x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პაპაზე დაკანონებული წყალსაქაჩი და უწყლოდ დარჩენილი სოფელი
image
მოგეხსენებათ, ეკოლოგიური პირობების, გვალვის და მაღალჩინოსანთა დაუდევრობის გამო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან სასმელი წყალის პრობლემა ქონდა დედოფლისწყაროს რაიონს და განსაკუთრებით სოფელ ზემო ქედს. საზღვრისპირა სოფლები, ძირითადად მარაგდებოდა სამთაწყაროში მდებარე წყალსაქაჩიდან, სადაც ზაქათლიდან შემოდიოდა წყალი, თუმცა, იქიდან ამოტუმბული წყალი მაინც ვერ აღწევდა სოფელ ზემო ქედამდე, განსაკუთრებით უწყლოობას ადრეც და ახლაც განიცდის სოფელ ზემო ქედის ეგრეთ წოდებული "გერმანელების უბანი."



აღსანიშნავია, რომ ზემო ქედის ცენტრთან ახლოს ხელმარცხნივ ჩამავალ გზაზე მდებარეობდა წყალსაქაჩი, სადაც ხდებოდა იქვე მიმდებარედ არსებული სამი წყაროს ამოტუმბვა და მიწოდება სოფლისთვის.



წლევანდელი წელი განსაკუთრებით გამოირჩვა გვალვით და უწყლოობით, სოფელ ზემო ქედის მოსახლეობა ამბობს, რომ სასმელ და სახმარ წყალს ყიდულობენ ჩამოტარებული ცისტერნებიდან.ზოგი ვერც ყიდულოვს უსახსრობის გამო, რადგან ფული არ აქვთ. გაუსაძლისი მდგომარეობა აქვთ 'გერმანელების უბანში."



ინფორმაციით, აღმოჩნდა რომ სოფელ ზემო ქედის წყალსაქაჩი, რომლის ფართი არის 8470 კვ.მეტრი, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მალხაზ მერაბიშვილის თავმჯდომარეობით საკუთარი ცოლის ნათესავის კობა ქურციკიშვილის (რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში იკავებს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობას) პაპას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის ტერიტორიაზე საკუთრებაში უკანონოდ დაუკანონა.




image


სოფელ ზემო ქედის "გერმანელების უბნის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ვისაც საშუალება აქვს მანქანებით ჩადიან წყალსაქაჩის მიმდებარედ არსებულ წყაროს წყალზე, რომელსაც სოფელში "კაი წყალს" ეძახიან და იქიდან გაჭირვებით ამოაქვთ სასმელი წყალი.




image






სოფელ ზემო ქედის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბეჟან სუხიშვილი აცხადებს, რომ აზრზე არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით.




სოფელ ზემო ქედის მაცხოვრებელი დავით კაკალაშვილი აცხადებს: "წარმოდგენილი დოკუმენტაციით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მალხაზ მერაბიშვილის თავმჯდომარეობით საკუთარი ცოლის ნათესავის კობა ქურციკიშვილის (რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში იკავებს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობას) პაპას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის ტერიტორიაზე საკუთრებაში უკანონოდ დაუკანონა 8470 კვ.მ. მიწის ფართობი, რომელიც არის სოფელ ზემო ქედის წყალსაქაჩი, მასზე განთავსებულია დიდი მოცულობის თუნუქის ავზები ე.წ. ცისტერნები, კილომეტრებზე მიმავალი თუნუქის მილები, აღნიშნული დაკანონების მოტივი და მიზანიც სავარაუდოდ გარდა მიწის ფართობისა, არის სწორედ თუნუქის ავზების და მილების ჯართად დაჭრა და გაყიდვა, რაც არის სოლიდური ღირებულების. საქმეზე არ იწყება და ალბათ არც დაიწყება გამოძიება, ვინაიდან აღნიშნული პიროვნება მალხაზ მერაბიშვილი მერის მე-2 მოადგილეა."

დღეისთვის მალხაზ მერაბიშვილი, რომელი იყო თვითნერბურად დაკავებული მიწების საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე, არის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის მოადგილე.
უნდა აღინიშნოს, რომ მალხაზ მერაბიშვილის თვითნერბურად დაკავებული მიწების საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარედ ყოფნის დროს მოხდა უამრავი მიწების არაკანონიერად და ახლობლობის პრინციპით სხვადასხვა მოქალაქეებზე საკუთრების დაკანონება. ერთერთი ასეთი ფაქტია მეგობრობის ქუჩაზე სანიაღვრე ხევზე, სადაც მთელი რაიონის კანალიზაცია ღიად მოედინება მოქალაქე ირმა ზურაშვილზე ფართის დაკანონება, სადაც ანტისანიტარიულ ზონაში ააშენა თონე. ამისთანა დარღვევები არის უამრავი.
თავად მალხაზ მერაბიშვილთან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ მან ტელეფონზე არ გვიპასუხა.


0
28
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0