x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, მოსკოვში გარდაცვლილი გაცოცხლდა ადგილზე პოლიციის მისვლისას
image ადამიანის ორგანიზმს ჯერ კიდევ გააჩნია "დახურული ზონა" რომელიც ჯერჯერობით მედიცინისათვის და ზოგადად მეცნიერებისათვის უცნობია, თორემ რას უნდა მივაწეროთ ფაქტი, რომ ადამიანი რომლის სიკვდილი პროფესიონალმა ექიმმა დაადასტურა პოლიციის შემთხვევის ადგილზე მისვლისას გაცოცხლდა რეანიმაციული ჩარევის გარეშე?


მოსკოვში ადგილობრივმა ქალბატონმა შეამჩნია, რომ სადარბაზოსთან გრძელ სკამზე წამოწოლილი მამაკაცი არ ინძრეოდა, ახლოს მისვლისას კი დაფიქსირა, რომ მამაკაცი რომელიც აშკარად ლოთი გახლდათ არ სუნთქავდა.


ქალმა მაშინვე სასწრაფო დახმარებას დაურეკა, სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მალევე მივიდა ადგილზე.


ბრიგადის ექიმმა მამაკაცის გასინჯვისას მისი სიკვდილის ფაქტი დააფიქსირა და პოლიციას დაურეკა, მათ გამოცხადებამდე კი მიცვალებულებისათვის განკუთვნილი პაკეტი დააფარა.



გამოძახებული პოლიციელები ის იყო მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და გრძელ სკამზე დაწვენილი მამაკაცი გადმოვარდა ასფალტზე, პოლიციელებიდან ერთერთმა შეამჩნია, რომ მამაკაცს სახეზე ფერი დაუბრუნდა და ხელი მოკიდა, აღმოჩნდა რომ "მიცვალებული" სუნთქავდა. მამაკაცი ფეხზე წამოაყენეს და სკამზე დასვეს.


პოლიციელები და იქ თავშეყრილი საზოგადოება შოკში ჩავარდა როცა მამაკაცი, რომელიც მეზობელ ქუჩაზე მცხოვრები 46 წლის ლოთი ვიტია აღმოჩნდა ფეხზე წამოდგა და გზას გაუდგა, ღმერთმა იცის საით.


ვიდეოს დანახავად დააჭირეთ Посмотреть на YouTube.


0
272
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
272