x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ამ დროისთვის 8 ყველაზე დიდი გემი მსოფლიოში

image

გემი არის მცურავი ნაგებობა, რომელსაც აქვს წყალშეუღწევადი კორპუსი და განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად, წყალზე სარეწად, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, სპორტული შეჯიბრებებისთვის, სამეცნიერო კვლევებისთვის და სამხედრო მიზნებისთვის. ძირითადი დანიშნულების მიხედვით გემები იყოფა სამხედრო (ხომალდები) და სამოქალაქო (სატრანსპორტო, სარეწი, საკვლევი, დამხმარე და სხვ.) გემებად.



MOL Triumph - ეს არის ყველაზე დიდი გემი მსოფლიოში. TEU -ს კლასის უდიდეს წარმომადგენელს შეუძლია 21 000 -მდე კონტეინერის გადაზიდვა, მისი სიგრძე 400 მეტრია, ხოლო სიგანე - 59. The Alliance -ის წარმოებულმა გემმა პირველი რეისი ჩინეთიდან სინგაპურში განახორციელა. უნიკალური თვისებების გარდა, გემი საკმაოდ ეკონომიური და ეკოლოგიურია.

image

Harmony of the Seas - ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე დიდი გემი ტიტანიკი იყო, თუმცა დღეს ზღვის ჰარმონია 3-ჯერ უფრო დიდია ვიდრე ლეგენდარული სამგზავრო გემი ტიტანიკი. საფრანგეთის დასავლეთით მდებარე წმ- ნაზაირის პორტში აშენებულ გემიმ, პირველი რეისი საფრანგეთიდან ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონში შეასრულა. StX France -ის წარმოებული გემის სიგრძე 362, ხოლო სიგანე 66 მეტრაა. გარდა ამისა სიმაღლეშიც არაფრით ჩამორჩება საკუთარ თვისებებს, გემის სიმაღლე 73 მეტრია. რაც შეეხება ზღვის ჰარმონიის ღირებულებას ის 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს!

image

Seawise Giant - გემის სიგრძე 458, ხოლო სიგანე - 49 მეტრაა. ირანი-ერაყის ომის დროს დაიბომბა, თუმცა დღემდე აქტიურ მდგომარეობაში. Seawise Giant-ს დღეს დუბაიში ნავთობის რეზერვუარისთვის იყენებენ.

image

MV Blue Marlin - ამ გემს შეუძლია 22 მცირე ზომის გემის გადაზიდვა. მას გემების მამას ეძახიან. სიგრძით-217 მეტრაა და 75 000 ტონა სიმძიმის გადაზიდვა შეუძლია.

image

Ms Vale Brasil - ამ გემს იყენებენ ჯართის და მარცვლეულის გადაზიდვისთვის. გემი ბრაზილიურ კომპანიას - Ms Vale Brasil ეკუთვნის. 360 მეტრის სიგრძის გადამზიდის დატვირთული მაქსიმალური მასა არის 200 ტონა. 2011 წლიდან ფუნქციონერებად გემს ძირითადად ბრაზილიიდან აფრიკის ქვეყნებში ჯართის გადაზიდვა ევალება.

image

Oasis Of The Seas - 362 მეტრის სიგრძის სამგზავრო ლაინერს 5400 მგზავრის მასპინძლობა შეუძლია. არც ის იქნება ტყუილი, თუ ვიტყვით რომ ეს გემი იგივე მცურავი სასტუმროა. გემი ყოველწლიურად 3 თვის მანძილზე მიცურავს და დამსვენებელს შესანიშნავ კომფორტს სთავაზობს.

image

Emma Maersk - გემის წარმოების ავტორი ემა მაერსკია. გემის შესახებ არც ისე ვრცელი ინფორმაციაა, თუმცა უეჭველია, რომ გემი საკმაოდ ეკოლოგიურია.

image

MSC OSCAR - და ბოლოს... მსოფლიოს ყველაზე დიდი მეხუთე გემი. 2015 წელს კომპანია DSME -ის წარმოებულია. გემის სიგრძე 395, ხოლო სიგანე 59 მეტრაა.
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<


გადარჩენილი კაცობრიობა: ასტეროიდი 2018 GE3

image





დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!

image





15 უძლიერესი სახელმწიფო მსოფლიო ისტორიაში

image





ანტარქტიკის ყინულების ქვეშ აღმოჩენილი უცნაური ობიექტები...

image




ადამიანებმა ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან... - საინტერესო ფაქტები პაკისტანის შესახებ


image




















2
3728
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
3728
  
2019, 15 ოქტომბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 2 ოქტომბერი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2