x
image
დავითი ჩუთლაშვილი
პუტინის რექვიემი: დასავლელი ექსპერტები რუს დიქტატორს გამანადგურებელ დამარცხებას უწინასწარმეტყველებენ
24 თებერვალს განხორციელდა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. აღნიშნული ავადსახსენებელი თარიღის შემდეგ მის მიერვე დაწყებულ დანაშაულებრივ ომში რუსეთმა დახარჯა უზარმაზარი რესურსები. უკვე დაიღუპა ათეულ ათასობით რუსი ჯარისკაცი, თუმცა ამ ომს რუსეთისთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია.


უკრაინა მედგრად იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინელი ჯარისკაცები გმირობის ახალ-ახალ მაგალითებს გვიჩვენებენ ყოველდღიურად, მაგრამ როგორია შანსები უკრაინის სასარგებლოდ? შეუძლია თუ არა უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვება? დასავლელი ექსპერტები ამას უკვე სულ უფრო რეალისტურად აღიქვამენ.


საქმე იმაშია, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთს ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს და მისთვის სიტუაცია არასახარბიელოა. სრულიად არაეფექტური გამოდგა ის “ნაწილობრივი მობილიზაციაც, ” რომლის ფარგლებში 300 ათასამდე სამოქალაქო პირი გაიწვიეს საომრად. პუტინი ამჟამად ცდილობს უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმებს სისტემატიური სახე მისცეს, რათა მოსახლეობა დათრგუნოს და გატეხოს მისი წინააღმდეგობა. ჩანს, ის ასევე აპირებს ეგრეთ წოდებული “ბინძური ბომბის” გამოყენებასაც, რაც ბირთვული შანტაჟის ერთ-ერთი კომპონენტია. ამას მოწმობს რუსების მიერ ატეხილი აურზაური იმის შესახებ, თითქოს უკრაინა თავად აპირებდეს “ბინძური ბომბის” გამოყენებას. არადა, ჩვენ წარსული გამოცდილებიდან კარგად ვიცით, რომ რუსეთი წინმსწრებად სხვას აბრალებს ხოლმე იმას, რისი გაკეთებაც თავად აქვს განზრახული. ახლაც აშკარად ზუსტად იგივე ვითარებასთან უნდა გვქონდეს საქმე.


პუტინის დამარცხება გარდაუვალია. შეუძლებელია, მისმა კორუფციისაგან გამოხრულმა არმიამ მოახერხოს უზარმაზარი ევროპული ქვეყნის დამარცხება ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე, ქვეყნისა, რომელსაც შეუზღუდავად ეხმარება მთელი ცივილიზებული სამყარო და რომელსაც გამარჯვების უდიდესი მოტივაცია გააჩნია. ყოველი დღე მხოლოდ იმ გამანადგურებელი დამარცხების გაფორმებაა, რაც რუს დიქტატორს და მის ოკუპანტ ჯარისკაცებს აუცილებლად მოელით.



საუბედუროდ საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არასწორი წარმოდგენები აქვს უკრაინის ომთან დაკავშირებით; ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი რატომღაც ფიქრობს, რომ უკრაინა ამ ომში მარცხდება. სწორედ ამას ქადაგებს რუსეთის ინტერესების სამსახურში მყოფი “ალტ ინფო.” ამ ტელეარხს ეტყობა დავალებული აქვს, რომ ის, რაც სასურველია რუსი დიქტატორისა და მისი გარემოცვისთვის, სინამდვილედ წარმოაჩინოს და საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ვირტუალურ რეალობაში აცხოვროს, რათა თანდათან აღარავის გაუჩნდეს ქართული ტერიტორიების ოკუპაციის გაპროსტესტების სურვილი. მაგრამ ამ ხალხს რატომღაც ავიწყდება, რომ მედიარესურსებთან წვდომა სხვა ადამიანებსაც გვაქვს და თავისუფლად შეგვიძლია რეალობასთან ყველაზე ახლოს მყოფი ინფორმაციების როგორც მოძიება, ასევე გავრცელებაც.


ფაშისტი

0
112
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0