x
მეტი
  • 28.02.2020
  • სტატია:99744
  • ვიდეო:344733
  • სურათი:462194
იცით, ძველ საკერავ მანქანებზე რატომ ნადირობს დღეს ყველა?!
საკერავი მანქანა — ქსოვილის ნაწარმის ნაჭრების ერთმანეთთან მიერთების, მიმაგრებისა და დამუშავების პროცესების შესრულების ტექნიკური მოწყობილობაა. საკერავი მანქანები გამოიგონეს პირველი ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკებში ხელით შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესამცირებლად. პირველი საკერავი მანქანის მოგონებას მიაწერენ ინგლისელ თომას სეინტს 1790 წელს.


მას შემდეგ საკერავი მანქანები მნიშვნელოვნად დაიხვეწა, რამაც შესაძლებელი გახადა ქსოვილისა და ტანსაცმლის მრეწველობის პროდუქტიულობისა და წარმადობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.


image


ალბათ, ბევრს თუ არა, რამდენიმე თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, რომ ბებიის სხვენში ქექვის შედეგად, ბევრ უცნაურ თუ თქვენთვის გაუგებარ ნივთს გადაეყარეთ. რამდენი რამ უსარგებლოდ მიიჩნიეთ და გადააგდეთ, ვინ იცის? მაგრამ, თუ ჯერ არ გიხლიათ ხელი ძველი საკერავი მანქანისთვის და ყური მოკარით, რომ მასზე კოლექციონერები და ანტიკვარის მოყვარულები ნადირობენ, სწორედ დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ თუ რატომ.





ვისაც ჰქონდა ან ახლაც აქვს, კი ეცოდინება, ხელის საკერავი მანქანები, სწორედ ასეთ ხის სარჩულში ინახებოდა, რომელსაც პოდოლსკის მექანიკური ქარხანა აწარმოებდა და სადღაც 30 წლის წინ, ის თითქმის ყველას ოჯახში იყო.


image



დღეს გაცილებით დახვეწილი და მრავალფუნქციური საკერავი მანქანები გვაქვს, თუმცა არა ისეთი დახვეწილი, როგორსაც უწინ, პოდოლსკის ქარხანა უშვებდა. რატომ?


image




აღმოჩნდა, რომ პოდოლსკის ქარხნის სამკერვალო მანქანების ისტორია, ჯერ კიდევ რევოლუციის პერიოდამდე დაიწყო და მათ პროტოტიპებად, ცნობილი ფირმის "ზინგერის" მანქანები იქცა. იმ პერიოდში ძალიან ყვაოდა "მოდერნის" სტილი და ქარხნები ცდილობდნენ, ჩვეულებრივი საგნებიც კი დაემშვენებინათ და არაჩვეულებრივად ექციათ.



image




კომპანია Singer დაარსდა 1851 წელს და მალე გახდა სამკერვალო მანქანების უდიდესი მწარმოებელი. ამ ამერიკული კომპანიის პროდუქტები ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთში.




მაგრამ XX საუკუნის დასაწყისისთვის, ოკეანედან მთელი რუსეთის სამკერვალო მანქანებით მომარაგება გახდა წამგებიანი, რადგან ბევრი კონკურენტი გაჩნდა, რომლებიც მსგავს პროდუქტებს უფრო დაბალ ფასად სთავაზობდნენ მომხმარებლებს. შემდეგ, კომპანია "სინგერის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა სამკერვალო დანადგარის გარეუბნებში წარმოება.




image




სულ რაღაც ათწლეულში, ზინგერის ფირმის საკერავი მანქანები, მთელ ევროპაში ძალზედ პოპულარული გახდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ქარხანა წელიწადში 600 000 ცალ ხელით საკერავ მანქანას უშვებდა. მხოლოდ რუსეთში 3000-ზე მეტი კომპანიის ბრენდირებული მაღაზია იყო, გარდა ამისა, მანქანებს მომხმარებელს ფოსტითაც უგზავნიდნენ.


image



რუსული მანქანების მაღალი ხარისხის და აქედან გამომდინარე, ფასეულობის გამო, ადვილად იყიდებოდა მთელ ევროპაში, ჩინეთში, იაპონიასა და სპარსეთში. 1914 წლისთვის, რუსეთი მეორე ადგილს იკავებს შეერთებული შტატების შემდეგ, საკერავი მანქანების გაყიდვების ტირაჟში. მათი წლიური შემოსავალი წელიწადში 63, 5 მლნ რუბლი იყო.





საბედნიეროდ, ტექნიკა გადარჩა ომის შემდეგ და 1923 წელს, საკერავი მანქანების წარმოება აღდგა. მაგრამ, ისინი უკვე გამოდიოდა «Госшвеймашина» და «ПМЗ» (პოდოლსკის მექანიკური ქარხანა) სახელით.



image




რატომ არის ძველი საკერავი მანქანები ასეთი ფასეული?


ბევრი ლეგენდა ასოცირდება ძველ საკერავ მანქანებთან. ჩნდება კითხვა, თუ რატომ დასდევს დღეს ანტიკვარის მოყვარული ადამიანი მას? ჰოდა, სწორედ ერთ-ერთი ლეგენდის თანხმად, 1998 წელს, კომპანია Singer– მა გამოაცხადა თავისი პირველი გამოცემული მანქანების ძებნა. ჭორების თანახმად, იშვიათი გამარჯვებული უნდა ელოდოს დიდ ჯილდოს, რომელიც 30 000-დან მილიონამდე იზრდება. (დოლარი)



image


სხვა მოსაზრების თანახმად, პირველ გამოშვება საკერავ მანქანებში, ანუ მათი პირველი ნიმუშები შეიცავდა პალადიუმის მეტალს. ასევე პირველი ნიმუშების ნემსებში არის წითელი ვერცხლისწყალი.



image



როგორც ხედავთ, ძველი ნივთები და მათ შორის საკერავი მანქანა, იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ხელსაწყო.





6
2440
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2440
  
21 თებერვალი, 19:34
რაღა დროს ზინგერის მანქანებია. 90 იანებში იყო რაღაცა უაზრო ბუმი, ეგ ბუმიც რა უაზროდაც დაიწყო ისე უაზროდ დამთავრდა
13 თებერვალი, 12:35
ყური მოკარით თუ თვალი?... )))) როგორც მიშამ განაცხადა-ვერაფერი ვერ გავიგე,მააგრამ ვეთანხმები....
13 თებერვალი, 2:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

12 თებერვალი, 11:33
ახლა მათ, ვინც კოლექციონერია და ანტიკვარული ნივთები იზიდავს.
12 თებერვალი, 9:43
ამ საკერავი მანქანების ძებნა 90-იანი წლების შუახანებში იყო გავრცელებული.ეხლა ვიღას უნდა.
11 თებერვალი, 20:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6