x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსმა ტურისტმა მხეცურად მოკლა საპირფარეშოს სიმსივნით დაავადებული ოპერატორი
image რუს ტურისტებს მარტო საქართველოში არა აქვთ ცუდი ტურისტი, ზოგადად რუსი ტურისტი ასოცირებულია ლოთობასთან, დებოშთან, ქურდობასთან და საზოგადოებაში მიუღებელ ქცევებთან.


ამჯერად რუსმა ტურისტმა თურქეთში "გამოიჩინა თავი. რუსმა ტურისტმა ანტალიაში ქალაქ ქემერში დავა დაუწყო თურქ საპირფარეშოს ოპერატორს 2 ლირის გამო (6, 5 რუბლი).


ოპერატორმა რუს ტურისტს მოუწოდა დავა შეეწყვიტა და აღნიშნული თანხა გადაეხადა, საპასუხოდ თურქმა ოპერატორმა სახეში მუშტები მიიღო და გონება დაკარგა, თუმცა არც ამან შეაჩერა გამხეცებული რუსი ტურისტი და მან რამდენიმეჯერ წიხლი უთავაზა უკვე წაქცეულ და გონდაკარგულ მამაკაცს მუცლის და თავის არეში.


რუსი ტურისტი მოკრივე აღმოჩნდა, ხოლო თურქი ოპერატორი კი სიმსივნით დაავადებული მეჰმედ ოზჯანი, რომელიც თავის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს უვლიდა.



თურქი მამაკაცი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა კლინიკაში, რუსი ტურისტი შემთხვევის ადგილიდან მართალია გაიქცა, მაგრამ საპირფარეშოს და მიმდებარე ტერიტორიის კამერებმა დააფიქსირეს რუსი ტურისტი რომელზეც გამოცხადდა ძებნა.


რამდენიმე თურქმა მოქალაქემ ანტალიაში ავტობუსების გაჩერებაზე ამოიცნო ძებნაზე გადაცემული რუსი ტურისტი და ადგილობრივ პოლიციას შეატყობინა.
დაკავებული სწორედ ის რუსი ტურისტი აღმოჩნდა, რომელმაც თურქი მამაკაცი სასტიკად მოკლა.


რუსი მამაკაცი ამჟამად ციხეშია და განაჩენს ელოდება, განაჩენი კი საკმაოდ მკაცრი იქნება, მკვლელობის სისასტიკეს თუ გავითვალისწინებთ.


ცალკე მოკლულის ნათესავების უზარმაზარი ზეწოლაა სასამართლოს მიმართ, მოკლულის ნათესავები მოითხოვენ სასტიკი მკვლელობის "ავტორი" მკაცრად დაისაჯოს.



0
193
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
193