x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილმა უცხოურმა საიტმა, რომელიც დრონებით იღბს სურათებს კაცხის სვეტი გადაიღო
image
ტექნოლოგიების განვითარებამ ფოტოგრაფის პროფესია ნაკლებად რისკიანი გახადა, თუ ადრე ფოტოგრაფს უშუალოდ რისკის ზოის ეპიცენტრიდან უნდა მოეპოვებინა საჭირო კადრები, ახლა ამას მარტივად და რაც მთავარია მაღალი ხარისხით აკეთებს სხვადასხვა სიმძლავრის და სიდიდის დრონები, რომლებიც აღჭურვილია მაღალხარისხოვანი და მაღალი გარჩევადობის მქონე კამერებით.
აღნიშნული დრონები სურათებს იღბენ იქაც კი, სადაც ჯერ ადამიანს ფეხი არც დაუდგამს რელიეფის გამო.



ცნობილი უცხოური საიტი, რომელიც აქვეყნებს მათი თანამშრომლების მიერ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დრონებით გადაღებულ სურათებს, ხშირად ისეთ სურათებს სთავაზობს მნახველებს რომელთა მეშვეობითაც პოლიციის მიერ ჯერ კიდევ გაუხსნელი საქმეებიც კი იხნსება. ამჯერად საიტმა სხვა ქვეყნებში გადაღებულ უამრავ სურათებს შორის მოხვდა ცნობილი კაცხის სვეტი, რომელიც დრონის მიერაა გადაღებული.


საიტის სახელს შეგნებულად არ ვდებ რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს, მაგრამ წყაროს სახით აუცილებელ ველში იქნება მითითებული.



კაცხის სვეტის რეალურ დროში ნანახი კადრებით აღტაცებულმა დრონის ოპერატორმა დაწერა: "ალბათ ესაა სამოთხე, რომელიც კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში მდებარეობს.



აქ, 43 მეტრიანი კაცხის სვეტად წოდებული ქვის უზარმაზარი სვეტის წვერზე მდებარეობს პატარა ეკლესია და საცხოვრებელი სახლი, იქ მცხოვრები ბერისათვის. ეს საოცრებაა, ეს სულიერი სიმშვიდისათვის იდეალური ადგილია, ეს ადგილი უფრო მეტად უნდა იყოს ცნობილი იმისათვის, რომ ის უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს.


43 მეტრიან სვეტზე რკინის კიბით ასვლა მეტ ადრენალინს მოჰგვრის იქ ამსვლელს, ვიდრე პარაშუტით გადახტომა თვითმფრინავიდან".


ასეთ კომენტარს აკეთებს უცხოელი და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დარწმუნებული ვარ არც კი იცის თუ სადაა კაცხის სვეტი.

0
163
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
163