x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
" სკოლის ფანჯრიდან გადაგაგდებ" - სკოლის დირექტორს ბიბლიოთეკარი მუქარაში ადანაშაულებს

image
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოს სკოლაში კონფლიქტი ისევ გრძელდება. ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელზე, ნინო ქადაგიშვილზე ზეწოლის შემდგომ, სკოლის დირექტორმა სკოლის ბიბლიოთეკარზე გადაინაცვლა.
სოფელ საბათლოს ბიბლიოთეკარი, ლიანა ოვსეპიანი აღნიშნავს, რომ სკოლის დირექტორი მას 9 აპრილის ღონისძიების ჩაშლის მცდელობასა და არეულობის მოწყობაში ადანაშაულებს.

" მას მერე, რაც წერილი გამოქვეყნდა, სკოლის დირექტორმა გენადი ჩოუშიანმა და მისმა ცოლმა, ალინა ტომასიანმა სკოლის სამასწავლებლოში შეურაცხყოფები მომაყენეს, ალინა ტომასიანი კუთხეში მიმწყვდევით და ფიზიკური ანგარიშსწორებით მემუქრებოდა, ხოლო, დირექტორი ბოლო ხმით ღრიალებდა და ფანჯრიდან გადაგდებით მემუქრებოდა.ასევე, მომთხოვეს ბიბლიოთეკის სხვა ოთახში გადატანა. მე მათი მუქარის შემდეგ შეუძლოდ გავხდი. "- აცხადებს ლიანა ოვსეპიანი.

შეგახსენებთ, რომ ეს სკოლის ბიბლიოთეკარზე მუქარის და ზეწოლის მეორე შემთხვევაა, 2017 წლის სექტემბერში სკოლის დირექტორი ბიბლიოთეკარს თავში სკამის ჩარტყმით დაემუქრა და საზიზღარი ადამიანი უწოდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სკოლაში არსებულ სხვადასხვა დარღვევებთან დაკაშირებით, სკოლის მასწავლებელმა ნინო ქადაგიშვილმა განცხადებით განათლების სამინისტროსაც მიმართა 2018 წელს.


დედოფლისწყაროს რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მომხდარ ინციდენტს აუცილებლად გაარკვევს და შემდგომში ისე გააკეთებს განცხადებას.

" რაც შეეხება საჩივარს, რომელიც განათლების სამინისტროში გააგზავნეს, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა შეისწავლა და დარღვევები ვერ აღმოაჩინა საბათლოს სკოლაში" - ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

სკოლის დირექტორი გენადი ჩოუშიანი ამბობს, რომ ლიანა ოვსეპიანის მიმართ შეურაცხყოფას ადგილი არ ქონია და სამასწავლებლოში კი, რასაც უნდა იმას იტყვის.

შეგახსენებთ, რომ სოფელ საბათლოს დირექტორი განათლებით ვეტერინარია, ხოლო, მისი მეუღლე, დაწყებითი კლასის მასწავლებელი, ალინა ტომასიანი ექთანი.

0
61
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0