x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ხვიჩა კვარაცხელია 2023 წლის "ოქროს ბურთის" მოპოვების კანდიდატთა სიაში შეიყვანეს
imageგამოცემა goal.com-მა გამოაქვეყნა იმ 20 ფეხბურთელის სია, რომელიც სავარაუდოდ საფეხბურთო ჯილდოს "ოქროს ბურთის" კანდიდატები იქნებიან და იბრძოლებენ ამ მეტად საპატიო, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად.


სიაში 15-ე პოზიციაზე დასახელდა ხვიჩა კვარაცხელია, აი, რას წერს გამოცემა:


"2022/23 სეზონში: ცხრა გოლი, ცხრა საგოლე გადაცემა.


უდავოა, რომ დღემდე ევროპული სეზონის ვარსკვლავი, ადამიანი, რომელსაც ნეაპოლში "კვარადონას" ეძახიან, ნამდვილი აღმოჩენა იყო როგორც სერია A-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში.




იგი არის "ნაპოლის" შემტევი ნაწილი, რომელმაც ყველა მიაჯაჭვა თავისი ამაღელვებელი საფეხბურთო ბრენდით; კვარაცხელიამ პირდაპირი თამაშის სტილით, ისევე როგორც შეუცდომელი პასით და დარტყმის უნარით, ყველა სტადიონზე აღაფრთოვანა გულშემატკივარი, სადაც მან 2022-23 წლებში ითამაშა.


ის ვერ იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე, რათა გააგრძელოს თავისი ნიჭის დემონსტრირება "ოქროს ბურთის" პოტენციური ამომრჩევლების წინაშე, მაგრამ თუ იგი შეინარჩუნოს თავის ამჟამინდელი ფორმას, არ არსებობს მიზეზი, რომ მას კენჭი არ უყარონ"


კვარაცხელიას გარდა "ოქროს ბურთის" კანდიდატებად არიან დასახელებულები ლიონელ მესი, ნეიმარი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰაალანდი, რობერტ ლავანდოვსკი, ვინისიუს ჟუნიორი, კევინ დე ბრეინე, კარიმ ბენზემა, მოჰამედ სალაჰი, ფილ ფოდენი და სხვები.


ქართული ფეხბურთის ისტორიაში "ოქროს ბურთზე" 6 ქართელი ფეხბურთელი იყო წარდგენილი:


პირველად 1962 წელს ორი ქართველი ფეხბურთელი იყო ერთბაშად წარდგენილი: მიხეილ მესხი, რომელმაც აიღო 4 ქულა( (17-22 ადგილი) და სლავა მეტრეველი 3 ქულით (23-27 ადგილი)

1965 წელს, ოქროს ბურთის ნომინატთა სიაში, კვლავ სლავა მეტრეველი მოხვდა - 2 ხმა (17-24 ადგილი)


კანდიდატთა სიაში მურთაზ ხურცილავაც მოხვდა, რომელსაც 1968 წელს მხოლოდ 1 ხმა ჰქონდა (24-32 ადგილი), ხოლო 1972 წელს - 3 ხმა (11-14 ადგილი).


და ბოლოს, 1981 წელს "ოქროს ბურთისთის" იბრძოდა რამაზ შენგელია, რომელმაც ქართველ ფებურთელებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, იგი ევროპაში #7 ფეხბურთელად დაასახელეს(10 ხმა)


1
44
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
44
  
2022, 22 ოქტომბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1