x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რანაირად გახდა ძველი რომი მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო და რამ დაღუპა იგი?
დღემდე აქტიურად არის გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ძველი რომი “გარყვნილებამ” დაღუპა. ხშირად წააწყდებით სხვადასხვა ადამიანების მცდარ შეხედულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ძველი რომის მოქალაქეები “აღვირახსნილი” ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ და ამან კატასტროფამდე მიიყვანა ეს ერთ დროს ძალიან ვრცელი და ძლევამოსილი სახელმწიფო.


არადა, ჭეშმარიტება სრულიად სხვაგვარია. რომის იმპერიაში ტრადიციული ფასეულობების დასაცავად ენერგიული ნაბიჯები ჯერ კიდევ ოქტავიანე ავგუსტუსის პერიოდში გადაიდგა, რომელიც ლეგენდარული რომულუსის და რემუსის სამშობლოს ძველი წელთაღრიცხვის 27 წლიდან ახალი წელთაღრიცხვის 14 წლამდე მართავდა. ავგუსტუსმა თავისი ქვეყანა პურიტანულ და ძალიან კონსერვატიულ სახელმწიფოდ გადააქცია, თუმცა ამან მაინც ვერ შეაჩერა ის კატასტროფა და რღვევა, რაც 476 წელს დასავლეთ რომის სახელმწიფოს საბოლოო დაცემით დასრულდა.


მაშ რეალურად რამ გამოიწვია ძველი რომის მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოდ აღზევება, ხოლო შემდეგ მისი დაცემა?


ამის საიდუმლო სახელმწიფო წყობასა და მმართველობის სისტემაში იმალება. რომმა დიდების ზენიტს დემოკრატიული სისტემის არსებობის შედეგად მიაღწია. რომი რომ დემოკრატიული სახელმწიფო არ ყოფილიყო, ის ძველი სამყაროს ბატონ-პატრონი ვერანაირად ვერ გახდებოდა.



მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ყველაზე ძლიერი და წარმატებული სახელმწიფოები ყოველთვის მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოები იყვნენ და დღემდე არიან. შეუძლებელია, არადემოკრატიულმა ქვეყანამ რაიმე სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს და მერე ეს წარმატება ხანგრძლივი ვადითაც შეინარჩუნოს. სწორედ დემოკრატია იყო ის საიდუმლო უპირატესობა, რაც რომს ძველ სამყაროში სხვა ქვეყნებთან მიმართებით მოეპოვებოდა. როგორც კი მან დაკარგა ეს უპირატესობა, მისი დაღმასვლა და გაქრობაც მაშინვე დაიწყო.


დღეს რუსეთი, რომელიც თავს ”მესამე რომს” უწოდებს, სრულიად არადემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც დიქტატორი პუტინი ერთპიროვნულად მართავს. ამიტომ რუსეთის სახელმწიფოს დაცემა გარდაუვალია. რუსეთი — კატასტროფისთვის განწირული, მომაკვდავი სახელმწიფოა, რომლის დღეები დათვლილია. ის ვერ გადარჩება, თუ მისმა ლიდერებმა სასწრაფოდ დემოკრატიული რეფორმები არ წამოიწყეს.


დემოკრატიული რეფორმების გარეშე რუსეთი ძველი რომის იმპერიის ბედს გაიზიარებს და ისევე გაქრება, როგორც კოლიზეუმის და პონ-დუ-გარის შემქმნელი ხალხი გაქრა ოდესღაც.


რომი

0
136
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0