x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
NZZ: აშშ-მ უკრაინას შესთავაზა რუსეთს ტერიტორიის 20%-ი მისცეს მშვიდობის სანაცვლოდ
image
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა უილიამ ბერნსმა ოფიციალურ კიევს შესთავაზა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი გადასცეს რუსეთის მხარეს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ, წერს Neue Zürcher Zeitung უსახელო მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით.





NZZ-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იანვრის შუა რიცხვებში დაავალა ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროს ხელმძღვანელს მოსკოვსა და კიევს მიმართოს ამ წინადადებით. ორივე მხარემ, გამოცემის ცნობით, ამ ვარიანტზე უარი თქვა.



მხოლოდ ბერნსის მისიის წარუმატებლობის შემდეგ, გადაწყვიტა ბაიდენმა უკრაინას მიაწოდოს Abrams-ის ტანკები, წერს გამოცემა NZZ.





რუსეთი უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციას 24 თებერვლიდან ახორციელებს. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას უწოდა „დაცვა იმ ადამიანების, რომლებიც რვა წელია კიევის რეჟიმის მიერ შევიწროებასა და გენოციდს ექვემდებარებოდნენ“. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ოპერაციის საბოლოო მიზანია დონბასის გათავისუფლება და რუსეთის უსაფრთხოების გარანტი პირობების შექმნა. მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთის დაშლისთვის უკრაინაში ანტირუსული ანკლავის შექმნას ცდილობდა და ამის თავიდან ასაცილებლად სპეცოპერაცია დაიწყო.






როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, არავინ ცდილობს დაარწმუნოს კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებების დაბრუნების აუცილებლობაში. დიპლომატიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ თავად ვოლოდიმირ ზელენსკი თავს დამოკიდებულ ფიგურად გრძნობს და ესმის, რომ მასზე მანიპულირება ხდება.

0
148
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0