x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ერთი ცნობილი სურათის ისტორია, რომელიც თავიდან ბოლომდე ტყუილი აღმოჩნდა
image "არსებობს სამი სახის ტყუილი: ტყუილი, უტიფარი ტყუილი და სტატისტიკა"-წერდა მარკვ ტვენი და მართალიც იყო.


ინტერნეტში ისეა ერთმანეთში აზელილი ტყუილი და სიმართლე, გადამოწმების გარეშე არ უნდა თქვა ინფორმაცია ტყუილია რეალურად თუ სიმართლეა.
ასე მოხდა ამ ცნობილი სურათის შემთხვევაშიც. სურათმა ლამის მთელი მსოფლიო მოიარა შემდეგი სახის სათაურით: "დედა ირემი, რომელმაც თავი გაწირა შვილების გადასარჩენად".


სურათის ნახვამ რამდენიმე ათეულ მილიონს მიაღწია, გამოჩდნენ ისეთი "ინფორმირებულებიც", რომლებმაც დაწერეს რომ სურათის გადამღები ფოტოგრაფი ამ სურათის გამო დეპრესიაში ჩავარდა, რადგან ისე იმოქმედა მასზე სურათში განვითარებულმა სიუჟეტმა-დედა, რომელიც გაქცეულ შვილებს გასცქერის, ხოლო თავად კი მშვიდად დგას მტაცებლებს შორის სიკვდილის მოლოდინში.


არა და სურათის ავტორი ელისონ ბუტიჯიჩი, რომელიც ამჟამად ფინეთში ცხოვრობს სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის:
"დავიწყოთ იმით, რომ კადრში არა ირემი, არამედ ანტილოპაა, მეორე-ანტილოპას თან შვილები არ ახლდა, ის შემთხვევით მოხვდა მტაცებლების ხაფანგში საკვების ძიების დროს.



მე მომბეზრდაა ერთი და იგივეს განმეორება, თუ როგორ იყო ყველაფერი რეალურად. არც დეპრესია მქონია, მე წლებია ვიღებ ცხოველთა სამყაროს ველურ ბუნებაში, ის მშვენიერი და დაუნდობელია"-წერს ფოტოგრაფი სურათთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.


"2013 წელს მე აღმოვჩნდი "მასაი მარას" ეროვნულ პარკში, კენიაში.
როცა მე დავიწყე კადრების შერჩევა დავინახე დედა-ავაზა, რომელიც შვილებს ნადირობას ასწავლიდა, სწორედ ამ დროს ჩაუვარდა მტაცებლების ოჯახს ანტილოპა. დედა-ავაზამ ყელით დაიჭირა ანტილოპა და ამით შვილებს უჩვენა მაგალითი თუ როგორ უნდა გასწორებოდნენ მსხვერპლს სწრაფად, პატარა ავაზებმა კი არ იცოდნენ რა ექნათ და პრაქტიკულად ეთამაშებოდნენ მსხვერპლს.
ანტილოპას მშვიდ მდგომარეობაში ყოფნა კი მის სიმამაცეს კი არა შიშით გამოწვეული შოკის გამოძახილია, როგორც ეს ამიხსნეს პარკის სპეციალისტებმა.
მართალია მე უსასრულოდ დიდ დროდ მომეჩვენა, მაგრამ დედა-ავაზამ მალევე მოუღო ანტილოპას ბოლო და შვილებს ახალი ხორცით დანაყრების საშუალება მისცა"-განაცხადა ელისონმა.


ასეა ჩემო კარგებო, რასაც წაიკითხავთ ინტერნეტში ყველაფერი აპრიორი რეალობას არ ასახავს.


image






0
416
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
416