყრიდნენ, ბარბარას მკერდზე დაადეს აბრა წარწერით: "მე გატაცებული ვარ". გოგონა აიძულეს სურათის გადაღემისას გაეღიმა.

image


გოგონას ყუთს სახურავი დაახურეს და მიწა დააყარეს, ასე დაიწყო გოგონას 83 საათიანი ტანჯვა.


როგორც კი გოგონას დედა ჯეინი გონს მოვიდა, ხმაური ატეხა, სასტუმროს თანამშრომლები სწრაფად მოახდინეს რეაგირება და 911-ზე დარეკეს, ჯეინმა კი ქმარს დაურეკა.


ბარბარას მამა რობერტ მარკლი ძალიან ცნობილი ბიზნესმენი და აშშ-ს ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებული პირი იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტთან რიჩარდ ნიქსონთან, რომელმაც თავის მხრივ სთხოვა საქმისთვის მოეკიდა ხელი ფედერალური გამოძიების უკვე ყოფილ ლეგენდარულ შეფს-ედგარ გუვერს.



მალე რობერტ მაკლს თავად გამტაცებელმა დაურეკა და თავისი პირობები წაუყენა, მისი თქმით თუ რობერტი პოლიციას ჩართავდა საქმეში ის თავის შვილს ცოცხალს ვერ ნახავდა.

გამტაცებლის მოთხოვნით რობერტს განცხადება უნდა გაეკეთებინა გაზეთში და დაედასტურებინა მზადყოფნა გადაეხადა მოთხოვნილი თანხა შვილის სანაცვლოდ.


რობერტი ასეც მოიქცა, მეორე დღეს მას დაურეკა გამტაცებელმა და მიუთითა ადგილი თუ სად მიეტანა ფული.


რობერტი ასეც მოიქცა, მაგრამ შხვედრა ჩათვალა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ. გამტაცებლისათვის დატოვებული ფულიანი ჩანთა შემთხვევითმა გამვლელმა საეჭვოდ ჩათვალა და პოლიცია გამოიძახა.


გამტაცებელთან სატელეფონო საუბრისას რობერტს მთელი ძალისხმევის მოკრეფა დასჭირდა რათა ის დაერწმუნებინა, რომ მისი ბრალი არ იყო მომხდარი ფაქტი.

გამტაცებელი და რობერტი შეთანხმდნენ სხვა ადგილას მიეტანა ფული რობერს მარტოს და იქ დაეტოვებინა ფული, ფულის მიღებისთანავე კი გამტაცებლები მის შვილს გაათავისუფლებდნენ. რობერტმა დანიშნულ ადგილზე მიიტანა ფული და უკან გაბრუნდა, მალე მას დაურეკა გამტაცებელმა და დაუსახელა ტყე, სადაც იყო გოგონა მიწაში ცოცხლად ჩამარხული, მაგრამ ზუსტი ადგილი არ მიუთითეს.

მითითებულ ტყეში რობერტთან ერთად პოლიციის და ფედერალური გამოძიების თანამშრომლების დიდი რაოდენობა შეუდგა საძიებო სამუშაოებს, როგორც იქნა პოლიციის ოფიცერმა შემთხვევით გაიგონა ადამიანის სუსტი ხმა და მისი მიმართულებით გაიქცა, ადგილზე მისულმა კი დაინახა მიწიდან ამომავალი ორი მილი, საიდანაც ხმა ამოდიოდა.

პოლიციელებმა სწრაფად დაიწყეს მიწის ამოღება სამაშველო სამსახურთან ერთად და როგორც კი ახსნეს ყუთს სახურავი დაინახეს, ფერდაკარგული, მისავათებული გოგონა, რომელმაც დღის სინათლის დანახვისთანავე თვალები დახუჭა.

ორმო, სადაც იყო დამარხული ბარბარა.
image
გოგონას 3 კილო დაეკლო მიწისქვეშ 83 საათის განმავლობაში ყოფნის გამო. მისი თქმით გამტაცებლებმა მას დაუტოვეს სპეციალური სანათი, რომელსაც 11 დღე უნდა ემუშავა შეუფერხებლად, მაგრამ სამი საათის მერე ჩაქრა, გოგონა სრულ წყვდიადში დარჩა მიწისქვეშ ჩამარხული.

გოგონას და მისი დედის აღწერილობით შექმნეს ფოტორობოტი, რომელშიც გამოცდილმა აგენტებმა ადვილად ამოიცნეს გერი კრისტი და მასზე ძებნა გამოაცხადეს. გერი შეეცადა ამერიკიდან გაქცევას მოტორიანი ნავით, მაგრამ ის კუნძულ ჰოგზე ვერტმფრენიდან დააფიქსირეს და მალევე დაკავეს.

მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ციხეში სანიმუშო ქცევისათვის 10 წელიწადში გაანთავისუფლეს, ხოლო მისი თანამზრახველი რუთი ორი თვის მერე იქნა დაკავებული. მას ჯერ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 4 წლის შემდეგ დეპორტაციით გააძევეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სამუდამოდ აუკრძალეს უკან დაბრუნება.

მდგომარეობა რომელშიც აღმოჩნდა 20 წლის გოგონა მორალურად გაანადგურებდა მამაკაცების უდიდეს ნაწილს, მაგრამ გოგონამ გამოავლინა არნახული სიმტკიცე და მომავლის იმედი რისი წყალობითაც გადარჩა ცოცხალი.
"მე სრულ სიბნელეში მყოფი საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა და მე გამანთავისუფლებდნენ, სწორედ ამ თვითშაგონებამ მომცა იმის ძალა ყუთში ჩატანებული მილის დახმარებით მიეწვდინა ხმა მისი მშველელი პოლიციელისთვის.



0
398
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
398