x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ლივერპულელთა" მწარე საღამო

imageსადაც სერ ალექს ფერგიუსონია, იქ მუდამ ხმაურიცაა. სადაც "მანჩესტერ იუნაიტედია", იქ აუცილებლად მსაჯობაზეც საუბრობენ. ამჯერად ხმაური "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში დანიშნულ საეჭვო თერთმეტმეტრიანზე მოჰყვა, რომელმაც ფერგიუსონის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
"ლივერპული" მიმდინარე სეზონში გაცილებით სიმპათიურად გამოიყურება უფრო ზლიერ გუნდებთან, ვიდრე საშუალოებთან ან სულაც აუტსაიდერებთან. ეს "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრამაც დაადასტურა. ლივერპულელებმა მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს და ეს იმის მიუხედავად, რომ სამი ქულა სტუმრებს დარჩათ. "ჩემი შეგირდები ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ და არ დაუმსახურებიათ ის შედეგი, რაც მივიღეთ. მსაჯთა გადაწყვეტილებები ის სფეროა, რომლის კონტროლიც ჩვენ არ შეგვიძლია", - დაიწუწუნა ფინალური სასყვენის შემდეგ ლივერპულელთა თავკაცმა ბრენდან როჯერსმა.
სადავო 11-მეტრიანი "მანჩესტერის" უღიმღამო თამაშიც დაერთო და ამან კიდევ უფრო გაზარდა იმათი ემოცია, ვინც სტუმრების დაუმსახურებელ მოგებაზე საუბრობდა. მატჩის არბიტრმა მარკ ჰალსლიმ სტუმრებს რიცხობრივი უპირატესობა მიანიჭა, როცა მოედნიდან შელვი გააძევა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში წითელი ბარათი სავსებით სამართლიანად აფრიალდა.

კვანძი მატჩის მიწურულს გაიხსნა, როცა არბიტრი ჰალსლი ვალენსიას ბანალურ სიმულაციაზე წამოეგო. მანჩესტერელთა სასარგებლოდ მსაჯების შეცდომები არავის უკვირს. გასაოცარი მხოლოდ ის იყო, რომ ჰალსლიმ ეს შესანიშნავად მოთამაშე "ლივერპულს" ჰილსბროს ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს გაუკეთა.

5
20
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არსენალი
არსენალი
20
  
2012, 25 სექტემბერი, 17:24
არ დადებულიყო სხვაა, მარა პენალტი იყო. კონტაქტი გამეორებაზე კარგად გამოჩნდა. ჰოვარდ ვებს რაც შეეხება, ალბათ შარშან ჩელსისთან დანიშნული ორი პენალტიდან ერთი იგულისხმე. ასეთივე შეცდომები ხდება, მათ შორის მანჩესტერის წინააღმდეგაც, რაც შარშან ჩემპიონობად დაგვიჯდა. ნიუკასლის სასარგებლოდ დანიშნულ პენალტს ვგულისხმობ (1:1 დამთავრდა)
2012, 25 სექტემბერი, 17:21
იასნია ძმაო მანჩესტერს ბევრჯერ დახმარებია მსაჯები. ეს ფაქტია. განსაკუთრებით ჰოვარდ ვები. ამ შემთხვევაში შეიძლებოდა პენალი არ დადებულიყო.
2012, 25 სექტემბერი, 17:19
ბევრი მეგობარი მყავს არსენალის ფანი და იგივეს იძახიან. არსენალი ჩვენი კონკურენტი არაა!
2012, 25 სექტემბერი, 17:16
არსენალი რა შუაშია ?
2012, 25 სექტემბერი, 17:15
ტყუილად ცდილობთ მანჩესტერის მოგების გაფერმკრთალებას! განმეორებაზე კარგად ჩანდა, რომ პენალტი იყო. რაც შეეხება წითელ ბარათს, ეს ნებისმიერ სამსაჯო სახელმძღვანელოში წერია და ინტერნეტშიც ძნელი არაა მისი მოძებნა და წაკითხვა!
იუნაიტედმა დამსახურებულად გაიმარჯვა!
არსენალმა სამწუხაროდ 8:2 ვერ დაივიწყა!
0 1 5