x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ჭკვიანი" ნაგვის ყუთი ლონდონში
imageოლიმპიური თამაშების მოლოდინში, რომლებიც ამ ზაფხულზე ლონდონში გაიმართება, ხელისუფლება მრავალ პროექტს ახორციელებს, რომლებმაც ხაზი უნდა გაუსვან, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი — ნამდვილად თანამედროვეა. ასე გამოჩნდა მის ქუჩებში «ჭკვიანი» ნაგვის ბაკები დიდფორმატიანი თხევადკრისტალური ეკრანებით.
იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ნახევარი წლის წინათ ინგლისის უმსხვილეს ქალაქებში მასობრივი არეულობების ტალღამ იფეთქა, მუნიციპალიტეტმა ამ ნაგვის ბაკების გამაგრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მეტიც, მათ მცირე ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციას შეუძლიათ გაუძლონ. ხოლო თითოეული მათგანის კორპუსზე ორ-ორი LCD-პანელია განთავსებული. ეკრანზე გამოდის სხვადასხვაგვარი აქტუალური ინფორმაცია, ლონდონის ბირჟიდან მონაცემების და The Economist-ის ახალი ამბების ჩათვლით.

რადგანაც ეკრანზე მხოლოდ აქტუალური ინფორმაცია გამოდის, რომელიც მუდმივად უნდა განახლდეს, ინტერნეტთან მიერთება გახდა აუცილებელი, ეს მოდულის Wi-Fi დახმარებითაა რეალიზებული. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ პერსპექტივაში «ჭკვიანი» ნაგვის ბაკები მოქალაქეებისთვის ინტერნეტში წვდომის წერტილების ფუნქციასაც შეასრულებენ. ამ დროისათვის ლონდონში 25 ასეთი სისტემაა დამონტაჟებული, თითოეული მათგანი ქალაქს 30 ათასი ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით $47 ათასი.) დაუჯდა, ოლიმპიადის დაწყებამდე კიდევ 75 ერთეულის დამონტაჟება იგეგმება. პროექტი გრძელვადიანია, კონტრაქტორებთან ხელშეკრულება 21 წლითაა გაფორმებული. «ჭკვიანი» ნაგვის ბაკებისადმი ინტერესი სხვა დიდი ქალაქების ხელისუფლებამაც გამოავლინა, მომავალში ასეთი სისტემები შეიძლება გამოჩნდეს ნიუ-იორკში, ტოკიოსა და სინგაპურში.
1
115
შეფასება არ არის
ავტორი:endel
endel
115
  
2012, 13 აპრილი, 14:17
:D
გარედან როგორი ლამაზი და ჭკვიანი ჩამს, შინაგანად კი მაინც ნაგვით იქნება სავსე ;დ;დ;დ;დ
ბედის ირონიასავითაა ;დ;დ;დ;;დ
0 1 1