x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ნინი გოგაშვილი: "ნაძირლები მამას მიკლავენ!"

image
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი იოსებ გოგაშვილი დააკავეს რუსი აგენტების მხილების გამო, რომლებიც ებრძოდნენ ეკლესიას! ქართული ოცნება, ანუ რუსული ოცნება ებრძვის ჩემს ოჯახს იმის გამო, რომ მამა დაუპირისპირდა რუსული მმართველობის სქემას! მამა არის პოლიტ-პატიმარი!
ბრალდების მხარის, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო პროცესი დაიხურა.
მოსამართლემ ჰკითხა მამას, ჰქონდა თუ არა ადგილი უფლებების დარღვევას 16 ივლისს განხორციელებული ჩხრეკისა და დაკავების პროცესში, რის შემდეგაც პროკურატურამ მოითხოვა სასამართლოს დახურვა, რომ სოსო გოგაშვილს ეს ინფორმაცია ჩვენი და ჟურნალისტების თანდასწრებით არ გაეჟღერებინა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და მამაჩემს მიეცა საშუალება, პროცესის დახურვამდე ეთქვა საჯაროდ იმ დარღვევების შესახებ, რაც ჩემი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელდა.
მამამ აღნიშნა, რომ პირველ რიგში დაირღვა ჩვენი უფლებები მაშინ, როდესაც სამართალდამცავებმა სახლში შემოჭრისას არ განუმარტეს არანაირი ინფორმაცია, ასევე მათ ჰქონდათ განჩინება მხოლოდ ჩხრეკის შესახებ, მაგრამ სახლში შემოსვლისას, მთავარი შემოსასვლელი კარის დაზიანების შემდეგ, მათ მაშინვე დააკავეს მამა და ჩემი ძმა ე.წ “ხამუთების” საშუალებით, დააგდეს მიწაზე და გენერალური ინსპექციის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე მამას ფიზიკურად გაუსწორდა, დაზიანებები სხეულზე აქვს ჩემ ძმას, ნიკასაც, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ეგდო მიწაზე და წყლის დალევის უფლებაც არ მისცეს.
ასევე, დედაჩემი გახდა ცუდად და რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოიძახეს სასწრაფო და სასწრაფოს გამოძახების შემდეგ, ექიმს არ მისცა გამომძიებელმა საშუალება, რომ მამასთვისაც ჩაეტარებინა სამედიცინო შემოწმება. ასევე, დედა და დეიდა შეესწრო ფაქტს, უკანონოდ როგორ ჩაგვიდეს იარაღები და სხვადასხვა მატერიალური დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ისინი ძალადობრივი გზით გაიყვანეს ოთახიდან! ასევე უამრავი სხვა დარღვევა დაფიქსირდა, რის შესახებაც ვიმედოვნებთ პასუხს აგებს ყველა თანამონაწილე!!!
მამას დღემდე არ გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება!!
ნაძირლები მამას მიკლავენ!!!- წერს სოსო გოგაშვილის ქალიშვილი ნინი გოგაშვილი.
1
115
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
115
  
2022, 18 ივლისი, 18:04
ალბათ 8 ბინა და 4 მანქანაც ჩაგიდეს?!
0 1 1