x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
90 წამი უფსკრულამდე: რომელი საათი აჩვენებს ბირთვულ აპოკალიფსამდე დარჩენილ დროს
image
მსოფლიო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „უფსკრულის კიდემდე, ანუ ბირთვულ აპოკალიფსამდე დარჩა 90 წამი და განკითხვის დღის ისრები 10 წამით გადაანაცვლეს“.



განკითხვუს დღის სიმბოლური გამოგონება, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც შედგება უსაფრთხოების ექსპერტებისგან, ასევე, ყოფილი პოლიტიკური ლიდერებისგან. მათ ახლა სჯერათ, რომ კაცობრიობა იმყოფება უპრეცედენტო საფრთხის წინაშე, რამაც გაზარდა გლობალური ბირთვული კატასტროფის ალბათობა.




ეს საათი 75 წლის წინ გამოიგონეს. 1947 წელს ისრები დააყენესა შუაღამემდე 7 წუთით ადრე. შუაღამე ნიშნავს კაცობრიობის მიერ პროვოცირებულ აპოკალიფსს.



ცივი ომის მწვერვალზე, განკითხვის დღის საათმა აჩვენა 2 წუთი შუაღამემდე, 2020 წელს ეს არის 100 წამი შუაღამემდე.




ყოველწლიურად, Bulletin წევრები აანალიზებენ გლობალურ საფრთხეებს და წყვეტენ რა პოზიციაზე დააფიქსირონ საათის ისრები, რაც არ არის სიტუაციის რეალური პროგნოზირების ან შეფასების ინსტრუმენტი, არამედ, არის მეტაფორული მაჩვენებელი.



ამჯერად ისრები გადაიწია ერთდროულად რამდენიმე საფრთხის საპასუხოდ: კლიმატის ცვლილება, ბირთვული იარაღის გამოყენება და პანდემია.




ბიულეტენის კვლევის დეპარტამენტის წევრმა, პროფესორმა სტივ ფეტერმა, ორგანიზაციის გადაწყვეტილების კომენტირებისას, კონკრეტულად აღნიშნა ბირთვული საფრთხეების ზრდა ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან; მან ასევე აღნიშნა უკრაინის კონფლიქტი.




- თითქმის ყველა თვალსაზრისით, ბირთვული კატასტროფის რისკი დღეს უფრო მაღალია, ვიდრე გასულ წელს. - მან თქვა.


Bulletin-ის ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ განკითხვის დღის საათი განგაშის სიგნალს გაუგზავნის მსოფლიო ლიდერებს და საზოგადოებას.

0
97
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0