x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135372
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509634
რატომ იქცა მამალი საფრანგეთის სიმბოლოდ?

image


ხშირად ფრანგი სპორტსმენების მონაწილეობით შეჯიბრებებზე მათ ფორმებზე შეგიძლიათ საფრანგეთის ეროვნული სიმბოლო - მამალი იხილოთ, და რატომ სწორედ მამალი? ის ხომ არც იმდენად ღირსეული ფრინველია, როგორც მაგალითად, შავარდენი ან კონდორი.


image


ჩვეულებრივ, მამალს საფრანგეთის უძველესს კელტური მოსახლეობის რომაულ სახელს - გალებს უკავშირებენ. გალები (Gallus) - ლათინურად "მამალს" ნიშნავს, ხოლო Galla (Gallina) - შესაბამისად "ქათამია". სხვათა შორის, სწორედ აქედან მომდინარეობს "Gallina Blanca-ც ანუ "თეთრი ქათამი".



image


აი, ასე გამოიყურება "Footix"- ის მამალი ეროვნული დროშის ფერებში, რომელიც საფრანგეთში 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თილისმა გახდა, მაშინ ფრანგებმა, სხვათა შორის, ისტორიაში პირველად ოქრო აიღეს.


image


ევრომდე ფრანგულ მონეტებზე მამალი იყო გამოსახული.


image


ის ასევე ელისეის სასახლის შესასვლელ ჭიშკარზეა განთავსებული, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციის შესასვლელს წარმოადგენს.



image


ერთ-ერთი უძველესი ფრანგული კინოსტუდიის-"Pathe"-ეს ემბლემაც ასევე მამალი გახლავთ.


image


და მაინც რა მიზეზით უწოდებდნენ რომაელები მეზობელ ხალხს მამლებს? არსებობს მოსაზრება, რომ Walholant (უცხოთა ქვეყანა)-ი ძველი გალიის მხოლოდ დამახინჯებული გერმანული სახელია, მოკლედ ასე დაემთხვა... ერთი ვერსიით, რომაელები გალებს მამლის გამოსახულებას უკავშირებდნენ, მეორე ვერსიით კი, რომაელები მათ ასე თავიანთი ამპარტავნობისთვის უწოდებდნენ. დაახლოებით, როგორც მოგვიანებით, ყირიმელი თათრების ბევრ მეზობელ ხალხს იმავე მიზეზით "ბორგანებს" (მამლებს) ეძახდნენ. ამასთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, გალები თავზე ისეთ მუზარადს ატარებდნენ, რომლებსაც დიდი ფაფარი ჰქონდა, რაც რომაელებს მამლის თავებს ახსენებდა. ფრანგები თავიანთ სიმბოლოს "coq gaulois" - ანუ "გალიურ მამალს" უწოდებენ.


image


ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით, გალები მამალს ადრეულ საათზე ყივილის გამო დილის წმინდა ფრინველად და სიბნელის დამმარცხებლად მიიჩნევდნენ.


image


თუმცა მამალი, როგორც საფრანგეთის სიმბოლო, მაინც შუა საუკუნეებში აღიარეს. მას სინათლის, გმირობის, სამართლიანობის, წარმატებების, ენთუზიაზმის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებად და დილის უძველესს სიმბოლოდ თვლიდნენ. სწორედ მაშინ დაიწყეს ფლიუგერებმა საფრანგეთში სახლების სახურავების მამლების გამოსახულებით მორთვა.






0
408
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
408