x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოს -ექს ჩემპიონი ჭადრაკში, რუსეთის დუმას დეპუტატი ანატოლი კარპოვი მთვრალი, უგონო მდომარეობაში იპოვეს ქუჩაში
image მსოფლიოს ექს-ჩემპიონს ჭადრაკში, რუს ანატოლი კარპოვს დალევა რომ უყვარს ახალი ინფორმაცია ნამდვილად არაა. "Единная Россия" და ერთერთი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქუჩაში მთვრალი და უგონო მდგომარეობაში მყოფი შემთხვევით გამვლელმა იპოვა.


კაპროვი ოფიციალურ მიღებაზე იმყოფებოდა, სადაც ბლომად მიიღო ალკოოლური სასმელი, შემდეგ კი ისევ სახელმწიფო დუმაში წავიდა სამსახურებრივი მანქანით, მისმა პირადმა მძღოლმა დაადასტურა მისი მიყვანა დუმაში.


კარპოვმა სავარაუდოდ დუმაშიც კოლეგებთან ან კოლეგასთან ერთად კიდევ მიიღო სასმელი, პირად ასისტენტს სთხოვა მისი კაბინეტი დაეკეტა და კოლეგებს ასეთ მდგომარეობაში რომ არ ენახათ გადაწყვიტა უკანა გასასვლელით ესარგებლა, მანქანა კი ამ დროს დუმასთან ელოდებოდა.


კარპოვი კიბეებზე ჩასვლისას წაბორძიკდა და მძიმედ დაეცა, არავინ იცის რამდენხანს იყო კარპოვი უგონო მდგომარეობაში, ის დუმას ტექნიკურმა მოსამსახურემ შემთხვევით იპოვა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
ლეგენდარული მოჭადრაკე "სკლიფასოვსკის" სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ქალა-თავის დახურული ტრავმა და თეძოს ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა, კარპოვი დაუყოვნებლივ მოათავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში.
როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია კარპოვზე, მისმა კოლეგებმა მისი პარტიიდან ეგრევე დაიწყეს სხვა ინდორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც კარპოვზე მოხდა თავდასხმა და ის ძალადობის მსხვერპლი გახდა.



საინტერესოა კარპოვი რატომ გავიდა დუმადან უკანა გასასვლელით ან ვინ უნდა დასხმოდა თავს დაცულ ტერიტორიაზე რუსეთის დუმას დეპუტატს თავს?
ასეა თუ ისე კარპოვი ჯერ კიდევ რეანიმაციაშია.


0
822
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
822