x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პატიმართა წამებისათვის კიდევ 4 პირი დააკავეს

imageპატიმართა წამების გამო ისევ გრძელდება გამოძიება, რადგან ყველა ვინც ამას ემსახურებოდა დაისაჯონ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 10 თანამშრომელია დაკავებული გლდანის მე–8
საპყრობილეში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, განაცხადა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ 19 სექტემბერს. მათ შორის არიან: გაგა მკურნალიძე – სასჯელაღსრულების უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით ხუჭუა – გლდანის მე–8 საპყრობილის დირეტორი და ვიქტორ ყაჭეიშვილი – გლდანის მე–8 საპყრობილის დირეტორის მოადგილე, ასევე ამავე საპყრობილის კიდევ ოთხი თანამშრომელი.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს, გამთენიისას, პროკურატურამ პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული კიდევ 4 პირი დააკავა.ესენი არიან: ქუთაისი მე-16 საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია, ამავე საპყრობილის მორიგე ინსპექტორები ნიკილოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე.როგორც დღვენდელ ბრიფინგზე პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პირები დანაშაულს სჩადიოდნენ ქუთაისის მე-16 სამყრობილის ტერიტორიაზე. გამოძიება ისევ გრძელდება და არ არის გამორიცხული დაკავებულთა სიას კიდევ შეემატოს ხალხი ვინც პატიმართა წამებაში რაიმე ფორმით იყვნენ გარეული.

0
99
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0