x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
მედვედევს მიაჩნია, რომ იაპონიამ ჰიროსიმას და ნაგასაკის მსხვერპლთა ხსოვნას უღალატა
image

ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია " ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა თავის Telegram არხზე აღნიშნა, რომ იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ თავისი საქციელით და განცხადებით ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის ასობით ათასი მსხვერპლის ხსოვნას უღალატა.




მან გააკრიტიკია იაპონიის პრემიერ მინისტრი, აშშ-ს პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან ერთობლივი განცხადების გამო, მედვედევმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის(იაპონიის პრემიერი) გამოიყურებოდა ისე, თითქოს ვაშინგტონის ვასალი იყო.


„იაპონიის მთავრობის მეთაური, დამამცირებელ, ერთგულ მორჩილივით სისულელეებს ლაპარაკობს რუსეთზე, რითაც უღალატა ასობით ათასი იაპონელის ხსოვნას, რომლებიც დაიწვნენ ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომურ ცეცხლში“, - წერს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.



მედვედევი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცხადებას რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.მან მათ ამ განცხადებას პარანოია უწოდა.


„ეს ისეთი ამაზრზენი სირცხვილია, რომ კომენტარსაც არ გავაკეთებ ჩვენი სახელმწიფოს ბირთვული გეგმების პარანოიაზე“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.


მედვედევმა უსაყვედურა და შეახსენა იაპონიის მთავრობის მეთაურს, რომ შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ბირთვული იარაღი გამოიყენა სწორედ მისი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ:


"კისიდას აბსოლუტურად არ აინტერესებს, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სრულად გამოიყენა ბირთვული იარაღი, იყო შეერთებული შტატები“, - დასძინა მედვედევმა.

3
302
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
302
  
2023, 20 იანვარი, 22:31
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 19 იანვარი, 22:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 იანვარი, 22:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3