x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს რაიონში 61 წლის ქალი სავარუდოდ მევალემ მოკლა?
image



დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქალს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა ტანზე.


„ სახლი არეული იყო, მინები ჩალეწილი… ქალბატონი მარტო ცხოვრობდა. როგორც ვიცი, ცხედარი ძმისშვილმა იპოვა. სავარაუდოდ, ქალზე იძალადეს და შემდეგ მოკლეს.“ – აცხადებს ერთ-ერთმა ადგილობრივი.

""სოფლის განაპირას ცხოვრობს, ერთი მეზობელი ყავს და იმან ვერაფერი გაიგო. სავარაუდო მკვლელი ან ეჭვმიტანილი ვინაა არაფერი ვიცი" - ამბობს სოფლის გამგებელი, მურადი ელაშვილი.



" გარდაცვლილი ფულს აპროცენტებდა, არც მალავდა ფულს რომ აპროცენტებდა, ბევრი მტერი ყავდა, ფულს არარ აძლევდნენ და მერე სულ კონფლიქტი ქონდა მევალეებთან, სავარაუდოდ, ვინმე მისმა მოვალემ მოკლა, აბა, სხვა რა მიზეზით უნდა მოეკლათ? ჯანიანი ქალი იყო, მაგას ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა" - ამბობენ თანასოფლელები.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აქვს თუ არა გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი, ეს შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.









2
292
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
292
  
16 ნოემბერი, 0:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

13 ნოემბერი, 23:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2